x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სიყვარულის საკითხებში სიტყვა უფრო ღირებულია თუ უბრალო ქმედება?!
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ქმედება უფრო ხმამაღლა ''ლაპარაკობს'' და გამოხატავს გრძნობებს, ვიდრე ფუჭი, არაფრისმომცემი სიტყვები.. თუმცა ზოგ შემთხვევაში სიტყვა მოქმედებაზე უფრო ძლიერია, სიტყვები მხოლოდ კი არ გვაფიქრებენ, მათ შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი ცხოვრების წესი, სიტყვებს შეუძლია მარტივად გახსნას ჩვენი გონება, თავდაყირა დააყენოს ის და გვაიძულოს ფიქრი.. სიტყვა არის ის რის გამოც ომი და კონფლიქტი იწყება.. რაც შეეხება სიყვარულს, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, ურთიერთობებში ქმედება უფრო ძლიერია ვიდრე სიტყვები, რადგან ქმედება ძალისხმევის გამომხატველია, თქვენი ერთი ქმედებაც კი გზავნილია : ''იცი, მე შენზე ვზრუნავ'', მაგრამ ზოგს ალბათ ურჩევნია მოისმინოს ბევრი ერთნაირად დალაგებული სტაბილური სიტყვები და ერთი წუთით მაინც გადაეშვას ღრმა მორევში, სადაც ცოტახანი მაინც არ იფიქრებს და განცხრომას მიეცემა.. სიტყვებს ხომ ენერგია გააჩნიათ, და ძალა, დახმარების, განკურნების, შეფერხების, ზიანის მიყენების ან უბრალოდ სითბოს გამოხატულებაა, რომელიც ჯამში არაფერს ემსახურება..

ჩვენ გვჯერა სიტყვების, მიუხედავად იმისა თუ ჩვენი გონების ერთ პროცენტს მაინც შეაქვს ეჭვი მასში..

და მაინც ქმედებები უფრო ხმამაღლა ''ლაპარაკობენ'' თუ სიტყვები? თუ სიტყვებია ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი? ურთიერთობები დამაბნეველი და რთული ნავიგაციაა.. ზოგჯერ ჩვენი სიტყვები და ქმედებები საპირისპირო რამეს ამტკიცებენ, ეს კი გვაბნევს.. ალბათ გაუაზრებლად ვამბობთ ან ვმოქმედებთ.. ზოგჯერ პასუხი არც კი ვიცით.. სწორედ ამიტომ, მოვდუნდეთ, მოვეშვათ სიტყვების რახა-რუხს და უბრალოდ ვიმოქმედოთ, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი ქმედება უფრო დასამახსოვრებელი დარჩება ვიდრე სიტყვების მთელი კორიანტელი.. სიტყვები მოდის ჩვენი ტუჩებიდან, ხოლო ქმედება გულიდან..ჩვენ არ შეგვიძლია დავწეროთ ჩვენი ცხოვრება სიტყვებით, ჩვენ ამას საქმით ვაკეთებთ, საქმით, რომელიც ამტკიცებს, თუ რატომაა სიტყვები უმნიშვნელო..

თუ ჩვენი სიტყვებით და გულწრფელი ქმედებით არ ვიცავთ იმას რისთვისაც ვცხოვრობთ ნამდვილად ვცხოვრობთ მაშინ?!



ქმედება ყოველთვის სჯობს

ფიქრები ამბობენ ბევრს, სიტყვები კიდევ უფრო ბევრს, ქმედება კი ყველაფერს..imageწარმოიდგინეთ დიდი ლამაზი მინდორი, კიდევ უფრო ლამაზი ყვავილებით, რომელთაც სუნი არა აქვთ, ასეთივეა ფუჭი სიტყვები, ქმედების გარეშე.. საქმით ვაჩვენოთ, საქმით დავუმტკიცოთ, საქმით გავაკეთოთ და დავაჯეროთ ადამიანებს სიყვარული.. სიტყვებს ზოგჯერ ისეც ვერ ვუყრით თავს, დაე, ვიყოთ ყველანი ლამაზი ყვავილები, რომელთაც არაფერი აკლიათ ..


0
50
შეფასება არ არის
ავტორი:მილიცა რუსია
მილიცა რუსია
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0