x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"თილისმა" ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - იცით რომელ ქვას მოაქვს ბედნიერება?
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.


მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.



image



ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს გააჩნია თავისი ძლიერი და სუსტი მხარე, თუმცა "თილისმა" და შესაბამისი ქვები დაგეხმარებათ სწრაფად გათავისუფლდეთ უარყოფითი ენერგეტიკისგან და მოიშოროთ ხასიათიდან ხარვეზები. ეს ქვები ასევე გახდება თქვენი იღბალის წყარო და ბედნიერების მომტანი.



მოდით, გავიგოთ, რომელი ზოდიაქოსთვის რა ქვა და თილისმაა ბენდიერების მომტანი.



1. ვერძი: (21 მარტიდან 20 აპრილამდე) - ვერძი მუდმივ მოძრაობაშია, ყოველ წამს რისკავს, კამათობს, ატარებს ექსპერიმენტს. მას გააჩნია ყველა თვისება, გარდა სიფრთხილისა. ერთ-ერთი ისეთი ქვა, რომელიც მას ყოველთვის დაიცავს, არის მთვარის ქვა.



2. კურო: (21 აპრილიდან 20 მაისამდე) - კურომ იცის როგორ გამოიმუშავოს და დახარჯოს ფული. წინდახედული და ჭკვიანია და აქვს ყველა თვისება, რომ გახდეს წარმატებული ბიზნესმენი. რადგან მისთვის ფინანსური სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია, ურჩევენ თილისმად ატაროს ციტრინი ან როდონიტი.



3. ტყუპები: (21 მაისიდან 21 ივნისამდე) - ტყუპებისთვის საუკეთესო თილისმაა ვეფხვის თვალი. რადგან ტყუპები ხშირად ეყრდნობიან მეექვსე გრძნობას, ეს ქვა ხელს შეუწყობს ემოციების სტაბილიზაციას, მეხსიერების გაუმჯობესებას, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფის ზრდას და ინტუიციის გაძლიერებას.



4. კირჩხიბი: (22 ივნისიდან 22 ივლისამდე) - წყლის სტიქიის წარმომადგენელს, შეუძლია ენდოს კატის თვალს. თილისმა ხელს შეუწყობს მეხსიერებისა და ზოგადად აზროვნების გაუმჯობესებას.



image



5. ლომი: (23 ივლისიდან 23 აგვისტომდე) - ლომები ემოციურად არასტაბილურები არიან, რის გამოც ხშირად ჩადიან დაუფიქრებელ ქმედებებს. სწორედ მათი სტაბილიზაციისთვის საუკეთესოა ამეთვისტო.



6. ქალწული: (24 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე) - ქალწულისთვის საუკეთესი ქვაა როდონიტი. გამომდინარე იქიდან, რომ ქალწული არის უსისტემოდ ეჭვიანი, ხშირად კარგავს საკუთარი თავის რწმენას და აქვს არასტაბილური ნერვული სისტემა, როდონიტს შეუძლია ეს ყველაფერი დაასტაბილუროს.



7. სასწორი: (24 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე) - სასწორი თავქარიანი, ეგოისტი და ხშირად უუნაროა, რადგან ადვილად იღლება, სწრაფად კარგავს მუშაობის სურვილს და იღლება ემოციურადაც. მას ამ ყველაფერში სწორედ ჯადე დაეხმარება. ჯადე აძლევს მას დამატებით ენერგიას და განსაკუთრებულ ქარიზმას.



8. მორიელი: (24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე) - მორიელს რცხვენია ან ეშინია საკუთარი სათნოებების წარმოჩენის. ამის დაძლევაში კი მას აგატი ეხმარება. აგატი ავსებს მას და არის შეუცვლელი თილისმა მორიელისთვის.



image


9. მშვილდოსანი: (23 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე) - მშვილდოსანისთვის საუკეთესო ქვაა მარგალიტი და ბრილიანტი. მარგალიტი მას ეხმარება სისუსტეების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც მოიცავს მუდმივ მეტოქეობას და ყველაფერში საუკეთესოდ ყოფნის სურვილს. ბრილიანტი საიმედო დაცვაა ბოროტი თვალისა და ნეგატივისგან.



10. თხის რქა: (22 დეკემბრიდან 20 იანვრამდე) - თხის რქას არ გააჩნია კრეატიულობა. ის ბავშვობიდანვეა მოკლებული შემოქმედებით სფეროს, რაც გარკვეული დოზით ძალზედ მნიშვნელოვანია. ჰემატიტი და ავანტიურინი მას დაეხმარება მიაღწიოს მაღალ შედეგებს სიყვარულსა და შრომაში.



11. მერწყული: (21 იანვრიდან 20 თებერვლამდე) - მერწყულის ხასიათში მრავალი მუქი მხარეა, რომელსაც ის სამწუხაროდ ვერ ამჩნევს, რის გამოსწორებაშიც მას ციტრინი დაეხმარება. ციტრინს შეუძლია მერწყულს თვალი აუხილოს და დაეხმაროს აღმოფხვრას პრობლემები საკუთარ თავში.



image



12. თევზები: (21 თებერვლიდან 20 მარტამდე) - თევზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სიყვარულია. ნებისმიერი წითელი ქვა ზრდის მის ენერგიას, მოტივაციას და ძალების დინებას, ასევე ზრდის მის ამბიციას და ხსნის სიზარმაცეს. ამიტომ, თევზების თილისმა სწორედ რომ ნებისმიერი წითელი ქვაა.





0
906
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
906
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0