x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ჩერნობილის კატასტროფიდან 34 წელი გავიდა

დღეს 26 აპრილია, უმძიმესი დღე მრავალი ადამიანისთვის. 34 წელი გავიდა ჩერნობილის კატასტროფიდან. ეს მართლაც განსაკუთრებით მძიმე კატასტროფა იყო, როგორც დაღუპულთა და დაშავებულთა, ასევე ეკოლოგიური დაბინძურების მხრით.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, ოფიციალურად ვ. ი ლენინის სახელობის ატომური ელექტროსადგური, რომლის მშენებლობა 1970 წელს დაიწყო. ატომური ელექტროსადგურის განლაგების ადგილად შეირჩა ტერიტორია, ქ.ჩერნობილიდან 15 კილომეტრში. წყლის რესურსის მუდმივი საჭიროების გამო, სადგურის მშენებლობა მდინარე პრიპიატთან ახლოს გადაწყდა. ამ მაშტაბური პროექტის ხელმძღვანელად, ტურბინების ექსპერტი, ვიქტორ ბრიუხანოვი დაინიშნა.

image

ამავე დროს საბჭოთა კავშირში დაიწყო ატომური ქალაქის მშენებლობა. ქალაქი პრიპიატი, ატომური სადგურიდან 3 კილომეტრით იყო დაშორებული. ქალაქი 50 000 მაცხოვრებელზე იყო გათვლილი.


image

ქალაქიდან მოშორებით დუგას რადარები იყო განლაგებული, რომელსაც ბალისტიკური შეტევის შემთხვევაში ადრეული განგაში უნდა აეტეხა.

image

პირველი რეაქტორი 1977 წელს გაიხსნა, ხოლო დანარჩენი სამი კი-1978, 1981 და 1983 წლებში. ოთხივე რეაქტორი მაღალის სიმძლავრის მქონე არხული ტიპის რეაქტორი იყო. თითოეულ მათგანს 1000 მეგავატის გამომუშავება შეეძლო. თითოეულ რეაქტორს, თითო საკონტროლო ოთახი ჰქონდა.

image

ნებისმიერ ატომურ რეაქტორში მნიშვნელოვანია, ბირთვს გრილი წყალი მიეწოდებოდეს, რადგან მის გარეშე შეიძლება აფეთქება მოხდეს. ტუმბოები, რომლებიც წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ, ტურბინებიდან გამოყოფილი ელექტროენეერგიით მუშაობენ. მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, შეიძლება მომარაგების სხვა წყაროზე გადასვლა.ასეთ შემთხვევაში დიზელის გენერატორები ავტომატურად აწვდიან წყალს ბირთვს, თუმცა ასეთი ტიპის რეაქტორს, მინიმუმ 50 წამი დასჭირდებოდა. 1986 წლის 26 აპრილის დილას ექსპერიმენტი დაიწყო. ექსპერიმენტის მიზანი იყო, შეიძლებოდა თუ არა წყლის ტუმბოებს ესაზრდოვათ საკუთარი თავი 50 წამის განმავლობაში, სანამ დიზელის ძრავები ჩაირთვებოდა. 26 წლის ლეონიდ ტოპტუნოვმა შეცდომა დაუშვა, როცა ღერძების მართვა ავტომატურ რეჟიმზე გადართო. ამის გამო რეაქტორი მთლიანად გაითიშა. წესის თანახმად, ოპერატორებს მთლიანად უნდა გაეთიშათ ბირთვი, რადგან ასეთი ტიპის რეაქტორი დაბალ სიმძლავრეზე არასტაბულური ხდებოდა, მაგრამ მთავარი ინჟინრის მოადგილემ, ანატოლი დიატლოვმა გადაწყვიტა ცდა გაგრძელებულიყო. 1:23- ზე, მე- 8 ტურბინა სისტემას გამოეთიშა. 1:23:40–ზე აკიმოვმა საგანგაშო გათიშვის ღილაკს, A3-5 დააჭირა. ღილაკზე დაჭერიდან 4 წამში, ტუმბო ორთქლით აივსო. 1:23:58-ზე, ორთქლის წნევამ ბიოლოგიური საფარი ჰაერში აწია, რის შედეგადაც მე-4 რეაქტორი მთლიანად დაინგრა. ბირთვი, ტყვიის საფარის გარეშე იყო დარჩენილი.

image

შემთხვევის ადგილას მეხანძრეები გაემართნენ. იმის შიშით, რომ ხანძარი მე-3 რეაქტორს დააზიანებდა, მეხანძრეები სახურავზე აძვრნენ და ასე ებრძოდნენ ცეცხლს, ხოლო გამოყოფილი რადიაცია, მათ ორგანიზმს ანადგურებდა. რეაქტორის გარშემო რადიაციის გაზომვისას, დოზიმეტრმა მაქსიმუმი-3, 6 რ/ს აჩვენა. სინამდვილეში კი რადიაციის დონე უფრო მაღალი იყო.

image

საზღვრებს გარეთ რადიაცია პირველად, შვედეთის ატომურ სადგურზე შეამჩნიეს. საქმეში კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ვალერი ლეგასოვი ჩაერთო.

image

მან სპეციალური კომისია შექმნა, მეცნიერებისა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული. მთავარი პრობლემა მაინც ამაში მდგომარეობდა: ბირთვი შეიძლება იმდენად გაცხელებულიყო, რომ შენობის სტრუქტურა დაედნო და მიწაში ჩასულიყო. ასეთ შემთხვევაში, გაცილებით უფრო დიდი აფეთქება გარდაუვალი იყო. ლეგასოვის შემოთავაზებით, ყველა ცხელ წერტილს, ბორიუმის მჟავა დაასხეს. მისი აზრით ეს რეაქციას გაანეიტრალებდა. ეს მისია წარმატებით განხორციელდა.

image

შემდეგი საკითხი დატბორილი საძირკვლის დაცლა იყო. ამ მისიის შესასრულებდად მაღაროელები მუშაობდნენ. მათ უნდა გაეთხარათ 150 მეტრის სიგრძის გვირაბი, სადაც გამაგრილებელს დააყენებდნენ. ისინი 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობდნენ. თვის ბოლოს გვირაბი მზად იყო, მაგრამ ბირთვი თავისით გაცივდა, გამაგრილებლის დაუმონტაჟებლად. სამწუხაროდ, ამის შესახებ პრიპიატის მოსახლეობამ არაფერი არ იცოდა.რადიაციით დაბინძურებული მანქანები კიდეში შეაგროვეს, პრიპიატი შემოღობეს. ბოლოს კი მოსახლეობის ევაკუაციაც მოახდინეს. ეს დაგვიანებული იყო, ადამიანების ორგანიზმმა რადიაცია მცირე დოზით, მაინც შეიწოვა.

image

სარკოფაგის მშენებლობისთვის, სახურავზე მიმობნეული გრაფიტის გაწმენდა იყო საჭირო. ამ მისიის შესასრულებლად, მუშები გაუშვეს, რომლთა სამოსი ტყვიის საფრით იყო დაფარული და მათ სახურავზე მხოლოდ 40-60 წამის გატარება შეეძლოთ.

image

ამ ადამიანთა წყალობით, შესაძლებელი გახდა დროებითი სარკოფაგის აგება, ხოლო 2016 წელს, აშენდა უზარმაზარი თაღი. ეს თაღი რადიაციას 100 წლის მანძილზე შეაკავებს.image

ჩერნობილის შესახებ სვეტლანა ალექსიევიჩმა გამოსცა წიგნი- "ჩერნობილის" ლოცვა. 2019 წელს HBO-მ გამოუშვა მინისერიალი-"ჩერნობილი", რომელმაც ემის ჯილდო მოიპოვა.

1
97
შეფასება არ არის
ავტორი:დიმა ნაჭყებია
დიმა ნაჭყებია
97
  
2020, 26 აპრილი, 0:58
რეალურად ამხელა ზიანი საბჭოთა პოლიტიკოს გამო მიადგა ყველას. ჩერნობილამდე ლენინგრადში მოხდა ზუსტად იმავე ტიპის რეაქტორზე და იმავე მიზეზით აფეთქება მაგრამ კაგებემ დამალა ყველაფერი. აზ-5–ს წესით რეაქტორი უნდა გაეთიშა გრაფიტით როგორც მოდერატორით, მაგრამდამალული ინფორმაციის გამოა არავინ საკონტროლო ოთახში არავინ იცოდა რომ გრაფიტმა შეიძლება გამოათავისუფლოს ვეგნერის ენერგია რამაც აფეთქება გამოიწვია. ასევე გამწმენდი მანქანების დამზადებისთვის ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს უცხოეთს და რის გამოც მოუწიათ ადამიანებს გამოყენება სახურავის გასაწმენდად.
0 1 1