x
მეტი
  • 13.07.2020
  • სტატია:101480
  • ვიდეო:346694
  • სურათი:465393
ფულის გამომუშავება ინტერნეტით, საკუთარ ან სხვის საიტზე

ინტერნეტში არსებული ფული, მთლიანად, საიტების ირგვლივ ტრიალებს (შექმნა, პოპულარიზაცია, მონეტიზაცია, მომსახურება...). ხოლო, ფულის გამომუშავება, როგორც საკუთარ, ისე სხვის მიერ შექმნილ საიტზე შეიძლება.

რაც შეეხება გამომუშავების ხერხებს, — არჩევანი დიდია... თუმცა მათ შორის, ყველაზე გავრცელებული, სამია:


image

imageI. საიტზე რეკლამების განთავსება. ეს ფულის გამომუშავების ყველაზე მარტივი გზა არის და განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს. ამ ვარიანტის გამოყენება შეიძლება, როგორც შემოსავლის მიღების ძირითად, ისე დამატებით წყაროდ.
რეკლამა საიტზე შეიძლება 2 სახის იყოს: კონტექსტური და ბანერის სახით. ხოლო, რელკამიდან მიღებული შემოსავალი, — რეკლამაზე დაწკაპუნების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. "დაწკაპუნების" უფლება კი, მხოლოდ საიტის სტუმარს აქვს. უფრო სწორედ, სათვალავში მხოლოდ მისი აქტივობა ჩაითვლება და ეს პროცესი მკაცრად კონტროლდება. imageII. თანხის გამომუშავება საპარტნიორო პროგრამებით. ეს ხერხიც რეკლამას უკავშირდება და ამ შემთხვევაში, პირადად თქვენ ახდენთ სხვისი საქონლის რეკლამირებას. იქვე ათავსებთ პარტნიორის საიტის მისამართს და თუ საქონლის გაყიდვა თქვენი საიტის "გავლით" მოხდა, გაყიდული ნივათის საკომისიოს მიიღებთ. imageIII. შემოსავლის მიღება სტატიების წერით. ვიდრე თანხის გამომუშავების ამ ხერხის განხილვაზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ სტატიების საიტზე განსათავსებლად, ჟურნალისტის დიპლომი საჭირო არ არის. მთავარია, წერის სურვილი გქონდეთ და გარკვეულ უნარ-ჩვევებს ფლობდეთ (სწორედ და გრამატიკულად წერა, რომ საავტორო სტატიები გამოაქვეყნოთ, ან რომელიმე უცხო ენის კარგად ცოდნა, – სტატიის უცხოური წყაროდან სათარგმნად. რედ.). ამასთან, თანხის გამომუშავება ამ მეთოდით, შეიძლება როგორც საკუთარ, ისე სხვის მიერ შექმნილ საიტზე.
ახლა კი, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, სტატიების წერით, ფულის შოვნა და საერთოდ, რაში სჭირდებათ თქვენი სტატიები საიტის მფლობელებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არ არის — სტატიები საიტის რეიტინგის ასამაღლებლად არის საჭირო.
სტატია — კონტენტი, ანუ საიტის შემადგენელი ნაწილია და მნიშვნელობა არა აქვს, საიტის კატეგორიას — იქნება ის ინტერნეტ-მაღაზია, თემატური ბლოგი, ფორუმი, ახალი ამბების პორტალი, კომერციული საიტი, თუ სხვა... კონტენტი ყველას სჭირდება, რომ საძიებო დისტემამ, როგორიც მაგ., გუგლია, საიტი ისე დააფიქსიროს, როგორვ მუდმივად განახლებადი და განვითარებადი.
ინტერნეტში მილიონობით საიტი არსებობს და უმრავლესობა არასდროს განვითარებულა, ან დიდი ხნის წინ არის მიტოვებული, მფლობელის მიერ. ამიტომ, საძიებო სისტემა, რეგულარულად უწევს მონიტორინგს საიტებს და როდესაც ხედავს, რომ რომელიმე საიტზე ინფორმაციის განახლება არ ხდება, მას რეიტინგში აქვეითებს. ხოლო, სტატისტიკის თანახმად, მომხმარებილი, როდიც გარკვეულ ინფორმაციას ეძევს, მხოლოდ პირველ ორ გვერდს ათვალიერებს და იმის იქით აღარ მიდის. სხვა სიტყვენბით რომ ვთქვათ, "მზის სხივს" მხოლოდ ის საიტები ნახულობენ, რომლებიც საძიებო სისტემის პირველ ოცეულში მოიპოვებენ ადგილს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონტენტი, შეიძლება, არა მარტო სტატია, არამედ, ვიდეო რგოლი, აუდიო ჩანაწერი, ფოტო, დიაგრამა და სხვა სახის მასალა იყოს.
მოკლედ, საიტზე განთავსებული მასალა ისეთივე პროდუქტია, როგორც პური, ყველი, ბანანი, სამოსი და სხვა. და თუ არსებობს მოთხოვნა მასზე, დაკმაყოფილება არის საჭირო.
ახლა კი, იმის შესახებ, თუ სად უფრო უკეთესია საკუთარი სტატიის განთავსება, საკუთარ, თუ სხვის საიტზე?
ორივე ვარიანტს აქვს, როგორვ დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები:
საკუთარი საიტის შექმნას თუ გადაწყვეტთ, უნდა შეიძინოთ ჰოსტინგი და დომენი (უფასოც არის, მაგრამ დაბალი ხარისხის, მცირე მოცულობის და მუშაობის დროს, ხშირად "ჭედავს"). გარდა ამისა, უნდა განსაზღვროთ საიტის მიზნები და ამოცანები — როგორი იქნება ის, ბლოგის ტიპის, რომელიც მხოლოდ ერთ ან რამდენიმე თემაზე იმუშავებს, თუ საინფორმაციო-გასართობი, მუდმივად განახლებადი კონტენტით.
საიტის გახსნის შემდეგ, საჭიროა მისი საინტერესო მასალებით შევსება და სოც. ქსელებში პოპულარიზაცია და უკვე შემდეგ, როდესაც ის საკმარისი რაოდენობის ვიზიტორებს მოიზიდავს და ყოველდღიურად ნახვების რაოდენობა 500-ს გასცდება, შეგიძლიათ საიტის მონეტიზაციაზეც იფიქროთ, ანუ თქვენი საიტი Google Adsense-ე დაარეგისტრიროთ და თანხის გამომუშავება დაიწყოთ.
რა შემოსავალს მიიღებთ ამდენი ძალისხმების შემდეგ? — ძნელი სათქმელია, რადგან აქ ფიქსირებული შემოსავალი არ არსებობს და ყველაფერი ნახვების რაოდენობაზე და საიტზე შესული მომხმარებლის ქმედებაზე არის დამოკიდებული. იმის გათვალისწინებით, რომ საიტის სტუმრების საერთო რაოდენობის მხოლოდ 1-2 % გადადის სარეკლამო ბლოკზე, რომელსაც გუგლი თქვენს საიტზე ათავსებს, — ყიველ 1000 ნახვაზე, შემოსავალი, შეიძლება, 6-7 $ შეადგენდეს და ამ შემთხვევაში, თვიური ანაზღაურება, 200-250 დოლარი გექნებათ. ასე, რომ, რაც უფრო მეტი ნახვა ექნება თქვენს მიერ საიტზე ატვირთულ მასალას, მით უფრო მეტი შემოსავალი გექნებათ თქვენ.
ხოლო, სხვის საიტზე მუშაობის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ვალდებულებისგან თავისუფლდებით და თქვენი საქმე მხოლოდ სტატიების წერა იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაში, გამომუშავებული თანხის ნაწილი საიტს რჩება, რადგან მას გარკვეული ხარჯები გააჩნია. მაგ., იგივე ტექ. მომსახურება, ჰოსტინგის ქირა და ა. შ. ხოლო, თუ საიტი დიდია, მას რედაქტორი, დირექტორი და სხვა მომსახურე პერსონალი ჰყავს, შესაბამისად, ზემოთ ხსენებულ ხარჯებს, ადმინისტრაციულიც ემატება. სამაგიეროდ, დიდ და კარგად ირგანიზებულ საიტებზე ვიზიტორთა რაოდენობა მეტია, რაც ნახვების რაოდენობაზე დადებითად აისახება.
ახლა კი, ორიოდე სიტყვა საიტზე დასაქმების შესახებ: რომელი უკეთესია, საკუთარი საიტის შექმნა, თუ უკვე არსებულ, პოპულარულ, მაგრამ სხვის საიტზე მუშაობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ერთი და იგივე მასალამ, მაგ., იგივე სტატიამ, შეიძლება, თქვენს საიტზე, დღის მანძილზე, მხოლოდ 30-50 ნახვა მოაგროვოს, ხოლო დიდ საიტზე, — 1000-ზე მეტი ნახვა ჰქონდეს.
0
118
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0