x
“ქალი,რომელიც ტყეში მარტო ცხოვრობს” - დაიან ფოსი
ტყე
დაიან
ფოსი იჯდა უდაბურ ტყეში, უგანდაში, აფრიკაში.მის მახლობლად გორილების გუნდი იყო, რომელსაც იგი რამოდენიმე წელი სწავლობდა.უზარმაზარი 450 გირვანქის გორილა, სახელად, პინუტი მის გვერდით დაჯდა.ფოსიმ ასწია ერთი მკლავი და გაიზმორა, გორილამაც იგივე გააკეთა.6 ფუტის სიმაღლის ცხოველი ადგა, ამ დროს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.პინუტს ეტყობოდა, რომ არ იცოდა, რა გაეკეტებინა, შემდეგ ფრთხილად ხელში აიყვანა დაიანი და თვალებში ჩახედა.გორილა აღელვებული იყო, მკერდზე მუსტებს ირტყამდა და გაიქცა სხვა გორილებთან.ფოსი დაჯდა და თვალები სიხარულის ცრემლით აევსო.

დაიან ფოსი 1932 წელს დაიბადა, სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში.ბავშვობისას უყვარდა ცხოველები და სურდა რომ ვეეტერინარი გამხდარიყო.მაგრამ კოლეჯში აზრი შეიცვალა და გადაწყვიტა რომ საოკუპაციო თერაპია შეესწავლა, რომელიც ეხმარებოდა უნარშეზღუდულ ადამიანებს, შეძლებისდაგვარად შეისწავლონ ყოველდღიური უნარ-ჩვევები.კოლეჯის დამთავრების შემდეგ იგი კენკუტში გადავიდა და მუსაობა ბავშვთა ჰოსპიტალში დაიწყო. დაიანი და პიტი

ამდენიმე წლის შემდეგ მან წაიკითხა წიგნი ექიმის შესახებ, რომელიც აფრიკაში მთელი წელი სწავლობდა გორილების და აღმოაჩინა ძალიან საინტერესო რაღაცები მათ შესახებ.რაც უფრო მეტს კითხულობდა მით უფრო ინტერესდებოდა ფოსი გორილებით.1936 წელს მან გადაწყვიტა, რომ სურდა აფრიკაში წასვლა და გორილების ხილვა.მისი ოჯახი და მეგობრები გაოცებულები იყვნენ მაგრამ მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერდნენ.მან 8000 დოლარი ისესხა ბანკიდან და წავიდა შვიდკვირიან მოგზაურობაში აფრიკაში.ამ არდადეგებმა მთემი მისი ცხოვრება შეცვალა.

ფოსი ესტუმრა ტანზანიას, სადაც შეხვდა ცნობილ ბრიტანელ ანთროპოლოგებს, მერი და ლუის ლიკებს.ლიკებს სწამდათ რომ გორილების შესწავლით მათ შეეძლოთ უფრო მეტი გაეგოთ ადამიანებზე.მათ სჭირდებოდათ ხალხი, რომ გორილების შესწავლისას დახმარებოდნენ.ფოსი მოუყვა ლიკებს საკუთარი ინტერესის შესახებ მთის გორილებზე, ისინი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ.მიუხედავად იმისა, რომ სტუმრობის დროს დაიანი დაეცა და კოჭი დაიზიანა, მაინც გადაწყვეტილი ჰქონდა გორილების ხილვა.ორ კვირაში ის წავიდა მთაში და ნახა გორილები.მას შტატებში გამგზავრება მოუხდა მაგრამ გადაწყვიტა რომ უნდა დაბრუნებულიყო აფრიკაში.ერთ დღეს, როცა ლიკი სამეცნიერო ტურში იმყოფებოდა, ეწვია ფოსის იმ საავადმყოფოში სადაც ის მუშაობდა.პროფესორს სურდა, რომ ქალი აფრიკაში დაბრუნებულიყო და მასთან ერთად ემუშავა.ამ დროისთვის ფოსი 34 წლის იყო და ფიქრობდა რომ უკვე ძალიან დაბერდა.მას ასევე არანაირი ტრენინგი არ ჰქონდა გავლილი, მაგრამ ლიკმა დაიჟინა რომ სჭირდებოდა დილეტანტი პიროვნება, რომელიც იყო მოუმზადებელი და ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკუთარი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.ყველაფერი რაც მად უნდოდა იყო ადამიანი, გახსნილი გონებითა დაორი თვალით”.


დაიან ფოსი

1966 წლის ბოლოს დაიან ფოსი წავიდა ბრიტანელ მეცნიერ ჯეინ გუდოლთან ერთად ტანზანიაში, რომ შიმპანზეთა რეზერვაცია შეესწავლათ.მან ისწავლა, როგორ ეწარმოებინა დაკვირვება და შეეგროვებინა ინფორმაცია.რამდენიმე თვეში, ფოსიმ დაარსა საკუთარი კვლევის ცენტრი ვირუნგას ეროვნულ პარკში, კონგოში.იგი ცდილობდა, როგორმე გორილები მიეზიდა თავისთან, მაგრამ ეს ძალიან ძნელი საქმე იყო.თავდაპირველად ცხოველები ყვიროდნენ და გარბოდნენ მის დანახვაზე.მაგრამ ფოსი ძალიან მომთმენი იყო.თვეების მანძილზე რჩებოდა მათთან ახლოს ტყეში და გორილების ქცევის იმიტაცია ახდენდა.დადიოდა მუხლებზე და ღეჭავდა ველურ მცენარეებს, ირტყმდა მუშტებს მკერდზე და გამოსცემდა მათნაირ ხმებს.საბოლოოდ, გორილებმა დართეს ნება, საკმარისად ახლოს მისულიყო და ეწარმოებინა დაკვირვება, რომელსაც რვეულში იწერდა.

სამწუხაროდ, ფოსის ჰქონდა სხვა სადარდებლიც.პოლიტიკური სიტუაცია ამ მხარეში არასტაბილური იყო.საფრთხის შემცველი იყო იქ უცხოელების ყოფნა და განსაკუთრებით მარტოხელა ქალის.ფოსის არ ჰქონდა არც რადიო და არც სხვა რაიმე კონტაქტი გარე სამყაროსთან, მაგრამ იგი არ წუხდა და ბედნიერი იყო საკუთარი საქმით.ერთ დღეს პარკის დირექორმა გაგზავნა დაცვის ექვსი თანამშრომელი, რომ ის დაეპატიმრებინათ.დაიანი შინა პატიმრობაში გამოკეტეს, შეუწყვიტეს უფლება რომ გაეგრძელებინა გორილებთან მუშაობა.დირექტორმა განაცხადა რომმ ამას ფოსის დასაცავად აკეთებდა.მაგრამ ნამდვილი მიზეზი ეს არ იყო.

დაიან ფოსი

ფოსი ფიქრობდა გათავისუფლების გზაზე.მან მცველებს უთხრა, რომ უნდა წასულიყო უგანდაში, რათა საკუთარი მანქანა დაერეგისტრირებინა.ყველაფერი დატოვა, გარდა ჩანაწერებისა გორილების შესახებ.დაიანმა მოიპოვა ახალი მხარდაჭერა, რომ დაეარსებინა კერისოკის საკვლევი ცენტრი, რივანდის მტებში, 5 მილის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც მანამდე იყო.შემდეგი 13 წელი ფოსი ცხოვრობდა და მუშაობდა მთის გორილებთან.მას უყვარდა მარტო ყოფნა როცა გორილებს აკვირდებოდა.აფრიკელები მას ეძახდნენ, “ქალი, რომელიც ტყეში მარტო ცხოვრობს”.ფოსის ჰქონდა ახალი და უნიკალური ხედვა გორილებზე.მან აღმოაჩინა, რომ ისინი ცხოვრობდნენ ჯგუფებად, რომელსაც ყავდა მამრი ლიდერი.ისინი ზრუნავდნენ ერთმანეთზე და იბრძოდნენ პატარების დასაცავად.წლების მანძილზე დაკვირვების შემდეგ, სულ რამდენიმე გმოვლინება შეამჩნია, აგრესიული ქცევის.ზოგადად, ფოსიმ დაასკვნა, რომ გორილები მშვიდი არსებები არიან.


1970-იანი წლების დასაწყისში, ფოსი წავიდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ინგლისში რომ მიეღო დოქტორის ხარისხი ზოოლოგიაში.მას შემდეგ რაც მოიპოვა ხარისხი, იგი კვლავ დაუბრუნდა რივანდას.სტუდენტების დახმარებით შეზლო გორილების აღრიცხვა.ცხადი იყო, რომ სულ უფრო და უფრო იკლებდა მათი რიცხვი.რივანდის მოსახლეობის ზრდასთან ერთად საჭირო იყო მიწა ფერმერთათვის, ასე რომ იჩეხებოდა ტყეები ესე იგი გორილების საცხოვრებლები.ასევე არალეგალი მონადირეები, ბრაკონიერები ნადირობდნენ გორილებზე, მათი ტყავისთვის და ასევე ცოცხლად ყიდდნენ ზოოპარკებბში.

დაიან ფოსი

ფოსი განადგურებული იყო, რადგან ბევრი მისი საყვარელი გორილა იყო მოკლული.ის ცდილობდა, რომ ყველა გზა გამოეყენებინა რათა დაეცვა ცხოველები.ფოსის რთულმა ცხოვრებამ ეფექტი იქონია მის ჯანმრთელობაზე.იგი ძალიან დასუსტდა, ასე რომ დაბრუნდა შტატებში დასასვენებლად და ძალების აღსადგენად.მან მოაგროვა ფული და დაწერა წიგნი, სახელწოდებითგორილები ბურუსში”.ასევე მუშაობდა სატელევიზიო პროგრამაში გორილების თემაზე.ბევრი ხალხი უსმენდა მსოფლიოს მასშტაბიტ და სურდათ, რომ დახმარებოდნენ.სამი წლის შემდეგ ფოსი აფრიკაში დაბრუნდა.ამ დროს მას ბევრი მტერი ჰყავდა.ბრაკონიერებს იგი სძულდათ.ფერმერებს, რომმლებსაც უნდოდათ მიწა, რომ მოსავალი მოეყვანათ არ ესმოდათ მისი.პარკის დირქტორებს, ბრაკონიერები ფულს უხდიდნენ და ისინიც ბრაკონიერების საწინააღმდეგოდ განეწყვნენ.რივანდის, მთავრობასაც კი არ მოსწონდა მისი საქმიანობა.

დაიან ფოსი

1985 წლის 27 დეკემბერს ფოსი მოკლული იპოვეს თავის კაბინეტში.ღამით შეჭრიილან და დაუჭრიათ.არავინ არ იცის ეს ვინ გააკეთა.დაიან ფოსი დაკრძალეს კერისოკის საკვლევ ცენტრში, იმ გორილების გვერდით, რომლებიც ბრაკონიერებს ემსხვერპლნენ.მის საფლავის ქვაზე წერია სიტყვებიქალი, რომელიც ტყეში მარტო ცხოვრობდა”.სამწუხაროდ, დაიანის მისია, რომ გადაერჩინა გორილები ვერ შესრულდა.ისინი დღესაც დიდ საფრთხეში არიან.

0
217
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0