x
image
Teklamaisuraze
დასავლეთ საქართველოს სამეფო- სამთავროების გაუქმება

რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ბრძანებით საქართველოს მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა იმერეთში ჯარი შეიყვანა . სოლომონ II ციციანოვს გზაზე დახვდა . 1804 წლის 5 აპრილს სოფელ ელაზნაურში. ( დღევანდელი ხარაგაულის რაიონი) .სოლომონ II-სა და პავლე ციციანოვს შორის დაიდო ტრაქტატი. ციციანოვმა რუსი მოხელე ლიტვინოვი 80ჯარისკაცისაგან შენდგარი მცველთა რაზმით ქუთაისში გაგზავნა. სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის მმართველად დანიშნულ ლიტვინოვს ევალებოდა რუსეთის იმპერიის პოლიტიკური ბატონობის განმტკიცება, სამეგრელოსა და გურიის მთავრების პოზიციების გაძლიერება და იმერეთის მეფის შეზღუდვა. მას შემდეგ რაც რუსთა ჯარი ქუთაისში შევიდა, იმერეთის მეფე გაეცალა თავის სატახტო ქალაქს. რადგან ეშინოდა, რომ დაიჭერდნენ და რუსეთში გადაასახლებდნენ.

image

სოლომონ II დარწმუნდა, რომ მის სამეფოს გაუქმება ელოდა . ამის შესაჩერებლად მან ანტირუსული კოალიციის შექმნაზე დაიწყო ზრუნვა. ის ფარულად დაუკავშირდა სპარსეთსა და ოსმალეთს და სპასეთში გადახვეწილ ალექსანდრე ერეკლეს ძე ბატონიშვილს.

image

ელაზნაურის ტრაქტატის პირობები,

1804 წ.

1. იმერეთის მეფე სოლომონ II ხდებოდა რუსეთის იმპერატორის სამუდამო ქვეშევრდომი.

2. სოლომონ II-ს საშვილიშვილოდ უმტკიცდებოდა იმერეთის მეფობა.

3. ტახტის მემკვიდრე, თუ სოლომონს შვილი არ ეყოლებოდა მისი ძმიშვილი კონსტანტინე გახდებოდა.

4. იმერეთის მეფის ტახტზე ასვლა მტკიცდებოდა რუსეთის იმპერატორის სიგელით.

5. ქვეყნის მართვა- გამგეობა და სამართალი იმერეთის ხელთ რჩებოდა. სისხლის სამართლის საქმეებში კი მას რუსული კანონებით უნდა ეხელნძღვანელა .

6. იმერეთის სამეფოში რუსთა ჯარი უნდა შემოსულიყო. რომელიც ბინით, გათბობითა და სურსათ-სანოვაგით ინერეთის მეფეს უნდა უზრუნველეყო.

image

რუსეთის მთავრობის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა შავი ზღვის ნავსადგურები: ბათუმი, ფოთი და ანაკლია. სადაც თურქთა გარნიზონები იდგა. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფოთის ნავსადგური იყო, რუსეთისათვის ფოთის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ პავლე ციციანოვმა პეტერბურგიდან იმპერატორის ბრძანება მიიღო: ნებისმიერი ხერხით ფოთი დაეკავებინა ისე, რომ ოსმალეთთან ომი არ გამოეწვია . თუმცა ომი მაინც დაიწყო.

image

1806 წელს თურქებმა რუსეთს ომი თავად გამოუცხადა . თურქეთი სარგებლობდა იმ გარემოებით, რომ ევროპაში ნაპოლეონის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში რუსეთი მარცხდებოდა . არც რუსეთმა დააყოვნა მოქმედება. 1809 წელს რუსების მოკავშირე გურიის მთავარმა, მამია გურიელმა ფოთი აიღო და რუსებს გადასცა, 1810 წლის 8 ივნისს სოხუმთან რუსეთის სადესანტო რაზმი გადმოვიდა და ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ სოხუმიც დაიკავა.

აფხაზეთის მთავარმა, საფარ-ბეგ ( გიორგი ) შერვაშიძემ რუსეთის იმპერატორს აფხაზეთის სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის თაობაზე თხოვნით მომართა. რუსეთის საიმოერატორო კარმა შერვაშიძის თხოვნა დააკმაყოფილა. გიორგი შერვაშიძეს რუსეთის ქვეშევრდომობის დამადასტურებელი სიგელი ებოძა და აფხაზეთის მთავრის ტიტული შეუნარჩუნდა.

დასავლეთ საქართველოს სამეფო- სამთავროების გაუქმება. 1.

image

2. ქართლ კახეთის სამეფოს გაუქმება

image

0
438
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0