x
"მესაუბრე დისტანციურად" I ინტერვიუ - დევიდ ლევინი
სტატიების სერიაში : "მესაუბრე დისტანციურად, "მოგიყვებით და ზოგ შემთხვევაში, სულაც გაგაცნობთ, ახალ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი თავი ამათუიმ საინტერესო სფეროში აღმოაჩინეს, ისინი მოგიყვებიან თავიანთ ისტორიებს, გაიგებთ რა შეცვალა მათ ცხოვრებაში ახალმა კორონა ვირუსმა და რას აკეთებენ ახლა, თვითიზოლაციის პირობებში. ინტერვიუები იქნება უშუალო და თავისუფალი და ვფიქრობ, დაგეხმარებათ ამ რთულ პირობებში, რომ ოდნავ მაინც განიტვირთოთ.


ჩვენი პირველი სტუმარია, მოცეკვავე და ქორეოგრაფი დევიდ ლევინი.

image

- გამარჯობა, მე ვარ დევიდ ლევინი პროფესიონალი მოცეკვავე/ქორეოგრაფი. პროფესიული ცეკვით დავკავდი 19 წლის ასაკში (25ის ვარ ახლა) და ასე ნელ-ნელა ვპოულობდი ჩემს თავს იურიდიული განათლების მქონე, ძალიან მინდოდა ეს ფრაზა ამაყად მეთქვა, რადგან დღემდე არსებობს ის სტერეოტიპი რომ ცეკვა თამაშია და კონკრეტული საზოგადოება არ აღიქვამს პროფესიად, შესაბამისად, მქონდა რაღაც კონკრეტული დაბრკოლებები, მაგრამ დღეს სახლში ვარ და ინტერვიუს გაძლევ, ესე იგი, რაღაცა გამოვიდა.



- კი, ნამდვილად არსებობს ეგ სტერეოტიპი და უკვე სტერეოტიპი კი არა ჩვეულებრივად გაანალიზებული და ჩამოყალიბებული აზრია გარკვეულ მიმდინარეობაზე, რაც პირადად მე, ძალიან არ მომწონს მაგრამ, რას ვიზამთ. ცოტა რამ იმაზეც მომიყევი რას აკეთებდი ვირუსის გავრცელებამდე, ხომ არ მუშაობდი რაიმე ახალ პროექტზე დაშეგიშალა თუ არა ხელი არსებულმა მდგომარეობამ?


- ზოგადად, ჩემს ინდუსტრიაში, ყოველთვის არის რაღაც გარკვეული გეგმები, პროექტები და ა.შ.აქტუალურობის პრინციპია, რამდენად ჩანხარ სოც სივრცეში და აქედან გამომდინარე, ერთგვარი პროექტები სულ იყო გეგმებში, მაგრამ არსებობს ბედის ირონია, წელს სხვა სეზონებთან შედარებით, გრანდიოზული რაღაცები იგეგმებოდა, ამ წუთას კი ყველა ვითვალისწინებთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არ ჩავდივართ, მაგრამ იმედს ვიტოვებთ რომ ეს გეგმები უბრალოდ ცოტათი გადაიდო.მთავარია გადავლახოთ ეს სირთულეები ყველამ ერთად და დაბრუნებისთვის ყოველთვისმზად ვარ, ჩემს გუნდთან ერთად.

image

- წარმატებებს გისურვებთ. რადგან ცეკვა ხელოვნებაა, ხელოვნების შექმნის სურვილი კი ინსპირაციის გარეშე ნაკლებად არსებობს, მაინტერესებს, შენ რა გაძლევს მოტივაციას, გარდა საქმის სიყვარულისა?


- ალბათ ყველას ინდივიდუალური მხარე აქვს, ჩემი ჟანრი ლაპარაკობს იმ პრობლემებზე რაზე ლაპარაკი ზოგადად რთულია, ყველა ჩემი ქორეოგრაფია არის გამოწვეული რაღაც კონკრეტული გრძნობით და მოტივირებული ვარ ყოველთვის, რომ ყოველი ცეკვა ბევრისთვის თუ არა, ზოგისთვის მაინც, იყოს cure. ისეთ ასაკთან მაქვს შეხება, როცა ყველაზე რთული არის მარტო გაუმკლავდე გრძნობებს და პრობლემებს და ვცდილობ ეს ტვირთი შევამსუბუქო, არ ვამბობ, რომ ერთ დროს ყველაფერს შევეჯახე და ვიცი როგორი რთულია, არა, არ ვიბრალებ, მაგრამ ბავშვობიდან მქონდა თანაგრძნობის უნარი და ყოველთვის მინდოდა, ამ ყველაფრისთვის მეპოვა მიმართულება, სადაც ყველაფერს გავუშვებდი და ვიპოვეცეკვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი საქმით ვინმეს ცხოვრებას უკეთესობისკენ შევცვლი.

image

- არის რამე, რისი დროც აქამდე არ გქონდა და ახლა შეგიძლია აკეთო?


- რა თქმა უნდა, სურვილზეა დამოკიდებული, შენი თავის განვითარება და სხვა საქმიანობების შესწავლა, თუნდაც სამოყვარულო დონეზე, ან უბრალოდ მორალური ზრდა, ზოგადი ცოდნის ამაღლებაა და ა.შ. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად საჩვენოდ შემოვატრიალებთ ერთი შეხედვით ფატალურ მდგომარეობას. კი სახლში ვარ და ვერსად ვერ გავდივარ, მაგრამ, სწორედ სახლში მაქვს წვდომა უამრავ ახალ ინფორმაციასთან, რომელიც შემიძლია ვისწავლო. მართალია, არ ვიცი როდის გამომადგება, მაგრამ ვიცი, რომ ოდესმე მაინც გამოვიყენებ

image

- და ბოლო კითხვა, რომელიც "ტრადიციულ კითხვად" დამკვიდრდება ყველა შემდგომ რესპოდენტთან, თუ, ერთ დღეს, მოგეცემა საშუალება ყველა ადამიანს გააგონო შენი ხმა, რას ეტყოდისამყაროს?


- ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის, და ყოველდღიური მიზანი იყოს ვიღაცის ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა, ერთიანობა დაგვაყენებს ფეხზე მთელ მსოფლიოს მხოლოდ ასეშევხდებით ღირსეულად ნებისმიერ დაბრკოლებას.

-დიდი მადლობა.




სტატია მოამზადა : მარი ანთიძე

#დარჩისახლში

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:მრნ
მრნ
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0