x
მეტი
  • 03.06.2020
  • სტატია:100989
  • ვიდეო:346257
  • სურათი:464486
რელიგიური ფანატიკოსები, რომლებმაც ელექტრობა უარყვეს: მენონიტები - "პოსტი წარსულიდან"
აღმოსავლეთ ბოლივიაში მდებარე დასახლება მანიტობაში მცხოვრები მენონიტების მყუდრო და ჩაკეტილი ცხოვრება ორიოდე წლის წინ დაირღვა მას შემდეგ, რაც ამ რელიგიური ფანატიკოსების შესახებ რამდენიმე ფაქტი გამოაშკარავდა; კერძოდ ის, რომ ამ საზოგადოების წევრებმა ასამდე ქალი და გოგონა გააუპატიურეს. დანაშაულში ეჭვიმიტანილები, რომელთა ასაკი 18-დან 41 წლამდე მერყეობდა, ჩუმად იპარებოდნენ სახლებში, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრებდნენ, ასხურებდნენ იქ ნარკოტიკულ საშუალებას, რის გამოც ქალები გონებას კარგავდნენ და შემდეგ აუპატიურებდნენ მათ. ძალადობის მსხვერპლნი ამის შემდეგ უკვე უკვე იმის შიშით ცხოვრობენ, რომ ვერასოდეს ვერ შეძლებენ გათხოვებას. საქმე იმაშია, რომ მენონიტების წესის თანახმად გოგონამ გათხოვებამდე უნდა შეინარჩუნოს ქალიშვილობა, - წინააღმდეგ შემთხვევაში ის საყოველთაო ზიზღისა და დამცირების საგანი გახდება. ამ შემთხვევებმა შეძრეს მენონიტების მთელი საზოგადოება, რომელიც მანამდე საკმაოდ კონსერვატიულად ითვლებოდა.



image



მანოტიბა მდებარეობს ბოლივიაში, ქალაქ სანტა-კრუსის ჩრდილოეთით 152 კილომეტრში. მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს შეადგენს. ეს არის პატარა ქალაქი სოფლის სახლებითა და ლამაზი გაზონებით. აქ დღესაც დადიან ცხენებშებმული ოთხთვალებით, მინდვრები და ყანები კი სოიოს და სორგოს ნათესებითაა გადამწვანებული. მენონიტები წყნარ და გაწონასწორებულ ცხოვრებას მისდევენ. ისინი თითქოს მე-19 საუკუნეში არიან დარჩენილები, ხოლო ევროპული მანერები და ტანსაცმელი მათ მკვეთრად გამოარჩევს სხვა ბოლივიელებისაგან.



image




მენონიტები ბოლივიაში 50 წლის წინ დასახლდნენ. უკეთესი საცხოვრებელი ადგილის საპოვნელად მათ მიატოვეს თავიანთი საცხოვრებლები კანადაში, რუსეთში, მექსიკასა და პარაგვაიში. ისინი აქ დასახლდნენ და უარი თქვეს ცივილიზაციის ყოველგვარ სიკეთეზე: მათ არ იციან, რა არის ელექტრობა, არა აქვთ ტელევიზორები და კომპიუტერები, არ უყვართ, როცა ფოტოსურათებს უღებენ... თავიანთ სულიერ მამად ისინი თვლიან მენო სიმონს, რომელიც მე-16 საუკუნეში ევროპაში ცხოვრობდა. სწორედ მის მიმდევრებს უწოდეს "მენონიტები". დღეისათვის ბოლივიაში 60 ათასზე მეტი მენონიტი ცხოვრობს. ისინი იკავებენ იმ ტერიტორიას, რომელიც მათ ბოლივიის მთავრობამ გამოუყო. სწორედ იქ ცხოვრობენ და მუშაობენ ისინი. მენონიტები მთავრობის მიერ დაწესებული გარკვეული პრივილეგიებითაც სარგებლობენ, როგორიცაა რელიგიური შეხედულებების თავისუფლება, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება და შესაძლებლობა, ჰქონდეთ საკუთარი სკოლა.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მენონიტებს არ უყვართ სურათის გადაღება. მაშინ როგორ გინდა ფირზე აღბეჭდო ადამიანები, რომლებიც გაურბიან ობიექტივს?- სწორედ ამ პრობლემას წააწყდა ფოტოგრაფი ჯორდი რუის ჩერერა, როცა სანტა-კრუსში სპეციალური რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავიდა. თავის "მოდელებთან" კონტაქტის დამყარება მას ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გაჩნდა ფოტოპროექტი Los Menonos (მენონიტები).



image



მენონიტების უმრავლესობა, რომლებიც ჯგუფებად ცხოვრობენ ბოლივიასა და პარაგვაიში, სარგებლობენ თანამედროვე ცივილიზაციის ზოგიერთი საშუალებით, მაგრამ რუის ჩირერა იმყოფებოდა დასახლება მანიტობაში, სადაც ძალიან მკაცრადაა დაცული იზოლირება გარესამყაროსთან: აქა არაა ელექტრობა, გასაყიდად ვერსად ნახავთ ალკოჰოლურ სასმელებს და თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებს. ესპანელი ფოტოგრაფის სურათები ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ მენონიტები ბოლივიაში.



1. "ყველაზე მეტად მე დამთრგუნა იმ ფაქტმა, რომ აქ არ არსებობს არანაირი ადგილი დასვენებისა და გართობისათვის, აგრეთვე სათამაშოდ", - ამბობს რუის ჩირერა.



image



2. "აქ მხოლოდ ეკლესია და პატარა მაღაზიაა. ვერ ნახავთ ვერანაირ რესტორანსა და კაფეს, ფეხბურთის მოედანსა და პარკებს. მენონიტების ცხოვრება ამოიწურება მუშაობითა და ოჯახზე ზრუნვით", - გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას ფოტოგრაფი.


image



3. საზოგადოების წევრებს სასტიკად ეკრძალებათ სურათების და სურათებზე გადაღება. ამ პროცესს აქ ძალიან ნეგატიურად აღიქვამენ.


image



4. იმისათვის, რათა გადაღებაზე თანხმობა მიეღო, ჩერერა სათითაოდ აწარმოებდა მოლაპარაკებას ოჯახის უფროსებთან, რადგან მხოლოდ მათ იცოდნენ ცოტაოდენი ესპანური-მენონიტები ძირითადად გერმანულ ენაზე ლაპარაკობენ.


image



5. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსისაგან ნებართვა აღებული ჰქონდა, ხანდახან ჩერერას საათობით უხდებოდა ოჯახის სხვა წევრების დარწმუნება, რომ ისინი გადაღებაზე დაეთანხმებინა. ეს განსაკუთრებით ქალებს შეეხებოდა.


image



6. "მე თითოეულ ოჯახთან სამ-ოთხ დღეს ვატარებდი: ჯერ შორიდან ვუღებდი ფოტოებს, მერე ნელ-ნელა ვთამამდებდი და ახლო რაკურსით ვახდენდი ფოტოგრაფირებას", - ყვება ფოტოგრაფი.


image



7. მენონიტების ქალებს აკრძალული აქვთ ოჯახის გარეთ მუშაობა, მათ მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა ევალებათ. სხვა მოვალეობებთან ერთად, მათ ფუნქციაში შედის დღეში ორჯერ ძროხების მოწველა.


image



8. მენონიტების ბავშვებს მხოლოდ კვირაობით აქვთ თამაშის და დასვენების უფლება.


image



9. მენონიტების სკოლაში ბავშვებს გერმანულ ანბანს ასწავლიან. სკოლაში მხოლოდ 6-12 წლის ბიჭუნები დადიან და ისინი ბიბლიას, ციფრებს და გერმანულს სწავლობენ.


image


10. მანიტობას კოლონიაში ავტომანქანები აკრძალულია, ამიტომ რძე და სხვა პროდუქტები ცხენებიანი ოთხთვალებით გადააქვთ.


image



11. ეს კი მენონიტი გოგონა ანა ლეტერსია, 16 წლის.

image



12. გოგონებთან ერეთად ბიჭებიც ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ ოჯახურ საქმეებში, მათ შორის ძროხების მოწველაში.


image



13. მენონიტ გოგონებს ზუსტად ერთნაირი კაბები აცვიათ და ტრადიციული მექსიკური შლიაპები ახურავთ. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ მათთვის ყველანაირი მაკიაჟი, შარვალი, მოკლე კაბა და დეკოლტე უცხოა.

image



14. ეს გოგონა რვა წლის კატარინა მარტინსია, მას პირდაპირ იატაკზე სძინავს. ალბათ ის ვერასოდეს გაიგებს, რომ ამქვეყნად არსებობს ისეთი კომფორტული საგანი, როგორიცაა ორთოპედიული მატრასი.


image



15. "ისინი აბსოლუტურად ერთნაირები არიან: ერთნაირად იცვამენ, ერთნაირ სახლებში ცხოვრობენ, ერთნაირად შრომობენ და ატარებენ დროს, მაგრამ სწორედ ამ მსგავსების წყალობით საზოგადოების შიგნით ისინი ამკვიდრებენ თავიანთ პიროვნულობასა და ინდივიდუალიზმს", - ასკვნის რუს ჩერერა.


image



აი, ასე ცხოვრობენ მენონიტები... საზოგადოებისა და ცივილიზაციისაგან გარიყულნი.

1
615
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
615
  
27 აპრილი, 1:26
დაახლოებით ასე ცხოვრობენ სოლტ ლეიკ სითიში მორმონებიც.
0 1 1