x
მესაუბრე დისტანციურად, II ინტერვიუ- დემეტრე დგვეფაძე

სტატიების სერიაში : "მესაუბრე დისტანციურად, "მოგიყვებით და ზოგ შემთხვევაში, სულაც გაგაცნობთ, ახალ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი თავი ამათუიმ საინტერესო სფეროში აღმოაჩინეს, ისინი მოგიყვებიან თავიანთ ისტორიებს, გაიგებთ რა შეცვალა მათ ცხოვრებაში ახალმა კორონა ვირუსმა და რას აკეთებენ ახლა, თვითიზოლაციის პირობებში. ინტერვიუები იქნება უშუალო და თავისუფალი და ვფიქრობ, დაგეხმარებათ ამ რთულ პირობებში, ოდნავ მაინც განიტვირთოთ.ჩვენი მეორე სტუმარია, მსახიობი და რეჟისორი დემეტრე დგვეფაძე.

image

მოგესალმებით
, მე ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, თუმცა, რამდენიმე წლის წინ, აღმოვაჩინე ჩემი ნამდვილი გატაცება და საქმე - თეატრი.

აქტიურად ვმუშაობ ამ სფეროში და უკვე რამდენიმე სპექტაკლია ჩემს ანგარიშზე, მყავს საკუთარი დასი, რომლითაც ძალიან ვამაყობ.

ვირუსის გავრცელებამდე ახალ სპექტაკლზე ვმუშაობდით, თუმცა, მინდა გითხრა, რომ მდგომარეობის შეცვლა, მეტწილად, არ ასახულა ჩვენს საქმიანობაზე, რადგან ახლაც ვაგრძელებთ, აქტიურ რეჟიმში მუშაობას.

image

-საინტერესო იქნება, თუკი მოგვიყვები, შენს ანგარიშზე არსებულ სპექტაკლებზე და თუ საიდუმლო არ არის, იმაზეც გვითხარი ორიოდე სიტყვა, ახლა რა სამუშაოები მიმდინარეობს, ან როგორ ახერხებთ ამ პირობებში რეპეტიციების გაგრძელებას.

-პირველი სპექტაკლი იყო "მექანიკური ფორთოხალი, " ჩემი დებიუტი, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. არ ველოდი ეგეთ დადებით შეფასებას, ალბათ ძალიან ახლოს მივიდა მაყურებლამდე, რადგანთემა აქტუალური იყო იმ პერიოდისთვის და ვფიქრობ, ზუსტად მივიტანეთ სათქმელი აუდიტორიამდე.

image

მეორე სპექტაკლი იყო "ალტონელი განდეგილები" რომლის კონცეფციაც კი საკმაოდ უცნაური იყ, რადგან აფიშაზევე ეწერა, რომ სპექტაკლი ეძღვნება ოკუპანტებს, ბელადებს, ტირანებსა და მკვლელებს. სპექტაკლი ერთგვარი პროტესტის გამოხატულება იყო, პროტესტი და სინანული, ერთ დიდ აღსარებას წააგავდა.

image

და მომავალი სპექტაკლი, რომელზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, იმედი მაქვს, ოქტომბრისთვის გამოვა, არის მიხაილ ბულგაკოვის პიესა: "ივან ვასილიევიჩი იცვლისპროფესიას." ონლაინ რეპეტიციები გვაქვს, მართალია, ძალიან უჩვეულოა ეს ჩვენთვის, მაგრამ, რაგავაკეთოთ.

image

-საინტერესოა, გამოდის, რომ არაფერი შეუცვლია არც თვითიზოლაციას და არც ზოგად, არსებულ მდგომარეობას, მაგრამ მაინც დაგისვამ ამ კითხვას, არის თუ არა რაიმე, რასაც აქამდ ვერ აკეთებდი და ამ ვითარებაში ახერხებ რომ გააკეთო?

-სიმართლე გითხრა, მაინც არ მაქვს მეტი თავისუფალი დრო, ისევ იმას ვაკეთებ, რასაც აქამდევაკეთებდი.

- არ არის მარტივი დაწერო სცენარი, იყო რეჟისორი და საკუთარი აზრები თუ დამოკიდებულებები, სპექტაკლის სახით მიიტანო აუდიტორიამდე, რა არის შენი ინსპირაციის წყარო?

-ჩემი ინსპირაციის წყარო სიყვარულია, თითოეული ჩემი ქმნილებით, იქნება ეს სპექტაკლი თუ წერითი ნაშრომი, მე მადლობას ვუხდი სამყაროს თავისი მშვენიერებისთვის.

image

- ბოლო, ჩვენი ინტერვიუების ტრადიციულ კითხვაზე, ძალიან საინტერესოა შენი პასუხი, თუკი, მოგეცემა საშუალება ყველა ადამიანს გააგონო შენი ხმა, რას ეტყოდი სამყაროს?

- ნუ ეცდებიან რაღაცების ახსნას, უმჯობესი იქნება ზოგიერთი რამ მიიღონ ისე, როგორცეძლევათ, კირკიტის გარეშე, ეგრე უფრო დიდ თავისუფლებას და სიყვარულს იგრძნობენ.

-დიდი მადლობა

სტატია მოამზადა: მარი ანთიძე

#დარჩისახლში

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:მრნ
მრნ
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0