x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბაიკალი- ყველაზე ღრმა ტბა მსოფლიოში

ბაიკალი– ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა მსოფლიოში. მდებარეობს რუსეთში, ირკუტსკის ოლქში. ეს ტბა მსოფლიოში ყველაზე ღრმაა. 1956 წლიდან ტბა გახდა ირკუტსკის წყალსაცავის ნაწილი, ხოლო ადგილობრივები მას, ბაიკალის "ზღვას" უწოდებენ. ტბის სანაპირო ხაზის სიგრძე 2100კმ-ია. მისი მაქსიმალური სიღრმე, 1642 მეტრია და ამ სიღრმის გამოთვლა მოხდა 1983 წელს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის რუს გეოგრაფს, ლეონიდ კოლოტილოს. 1996 წელს იუნესკომ ბაიკალის ტბა, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ასევე ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ცხოვრობენ ბურიატი ტომები, რომელთა ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა. ბაიკალი რუკებზე პირველად, XVII საუკუნეში გამოჩნდა. ბაიკალის ტბის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის მარკო პოლო.ტბის პირველი, სრული აღწერა ეკუთვნით: აბაკუმს, ნიკოლაე მილესკუსას და ებერჰარდ იზბრანდ იდესს. ბაიკალის ტბაში არის 19 მუდმივი კუნძული, რომელთაგან უდუდესია ოლხონი(729 კვ.კმ). ტბაში უამრავი მდინარე ჩაედინება, მაგრამ მხოლოდ ერთი, ანგარა გამოედინება. 1992 წელს "ლენაუჩფილმმა" გამოუშვა სამეცნიერო-პოპულარული ფილმი- "ბაიკალის თქმულება".

image


image
image




0
595
შეფასება არ არის
ავტორი:დიმა ნაჭყებია
დიმა ნაჭყებია
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0