ისტორია "უკვდავები" – აქემენიდური სპარსეთის ელიტარული დანაყოფი 2020, 3 ივლისი, 18:31 – უკვდავები, ეს გახლდათ აქემენიდური სპარსეთის ელიტარული დანაყოფი 10 000 ჯარისკაცით, რომელთაც თავიანთი მეთაური ჰყავდათ და მათ რიგებში არ იყო არცერთი სპარსელი ჯარისკაცი. – როგორც სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროებიდან ვკითხულობთ სწორედ კოლხური ტომის წარმომადგენლები იყვნენ პირველ რიგებში და შეტევის პირველ დარტყმას მოწინააღმდეგესგან სწორედ ისინი იგერიებდნენ, ბრძოლის დროს თავიანთი მეომრის სულისკვეთებით გამოირჩეოდნენ. – რაც შეეხება ამ ელიტარული ჯარის სახელს "უკვდავები, " ამასთან დაკავშირებითაც რამოდენიმე ვერსია არსებობს, რომ ისინი მართლა უკვდავები იყვნენ, უსისხლოები და მათ ადამიანების მიერ გამოჭედი ხმლით ვერ მოკლავდი, რომ ისინი უსულო არსებები, დემონები იყვნენ და ა.შ. მაგრამ სიმართლესთან ყველაზე ახლოს ისაა, რომ ეს ჯარი მუდამ განახლებადი იყო, ყველა მოკლული თუ სასიკვდილოდ დაჭრილი მებრძოლი მუდამ იცვლებოდა ახალი მებრძოლებით და მათი რიცხვი ყოველთვის 10 000 იყო, ხოლო ბრძოლის ველზე მათი სისასტიკე, ბრძოლისუნარიანობა და სიკვდილის შიშის უგულებელყოფა ადამიანების თვალში აქცევდა სწორედ იმ მისტიურ მებრძოლებად, რომლებიც არ კვდებოდნენ და მართლა უკვდავნი იყვნენ თითქოს. 210 2-ს მოსწონს
|