x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ატილას ხმალი

image


ატილას ხმალი, ასევე ცნობილი როგორც მარსის ხმალი, ან უბრალოდ ღმერთის ხმალი. ლეგენდარული ხმალი რომელსაც ჰუნი ბელადი ატილა ატარებდა.
ჰუნები არ სცობდნენ რომაულ ღმერთებს, ხოლო მისი სახელი, მარსის ხმალი რომაული ინტერპრეტაციაა.


ატილას შამანები ბავშვობიდან უყვებოდნენ ლეგენდებს ღმერთის ხმალზე, რომელიც ჰუნებმა სკვითებთან გამარჯვებით მოიპოვეს.
ერთ საღამოს, როცა ატილა უკვე მეფე იყო, დაესიზმრა რომ ქარბორბალამ ევროპასა და აზიაში წაიყვანა, ხელში კი ღმერთის ხმალი ეჭირა. ტყეები გადაიწვა, ზღვები შუაზე გაიყო და ქალაქები დაეცნენ.
ატილამ მაშინვე მოიხმო შამანები და მისი სიზმრის ახსნა მოითხოვა. მთავარმა შამანმა ტორდამ ეს შემდეგნაირად ახსნა რომ ატილა იპოვიდა ხმალს და მსოფლიოს დაიპყრობდა. იმავე საღამოს ვიღაც პრისკუსმა ატილას ღმერთის ხმალი მიართვა.
ატილამ ხელში აიღო ხმალი და იგრძნო საოცარი ძალა. მან მიზნად დაისახა დასავლეთ და აღმოსავლეთ რომი დაეპყრო, მაგრამ ატილა იქამდე გარდაიცვალა სანამ თავის მიზანს მიაღწევდა.

0
331
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0