x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მეცნიერული თეორიები, რომლებსაც კაცობრიობისათვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია
ინფორმაციის ნაკლებობის გამო მეცნიერებსა და სწავლულებს უხდებოდათ დაეჯერებინათ ისეთი აზრები და ჰიპოთეზები, რომლებიც ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს, ნამდვილ ბოდვად და უაზრობად მიგვაჩნია. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე შექმნილ იქნა უამრავი ყალბი მეცნიერული თეორია, ანუ ფსევდომეცნიერებები, რომლებსაც ადამიანებისათვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. გავეცნოთ ყველაზე პოპულარულებს მათ შორის.



image



მეცნიერული რასიზმი


image




რასიზმი - ის ყოველთვის არსებობდა და სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს იარსებებს. რასიზმით გატაცებული იყო ბევრი ცნობილი და ბრძენი ადამიანი. თავად დიდი ვოლტერი წერდა: " ო, რა მშვენიერია სამხრეთის ზღვების სანაპიროები და და რა ამაზრზენია მათი მოსახლეობა. ისინი ნამდვილი ცხოველები არიან. როცა მათ უყურებ, უნებურად გებადება კითხვა: ვინ ვისგან წარმოიშვა: ისინი მაიმუნისაგან თუ მაიმუნი მათგან? ბრძენნი გვიქადაგებენ, რომ ადამიანი ღმერთის ქმნილებაა... და ეს საცოდავი არსებებიც ღვთის შექმნილები არიან?"

მონათმფლობელობის პერიოდში საჭირო გახდა მეცნიერულად დასაბუთებულიყო ადამიანის დამოკიდებულება შავკანიანების ანუ "ცხოველების" მიმართ, რათა ამით გაემართლებინათ მონათმფლობელების სადისტური მოპყრობა მონების მიმართ... და გაჩნდა კიდეც ასეთი მეცნიერული თეორია: XIX საუკუნის დასაწყისში ფრანგმა მწერალმა ჟოზეფ გობინომ არიელები გამოაცხადა უმაღლეს რასად, თითქოსდა ისინი შექმნილი იყვნენ სხვა რასებზე ბატონობისათვის. სწორედ ეს თეორიამ გახდა მიზეზი XX საუკუნეში მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილისა. რასისტული თეორია კიდევ უამრავი არსებობდა, თუმცა მათ ერთი საერთო აქვს-გვიჩვენოს ის, რომ შენ რაღაცით ხარ სხვებზე აღმატებული მხოლოდ იმიტომ, რომ დაიბადე გერმანელად, იტალიელად, რუსად და არა კონგოელად, ეთიოპიელად, ებრაელად ან ინდუსად. დღესდღეობით რასობრივი თეორიები მიჩნეულია ყალბმეცნიერულად და ისინი უარყოფილია საზოგადოების მიერ, თუმცა რასიზმის ელემენტების საბოლოო აღმოფხვრა მაინც ვერ მოხერხდა.


ევგენიკა


image



ევგენიკა (ბერძნულად eugenes-კარგი გვარისა) როგორც ფსევდომეცნიერება მოიცავს ადამიანთა მოდგმის ხელოვნური გადარჩევის მეთოდებით გაუმჯობესების იდეას.

ევგენიკის დამაარსებლად ითვლება ანთროპოლოგი და ფსიქოლოგი ფ. გალტონი, რომლის მოსაზრებების მიხედვით, ადამიანების მემკვიდრული ბუნების გასაუმჯობესებლად საჭირო იყო ნიჭიერი ადამიანების გამრავლებისთვის ხელის შეწყობა-პოზიტიური ევგენიკა, ხოლო დევიაციური ქცევის პირთა რეპროდუქციის შეზღუდვა-ნეგატიური ევგენიკა.

ევგენიკური იდეების განვითარებამ ევროპაში, ამერიკაში და საბჭოთა კავშირში გამოიწვია ადამიანების მიმართ ძალადობრივი, არაეთიკური და აარაჰუმანური პროცესები. მეცნიერება გადაიქცა პოლიტიკურ დოქტრინად და საფუძვლად დაედო ადამიანთა იძულებითი სტერილიზაციისა და დისკრიმინაციის მოვლენებს.

ევგენიკა გახდა იარაღი სასარგებლოების გამრავლებისა და არასასარგებლობის განადგურებისა. ამ შემთხვევაში ინდივიდებს არჩევდნენ არა ეროვნების, არამედ ფიზიკური და სულიერი მონაცემების მიხედვით. სუფთა სისხლის არიელებს შორის თუ შემთხვევით აღმოჩნდებოდნენ ინვალიდები, ფიზიკური ან გონებრივი ნაკლის მქონე ან ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილი ადამიანები, საკითხი მარტივად წყდებოდა: უკეთეს შემთვევაში სტერილიზაცია, უარეს შემთხვევაში-დახვრეტა. იმისათვის, რომ "არაბუნებრივი" შერჩევა განეხორციელებინათ, ნაცისტებმა სპეციალური ორგანიზაცია ''ლებენსბორნიც'' კი დააარსეს, რომელიც უზრუნველყოფდა იდეალური ბავშვების დაბადებას და მათ ზრდას. აქ იზრდებოდნენ "სიცოხლის ყვავილები", რომლებიც ჩასახული იყვნენ ნამდვილი არიელების-ესესელების მიერ, რომელთაც გავლილი ჰქონდათ მკაცრი რასობრივი კონტროლი.

ცოტამ თუ იცის, რომ მსგავსი რამ ხდებოდა საბჭოთა კავშირში 1920-იან წლებში. "ყველაზე ბედნიერ მუშათა და გლეხთა ქვეყანაშ'' ამას უფრო მოკრძალებული სახელი " პედოლოგია" უწოდეს. რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი არ იყო სტერილიზაციასა და დახვრეტაზე, პირიქით - პედოლოგიის მთავარი პრინციპი იყო მეცნიერების, პედაგოგების, ექიმების, ფსიქოლოგების უახლესი მიღწევების გაერთიანება, მიზანი კი-საბჭოთა სუპერადამიანის, კომუნიზმის მშენებლის შექმნა. ამ მიზნით არჩევდნენ ყველაზე ''ხარისხიან'' ბავშვებს-უმაღლესი პარტიული მუშაკების შვილებს და უბრალო მოკვდავთაგან კი-ყველაზე ნიჭიერებს.

შემდგომში ამ ბავშებს წყვეტდნენ მშობლებს და მიჰყავდათ ბავშვთა სახლებში, მაგრამ ეს სახლები იყო არა უბრალო და ღარიბული, პირიქით- ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგებით და პედაგოგებით დაკოპლექტებული. ეს პროექტი, ისევე, როგორც ბოლშევიკების ბევრი სხვა პროექტი, ჩასაფლავებლად იყო განწირული. პატარებს სულაც არ უნდოდათ იდეალურ სუპერმენებად გაზრდა, ისინი ტიროდნენ და დედებს ითხოვდნენ. საბოლოოდ 1936 წელს გამოვიდა ცენტრალური კომიტეტის დადგენილება: ''გაუკუღმერთებული პედაგოგიური სისტემის შესახებ''. პროგრამა დახურეს და მის ავტორებს ციმბირში უკრეს თავი, მაგრამ ათასობით ბავშვის ფსიქიკა სამუდამოდ დაამიხინჯეს.


ტელეგონია


image



ტელეგონიას სხვაგვარად "პირველი მამრის ეფექტი" ჰქვია. ამ თეორიის მსხვერპლი ძალიან ბევრი ადამიანი გახდა და ხდება დღესაც, ჩვენ დროში. ტელეგონიის მიხედვით, ქალი გათხოვებამდე უნდა დარჩეს ქალწული არა მამაკაცის არასრულფასოვნების კომპლექსების გამო, არამედ მეცნიერულად დადასტურებული თეორიის საფუძველზე.

თეორიის შინაარსი მარტივია: პირველი სქესობრივი პარტნიორი დიდ გავლენას ახდენს შემდომში გაჩენილი მემკვიდრეობის ნიშან - თვისებებზე ( თეორია ძალაშია როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში). ასე რომ, თუ ნახშირივით შავი ზანგების ოჯახში ბამბის ქულასავით თეთრი ახალშობილი გაჩნდა, ეს გენური მუტაციის-სახელად ალბინოსის ბრალი კი არაა, არამედ იმის გამოა, რომ "დედიკომ" სიყმაწვილეში ვიღაც ქერა უცხოელთან შესცოდა-ასე ფიქრობდნენ ტელეგონიის თეორიის მქადაგებლები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ფსევდომეცნიერების არცერთი იდეა არ დადასტურდა და ის უარყოფილი იქნა გენეტიკოსების მიერ. .



ფოკალური სეფსისის თეორია


image



ეს თეორია პოპულარული იყო XIX საუკუნის შუახანებში და მისი მქადაგებლები თვლიდნენ, რომ დაავადებები გამოწვეულია ტოქსინების მიერ, რომლებიც სისხლში გადადის ორგანიზმში არსებული ანთებითი კერებიდან. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხებოდა გონებრივ ჩამორჩენილობას, ართრიტსა და ონკოლოგიურ დაავადებებს. მკურნალობის გზა ერთადერთი იყო- " ოპერაციის გაკეთება მანამ, სანამ ორგანიზმში პერიტონიტი დაიწყებოდა".

ფოკალური სეფსისის თეორიის დამფუძნებლებმა გააკეთეს ის, რომ აშშ-ში დაიწყეს ახალშობილებისთვის ბრმა ნაწლავის მასობრივად ამოჭრა იმისათვის, რომ ზრდასრულ ასაკში მათ აპენდიციტი არ დამართოდათ. ამან კი ბავშვები მიიყვანა იმუნოდეფიციტამდე და მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. საბედნიეროდ, მეცნიერებმა დიდი ხანია გამოარკვიეს, რომ ბრმა ნაწლავი არც ისე უსარგებლოა ორგანოა. ეს ჭიისებრი წანაზარდი ასრულებს ორგანიზმის დაცვის ფუნქციას და ხელს უწყობს ნაწლავების მიკროფლორის აღდგენას. მცირე ასაკში მისმა ამოკვეთამ შეიძლება ბავშვებში ჯანმრთელობისათვის საშიში პრობლემები შექმნას.

და კიდევ ერთი, გასული საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ექიმმა უილიამ ჰანტერმა წამოაყენა იდეა, რომ თითქოსდა დაავადებები პირის ღრუს არაჰიგიენურობის ბრალია და ავადმყოფი კბილის ამოღება სულაც არაა გამოსავალი-ინფექცია მაინც რჩება ორგანიზმში. ამ თეორიის მიმბაძველობით ევროპასა და ამერიკაში კარიესის პირველივე ნიშნებისთანავე პაციენტს მარტო კბილს კი არ უღებდნენ, არამედ გლანდებსა და ადენოიდებსაც აჭრიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1940 წელს ფოკალური სეფსისის თეორია თავიდან ბოლომდე იქნა უარყოფილი, საბჭოთა ბავშვებს კიდევ დიდხანს აჭრიდნენ ნუშისებრ ჯირკვლებსა და ადენოიდებს... პროფილაქტისკის მიზნით.


ფრენოლოგია


image



ფრენოლოგია ევროპული ფსევდომეცნიერება იყო, რომელიც XIX საუკუნეში გახდა პოპულარული. მის ფუძემდებელი გახლდათ ავსტრიელი ექიმი და ანატომი ფრანც იოზეფ ჰალი. თეორიის არსი მდგომარეობდა შემდეგში: ტვინის და შესაბამისად თავის ქალის აგებულება და ფორმა დამოკიდებულია ადამიანის გონებრივ და ფსიქიკურ თვისებებზე.

ექიმები ამჩნევდნენ, რომ იმათ, ვისი ტვინიც უფრო მეტად იყო განვითარებული და შესაბამისად, უფრო ამობურცული, გარკვეული სახის ნიჭი აღენიშნებოდათ და პირიქით. მაგალითად, მეტყველებაზე პასუხისმგებელ არეში არსებული ნაპრალები იწვევდა საუბრის ნაწილობრივ ან სრულ უუნარობას. ამან ზოგიერთ მკვლევარს უბიძგა იმ დასკვნამდე, რომ თავის ქალაზე არსებული ამოზნექილობებისა და დეფორმირებების მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა განესაზღვრათ ტვინის ფორმა და ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე დასკვნები გამოეტანათ. მრავალი ადამიანი შეცდა და ფრენოლოგიის მეთოდით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ გარკვეული სახის ნიჭი ჰქონდა და ამით სხვებს აღემატებოდა. უფრო მეტიც, ხშირად ფრენოლოგიას იყენებდნენ იმისთვის, რომ ბავშვის მომავალი ეწინასწარმეტყველებინათ და განესაზღვრათ, როგორები იქნებოდნენ მოზრდილობის ასაკში. მათდა სამწუხაროდ, მოგვიანებით დამტკიცდა, რომ ტვინის ფორმა არ ესადაგება თავის ქალის მოყვანილობას, ხოლო ტვინის ის უბნები, რომლებიც მათი აზრით, აყალიბებდნენ გარკვეულ შტრიხებს, როგორიცაა კეთილსინდისიერება და თავაზიანობა, სულაც არ ყოფილან მათზე პასუხისმგებელნი. ამიტომ ფრენოლოგიის თეორიამ მარცხი განიცადა. თუმცა ამ ფსევდომაცნიერებას დადებითი მხარეც ჰქონდა – მეცნიერებზე მოხდენილი გავლენის გამო ხელი შეუწყო XIX საუკუნის ფსიქიატრიისა და თანამედროვე ნეირომეცნიერების განვითარებას, რამაც, თავის მხრივ, ადამიანის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას ჩაუყარა საფუძველი.


ჰომეოპათია


image



უმკურნალო მსგავსს მსგავსით-პრინციპი, რომელსაც თავად ვოლანდი უწევდა პროპაგანდას, თუმცა მეცნიერულად აღიარება ვერ ჰპოვა. ჰომეოპათიური პრეპარატი სხვა არაფერია, თუ არა ძლიერ განზავებული შხამი. კონცენტრაცია-ამოსავალი ნივთიერების ერთი მოლეკულა, გაზავებული მთელ ტბაში ანუ უბრალოდ წყალი.

ჰომეოპათია ცრუმეცნიერული (ფსევდომეცნიერული) სისტემაა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. მისი ფუძემდებელია გერმანელი ექიმი სამუელ ჰანემანი.

ჰომეოპათია იყენებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზით და ''მსგავსების პრინციპით'' ანუ თავისი არსით ჰომეოპათია ეს არის ბიომარეგულირებელი თერაპია, რომელიც არ ასტიმულირებს ან არ თრგუნავს ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესს.

ჰომეპათიური წამლების კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ მოქმედებასა და პლაცებოს ეფექტს შორის არანაირი განსხვავება არაა. მეცნიერული საზოგადოება ჰომეოპათიას ჩვენი დროის დიდ აფიორას, შარლატანობას და აღლითობას უწოდებს, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს: ჰომეოპათიის გამოყენებას არ გააჩნია შესაბამისი, დამტკიცებული ბაზა, ხოლო როცა ჰომეოპათიურ წამლებს გამოიყენებენ ტრადიციული მედიცინის ალტერნატივად, ადამიანის ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნიან.

24
1892
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1892
  
2020, 28 აპრილი, 0:24
:დ რა გენაღვლება ამ პროფილზე, რომ მიგაბლოკონ არც არაფერს კარგავ, მთავარი პროფილით კი იქნები "კაკ მილინკი" მამიკოჩ წესიერი ბიჭუნა... :დ კაი აბა შენ იცი გივია, სადაც დამიჭერ იქ მამხილე. :დ
2020, 28 აპრილი, 0:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურმუხტისთვალება-ის კომენტარზე
2020, 27 აპრილი, 23:52
აგრესიისკენ ხარ მიდრეკილი გივია :( სიმშვიდისკენ მოგიწოდებ, საიტზე არაა ლამაზი გაჭიმვა და ბილწსიტყვაობა, მითუმეტეს სხვის პოსტზე. სად ცხოვრობ არ გიპასუხია... წარმომიდგინე თავი ამაყო კაცო :)
2020, 27 აპრილი, 23:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურმუხტისთვალება-ის კომენტარზე
2020, 27 აპრილი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2020, 27 აპრილი, 23:31
გივი მოდი იყავი კაცი და გაბუსული სიდედრივით ნუ მაყრი საყვედურებს, ნეტავ რა გაქ ჩემთან გასაყოფი, სამშობლო, საცოლე თუ მიწა–ნაკვეთი? გულწრფელად გთავაზობ შენ კი აგრძელებ იუდას გზას :დ 12 ატასი კილომეტრი და სად ხარ ესეთ ადგილას? არ ჩამოხვალ? მაშინ შევხვდეთ და მაშინ დარწმუნდები ვინც ვარ, კაცურ სიტყვას გაძლევ რომ წიხლის ქვეშ გაგდების სურვილი მაშინათვე გაგიქრება. ჩემანირ კეთულშობილზე ხელს ვერც კი აღმართავ... დაფიქრდი იცოდე კეთილი თვალით გიყურებ.
2020, 27 აპრილი, 23:26
ეს კარგი თემა ახსენეთ - როგორ უნდა დაიბლოკოს აბეზარი პროფილი იქნებ გამარკვიო? 1-2 ყველას გყვავს აბეზარა და მიბლოკვა მოუხდებოდათ... შეზღუდვა ვიცი. გმადლობ რომ არ მბლოკავ, ძალიან რაციონალური მიდგომა გაქვთ საკითხთან :)
2020, 27 აპრილი, 23:22
რამდენიც გინდათ, იმდენი დისლაიქი დაწერეთ...სულ არ მადარდებს. შემეძლო დამებლოკეთ და საერთოდ არ გექნებოდათ წვდომა ჩემს მასალებთან, მაგრამ არ მინდა იფიქროთ, "დისლიაქის" შიშით დამბლოკაო.
2020, 27 აპრილი, 23:19
რაოდენ სამწუხაროა, მაგრამ მე დავაფიქსირე "დისლაიქი" და ეს "დისლაიი" იყო რეალური და ადეკვატური, თქვენც გაქვტ დაწეროტ აქამდე დაწერილს თუ მომავალში დასაწერ სტატიაზე "დისლაიქი" თუმცა ეს იქნება შეფასებული როგორც არაადეკვატური. თქვენი სტატიის პირველი ნაწილი არ მომეწონა, დანარჩენტან არ მაქვს საწინააღმდეგო. რამე ხომ არ არის კიდევ გაურკვეველი?
2020, 27 აპრილი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურმუხტისთვალება-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10