x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რასპუტინი, როგორც რუსეთის სახე
image

1916 წლის ზამთრის ღამეს, ფელიქს იუსუპოვმა, სტუმრისთვის მოამზადა ვახშამი, რომელსაც ეს უკანასკნელი დილისთვის უნდა მოეკლა, ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წავიდოდა. თუმცა აქამდე ამ კაცის მკვლელობის უკვე ორი ცდა წარუმატებლად დასრულდა. რუსული მონარქია უკვე იმსხვრეოდა, იუსუპოვისთვის და თავისი მეგობრებისთვის მხოლოდ ერთი ბერი იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მაგრამ ვინ იყო ის? - და როგორ შეიძლება უბრალო სასულიერო პირს დაბრალდეს მთელი იმპერიის დაქცევა.

გრიგორი რასპუტინი დაიბადა 1869 წელს, ციმბირში, გლეხების ოჯახში. ის მთელ ცხოვრებას ღარიბ სოფელში გაატარებდა რომ არა რუსული ეკლესია, რომლის ნაწილიც გახდა 1890 წელს. ინსპირირებული ბერების ცხოვრების საინტერესო წესით, მან წლები გაატარა პილიგრიმობაში და თითქმის მთელი რუსეთი შემოიარა. საოცარი ქარიზმით გამოირჩეოდა და მალევე აქცევდა ტყვეობაშ მსმენელს, ზოგიერთს ჯეროდა კიდეც, რომ რასპუტინს წინასწარმეტყველებისა და კურნების ღვთისგან მომადლებული ნიჭი ჰქონდა.



მიუხედავად იმისა, რომ ბერი ალკოჰოლთან, თამაშთან და ქალებთან არც ისე მწყრალად გრძნობდა თავს, მისი, როგორც სასულიერო პირის მაღალი რეპუტაცია სწრაფად გასცდა ციმბირს და მოიზიდა ყველა - გლეხებიდან დაწყებული უმაღლესი სასულიერო წოდების მქონე პირებით დამთავრებული.


როცა სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა, გამოიყენა თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობები და კავშირები რათა გამხდარიყო სამეფო ოჯახის მოძღვარი. 1905 წლის ნოემბერში, რასპუტინი პირველად წარუდგინეს რუსეთის მეფეს - ნიკოლოზ მეორეს. მეფეს სწამდა მართლმადიდებლური ეკლესიის ისევე როგორც მისტიციზმისა და ზებუნებრივი ძალების. ამიტომ ციმბირელ ბერს არ გასჭირვებია მათი ყურადღების მიპყრობა და "მოჯადოვება". მითუმეტეს მაშინ, როცა რუსეთისთვის და რომენოვების ოჯახისთვის საკმაოდ რთული დროება იდგა. მონარქია თანდათან კარგავდა ძალას. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.


ოჯახის პოლიტიკურ ტანჯვებს, პირადი ტანჯვებიც ემატებოდა, ტახტის მემკვიდრეს სასიკვდილო დაავადება - ჰემოფილია სტანჯავდა. სწორედ მაშინ გაუმართლა პირველად რასპუტინს, ექიმების უშედეგო ცდების შემდეგ, მან ოჯახს ურჩია, თავი დაენებებინათ სამედიცინო ჩარევებისთვის და ღმერთისათვის მიენდოთ შვილის ბედი. მოხდა საოცრება, უფლისწული უკეთ გახდა, შედეგად კი რასპუტინის გავლენა და ნდობა, როგორც წმინდა ადამიანის, გაიზარდა სამეფო კარზე. მოგვიანებით დადგინდა, რომ მემკვიდრე ასპირინს იღებდა და სწორედ ეგ იყო ექიმების შეცდომა, რაც ასუსტებდა პაციენტს. შემდგომ ამისა რასპუტინმა ხალხში გაავრცელა "წინასწარმეტყველება", რომ თუ ის მოკვდებოდა ან გადაასახლებდნენ, მალევე მონარქიაც დაინგრეოდა და სამეფო ოჯახი დაიღუპებოდა.


საზოგადოების აზრები რასპუტინის შესახებ გაიყო, ნაწილი თვლიდა, რომ ის გლეხების უფლებათა გამტარებელი იყო სამეფო კარზე, წარჩინებულნი და სასულიერო პირნი კი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ბერის "თავაშვებული" ცხოვრების წესით. ბერი კი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ ერიდებოდა დალევას, ქალებსა და თამაშს.


სწორედ ზემოთ აღნიშნულისა და სამეფო ოჯახზე მავნე გავლენის გამო, ფელიქს იუსუპოვმა გადაწყვიტა მისი მოწამვლა, მაგრამ მოხდა საოცრება, მოწამლულმა ვახშამმა რასპუტინი არ მოკლა. საბოლოოდ ყველაფერი ტყვიამ გადაწყვიტა. რასპუტინის სიკვდილმა გლეხებში დიდი შფოთი გამოიწვია და არეულობები ისევ დაიწყო რუსეთში, "წინასწარმეტყველება" ახდა.


რასპუტინს მთელი სამეფო ოჯახი მიჰყვა, თავის მონარქიასთან ერთად. დანარჩენი თავად განსაჯეთ რა იყო ამის მიზეზი, წყევლა თუ პოლიტიკურ პროცესთა მსვლელობის შედეგი.


საქმე ისაა, რომ რასპუტინი ჭკვიანი კაცი იყო, სწორად აფასებდა ხოლმე სიტუაციას და ლეშისმჭამელივით იყენებდა მას თავისდა სასიკეთოდ. ერთხელ, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, რომ რასპუტინი თავისი სახით და მოღვაწეობით ნათლად გამოხატავს რუსეთის ჭეშმარიტ ზრახვებსა და მისწრაფებებს. ლეშისმჭამელივით, დღესაც, მსოფლიო პანდემიის ჟამს იყენებს სიტუაციას და საზღვრებს წევს. ეს ჭირი კი ძალიან ძალიან ბევრი წელი გვაწუხებს ჩვენ - ქართველებს.


ამის განსჯაც შეთვის მომინდია ძვირფასო მკითხველო - ეს უბრალოდ წყევლაა თუ პოლიტიკურ პროცესთა მსვლელობის შედეგი.
















































0
355
2-ს მოსწონს
ავტორი:დემეტრე დგვეფაძე
დემეტრე დგვეფაძე
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0