x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყველაზე ცოცხალი ცოცხალთა შორის
image


ფხენიანი - ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა იტყობინება, რომ კიმ ჩენ ინი არ მომკვდარა და რეალურად ის "ცოცხალთა შორის ყველაზე ცოცხალია".


"ამერიკული მედია საშუალებები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მსოფლიოში, თითქოს ჩვენი დიადი ლიდერი მოკვდა, მაგრამ ის მეტად ცოცხალია ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ისტორიაში" იტყობინება სპიკერი. "თუ ის დღემდე მკურნალობს ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სავსეა ცხოვრებით, იმდენად სავსეა ამ ენერგიით, რომ დრო სჭირდება მის ასათვისებლად. თავისი დიადი სასიცოცხლო ენერგიების ასათვისებლად".


კორეის ცენტრალური საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციის მიხედვით დიქტატორი არ მომკვდარა და ის ცოცხალია ვიდრე თვით სიცოცხლეც კი. "იფიქრეთ ყველაზე ცოცხალის შესახებ: ცელქი ბავშვი, აყვავილებული ხე, გაბრაზებული დათვი. მფეთქავი და უშრეტი სიცოცხლე - ეს არის ჩვენი დიდებული ლიდერი".



"ექიმები გაოცებულნი არიან მისი ფიზიკური მდგომარეობით", თქვა სპიკერმა. ის იქაც კი ახერხებს ყოველდღიური ვარჯიშების შესრულებას და მზის სხივების კორეელი ხალხისთვის მოტანას.


"დიდება ყველაზე ცოცხალზე ცოცხალ კიმ ჩენ ინს!"














1
655
1-ს მოსწონს
ავტორი:დემეტრე დგვეფაძე
დემეტრე დგვეფაძე
655
  
2020, 26 აპრილი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1