x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
პიონერული ჰიგიენა პანდემიის წინააღმდეგ - აქტუალური რჩევები 1925 წლიდან

image


1925 წლის რჩევები მხოლოდ ახალგზრდა პიონერებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ახლა ისინი ყველასთვის გამოდგება.


”ჩვენს ახალგაზრდებს სძინავთ ცოტა და ცუდად, სხვადასხვა შეხვედრების გამო ბევრს ნერვიულობენ და პიონერული ჯანმრთელობა იწვის სანთელივით, რომელიც ორი ბოლოდან არის ანთებული. გეცნოთ თქვენი თავი ახალგაზრდებო? "


ამ სახელმძღვანელოს ავტორი გვარად ჟელეზნი წერდა პიონერებისთვის რთულ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ტუბერკულოზი ფართოდ იყო გავრცელებული, ტიფი, ეპიდემიები რეგულარულად ფეთქდებოდა, ბევრი შიმშილობდა, ხოლო, ტილი და რწყილი არავის უკვირდა.




ინფექციური დაავადებებიდან, რომლებიც ხშირად გვხვდებოდა ამ დროს და გადადიოდა დაავადებულიდან ჯანმრთელზე, შემდეგია: ტიფი - გამონაყარით, მუცლის ღრუს და განმეორებადი, სკარლეტის ცხელება, დიფტერია, წითელა, ყბაყურა, წითელა, ქოლერა, დეზინტერია (სისხლიანი დიარეა), გრიპი და სხვა დაავადებები, ასევე თვალის დაავადებები, ტრახომა და სხვა.



ალექსანდრე ჟელეზნის მრავალ რეკომენდაციას ახლაც იყენებენ ჯანდაცვაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.


, მოვიყვანთ ნაწყვეტები 1925 წწლს გამოცემული ნაწარმოებიდან, რომელიც ეძღვნებოდა ჰიგიენას, სერიიდან "მისმინე, პიონერო!" - "სანიტარული სამახსოვრო".



სამახსოვროს შინაარსში წერია ის, რაც პიონერმა არ უნდა გააკეთოს:



1. არ გადაანერწყვოთ იატაკზე და მიწაზე.



2. არ შეხვიდეთ ქუჩიდან სახლში გაუწმენდავი ფეხსაცმლის გარეშე.



3. დაიბანეთ ხელები წიგნის ფურცვლის ან ქაღალდის ფულის დათვლის მერე.



4. არ შეიძლება ფრჩხილების კვნეტა და თითების პირში და ცხვირში შეყოფა.



5. არ შეიძლება სახეზე აკნეს (გამონაყარის) წვალება



6. არ შეიძლება სხვისი ქუდის ან თავსაფრის დახურება



7. არ შეიძლება სხვის პირსახოცით შემშრალება



8. არ შეიძლება კბილების გახეხვა სხვისი კბილის ჯაგრისით.



9. არ შეიძლება მოწევა.


10. არ შეიძლება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის დალევა.


11. არ შეიძლება შეხვედრის დროს ხელის ჩამორთმევა და გადახვევა.



ძნელია არ დაეთანხმო ამ მარტივ და შესაბამის რეკომენდაციებს ნებისმიერ დროს. განსაკუთრებით ახლა! იყავით ჯანმრთელი და იზრუნეთ საკუთარ თავზე.

0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0