x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
უილიამ გოლდინგი და კორონავირუსი

image

უილიამ გოლდინგმა დაკარგა კაცობრიობისადმი რწმენა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოუწია სამხედრო ფლოტზე მსახურობა. ფილოსოფიის მასწავლებელი, რომელიც მოულოდნელად ლეიტენანტი გახდა ზიზღით უყურებდა "თანამებრძოლთა" სიმხეცეს, მაგრამ ვერაფერს აწყობდა მათ წინააღმდეგ. როცა ინგლისში დაბრუნდა, ისევ წააწყდა სისასტიკეს ცივი ომის სახით, როცა ხედავდა თუ როგორ ემუქრებოდნენ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ატომური იარაღებით. დაიწყო განსჯა ადამიანის გონებისა და მივიდა დასკვნამდე ძალადობის გარდაუვალობის შესახებ. სწორედ ამ მოვლენებმა შთააგონა ის დაეწერა "ბუზთა ბატონი".

ბევრმა გამომცემლობამ უარი თქვა ამ წიგნის გამოქვეყნებაზე, მაგრამ ოცდამეორე ცდის შედეგად წიგნი მაინც გამოიცა 1954 წელს. წიგნის სათაურის ინსპირაცია იყო ბიელზებაბი, დემონი, რომელიც ასოცირდება ამპარტავნებასთან და ომთან.

ნაწარმოები არის ბნელი სატირა, კლასიკური კუნძულის თავგადასავალი, პოპულარული ჟანრი, მონახაზი, რომლის მიხედვითაც ბიჭები ხვდებიან ეგზოტიკურ ლოკაციაზე შტორმის შედეგად. ამ ისტორიის პროტაგონისტები ცვლიან გარემოს და ასე ვთქვათ - ირგებენ მას, რათა თავი აარიდონ ახალ გამოწვევებს, რომელსაც ახალი გარემო სთავაზობს.


მოქმედება იწყება მაშინ, როცა პერსონაჟები უკვე კუნძულზე იმყოფებიან, მათი თვითმფრინავი ჩამოვარდა დაბომბვისას. 6-დან 13 წლამდე ბიჭები არ იცნობენ ერთმანეთს. მათი ახალი საცხოვრებელი მსგავსია სამოთხისა: სასმელი წყალი, საკვები, ღვთაებრივი სანაპირო და ა.შ. მაგრამ ეს სამოთხე მალევე გადაიქცევა ჯოჯოხეთად, რამდენიმე საათის შემდეგ ბიჭები უკვე ქმნიან ლეგენდებს კუნძულზე მობინადრე ურჩხულების შესახებ. გოლდინგი გვაჩვენებს თუ რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს ავტორიტეტი. გადარჩენილი ბავშვები ცდილობენ გარკვეული ნორმების შექმნას.

შედეგად ჯგუფი იყოფა, ერთმანეთს უპირისპირდებიან და შედეგად საერთოდ ივიწყებენ მათი გადარჩენის გეგმას.

რომანის უნივერსალური თემებმა რაცაა, მორალი, ცივილურობა და საზოგადოება, შექმნა ეს ლიტერატურული კლასიკა. გოლდინგმა უბრალო ინგლისელი ბიჭუნები აქცია საზარელ სახეებად და კარიკატურებად იმისა, თუ რად შეიძლება იქცეს ადამიანი, როცა გლობალურ პრობლემასთან და გარემოს ცვლილებას ეხება საქმე.

უპრიანი იქნება თუ ვიკითხავთ: ვთქვათ და ბავშვები დატოვებენ ამ ჯოჯოხეთურ კუნძულს, მაგრამ რა ელით მათ ახალ სამყაროში?

დღეს სწორედ ეგეთი გარდამტეხი ჟამია, ადრე თუ გვიან პანდემია დასრულდება და მოგვიწევს გარეთ გასვლა, ჩვენი სახლების დატოვება, რეალობისთვის თვალის გასწორება. მოდი დავეკითხოთ ისევ საკუთარ თავს - მზად ვართ კი ახალი გამოწვევებისთვის? შეგვწევს ძალა არ ვიქცეთ ბუზთა ბატონებად?













0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:დემეტრე დგვეფაძე
დემეტრე დგვეფაძე
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0