x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ანატოლი ბიბილოვმა ქალაქ „ცხინვალს” მეორე სახელიც დაარქვა
image


ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გასცა განკარგულება-ამიერიდან ქალაქ ცხინვალს “ქალაქი სტალინირი” ერქმევა, ამის შესახებ იუწყება სააგენტო Рес-ი.



"ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 51-ე მუხლით მიხედვით, ვბრძანებ:



1. ვადგენ, როგორც ქალაქ ცხივალის სიმბოლოს, სახელწოდება "ქალაქი სტალინირს", რომელიც გამოყენებული იქნება "ქალაქი ცხინვალი" სახელთან ერთად, როდესაც ჩატარდება რესპუბლიკური და საქალაქო ღონისძიებები, რომელიც მიეძღნება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და ქალაქ ცხინვალს, ღირშესანიშნავ თარიღებს, რომელიც ეხება დიდ სამამულო ომს;




2. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ცხინვალის ისტორიაში ღირშესანიშნავ თარიღებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ღონისძიებების ჩატარებისას სახელწოდება "ქალაქი სტალინირის" და აგრეთვე "ქალაქი ცხინვალის" ერთად ხმარება განისაზღვროს შემდეგ დღეებში: ა) 9 მაისი - გამარჯვების დღე; ბ) 22 ივნისი - მეორე მსოფლიო ომის დასაწყისის დღე (1941), "–ნათქვამია განკარგულებაში.


შეგახსენებთ, ქალაქ ცხინვალს 1934-1961 წლებში „სტალინირი“ ერქვა, დიდი ბელადის 'სტალინის" სახელის საპატივცემლოდ.



0
467
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0