x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
11 ყველაზე საშიში ეპიდემია, რომლებსაც მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა
ისტორია სავსეა ამბებით, სადაც მსოფლიოში არსებული, ყველაზე საშინელი ეპიდემიების შესახებაა მოთხრობილი. თუ ფიქრობთ, რომ მსოფლიო ამ რთული პანდემიის წინაშე მხოლოდ დღეს დგას, ცდებით. COVID-19, ე, წ კორონა ვირუსის გარდა, დედამიწაზე არაერთი საშინელი ეპიდემია ყოფილა გავრცელებული და მათ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე უმსხვერპლია. ვიცი, რთულია დღევანდელი მდგომარეობით კიდევ უფრო დავამძიმოთ ჩვენი ცნობიერება ამ მძიმე თემით, თუმცა ვფიქრობ სტატია უფრო სამოტივაციო და იმედის მომცემია, რომ ოდესღაც, როდესაც არ იყო სამედიცინო შესაძლებლობები წინ, ადამიანებში- "ცივილიზაცია" და ჯანსაღი ფსიქიკა, ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვა და ამ ყველაფრის მიუხედავად მათ ამ სასიკვდილო ველზე გაიმარჯვეს, ალბათ ჩვენთანაც მალე "გამოიდარებს".


image



მოდით, ვნახოთ თუ რამდენად საშიში ეპიდემიები გადაუტანია დედამიწას და მის მკვიდრებს.



1. ტიფი. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც იწვევს ბაქტერია (ბაქტერიები) რიკეტსია. (რიკეტსი -ბაქტერიების ერთ-ერთი ჯგუფია. ბაქტერიებზე უფრო მცირე და ვირუსებზე უფრო დიდი ზომის მიკროორგანიზმებია, რომელთაც სახელი დაერქვათ მათი შესწავლის პროცესში დაღუპული ამერიკელი პათოლოგის ჰ. რიკეტსის საპატივცემულოდ. ჩვეულებრივ, პარაზიტობენ ფეხსახსრიანებში). დასახელება ტიფმა ბერძნული სიტყვისგან typhos მიიღო, რაც პირდაპირ თუ ვთარგმნით ნიშნავს "ნისლს", "ბურუსს". დაავადების პირველი საიმედო აღწერა ემყარება 1489 წელს ესპანეთის ქალაქ გრანადაში მომხდარ ეპიდემიას. ჩანაწერებში აღწერილია დაავადების სიმპტომები - ცხელება; წითელი ლაქები მკლავებზე, ზურგსა და გულმკერდზე, რომელიც ბარძაყებამდე ვრცელდებოდა და იწვევდა ჩირქოვან ჭრილობებს და კანის ლპობას. სწორედ ამ პერიოდში ესპანეთმა მტრებისგან ალყაში მოქცევის გამო ბრძოლით 3000 მეომარი, ხოლო 17 000 მოქალაქე სწორედ ამ ტიფის გამო დაკარგა.



image


ეპიდემია მთელ ევროპაში გავრცელდა მე-16 და მე-19 საუკუნეებში. ასევე ინგლისის სამოქალაქო თუ ოცდაათწლიანი ომისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ომის დროს ნაპოლეონის სარდლობისას.


ოცდაათწლიანი ომის დროს (1618-1648) 8 მილიონი გერმანელი მხოლოდ ბუბონის ჭირისა და ტიფის ცხელებით დაიღუპა. (კათოლიკეების თავგამოდებული მომხრე ავსტრიელი ჰაბსბურგების საიმპერატორო სახლი, ყოველნაირად ავიწროებდა ჩეხ ჰუსიტებს. 1618 წელს ჩეხები იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ასე დაიწყო ოცდაათწლიანი ომი. იმპერატორმა ფერდინანდ II-მ ჩეხები დაამარცხა და მათ სასტიკად გაუსწორდა. იმპერატორის ხელისუფლებამ დაიწყო უმკაცრესი ღონისძიების გატარება ჩეხეთის გაგერმანელებისა და გაკათოლიკებისთვის. გერმანელ პროტესტანტ მთავრებს შეეშინდათ, რომ იმპერატორი მათ სამფლობელოებშიც შეეცდებოდა კათოლიკობის აღდგენას. გაჩაღდა დაუნდობელი ომი გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორს შორის. იმპერიაში დაწყებული არეულობით ისარგებლეს მეზობელმა ქვეყნებმა და ჩაერივნენ გერმანიის შინააშლილობაში. პროტესტანტული შვედეთისა და კათოლიკური საფრანგეთის ჯარებმა ააოხრეს გერმანია. ოცდაათწლიანი ომი დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის ზავით).



ტიფი ასევე მძვინვარებდა 1812 წელს, სწორედ იმ დროს, როდესაც ნაპოლეონი თავისი ჯარით მოსკოვიდან გაიქცა და იმ დროს ტიფისგან უფრო მეტი ფრანგი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ვიდრე რუსის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.







2. ებოლა. დაავადებამ სახელი სწორედ მდინარე ებოლას გამო მიიღო, სადაც ის პირველად დაფიქსირდა. ის პირველად 1976 წელს ზაირში გამოჩნდა და 1989 წლამდე ის შეუსწავლელი დარჩა. ბოლოს დადასტურდა, რომ საშიში დაავადება დაინფიცირებული ადამიანის ორანიზმიდან გამოყოფილი ნებისმიერი სითხით გადადის და ავადმყოფთან ურთიერთობა საკმარის ფაქტორად ითვლება, რომ სხვა, ჯანმრთელი ადამიანი მისგან დაინფიცირდეს, თუმცა ებოლას ადრეული ეტაპი მაინცდამაინც გადამდებად არ ითვლება, საშიშია მხოლოდ გვიანი პერიოდი, როდესაც ავადმყოფს ეწყება დიარეა, ღებინება და სისხლდენა. მსგავსი სიმპტომები ბიოლოგიურად საშიშია.



image



სათანადო აღჭურვილობისა და ჰიგიენის პრაქტიკის არარსებობის გამო, ფართომასშტაბიანი ეპიდემია გვხვდება ძირითადად ღარიბ, იზოლირებულ რაიონებში თანამედროვე საავადმყოფოების გარეშე, ან გაუნათლებელი სამედიცინო პერსონალის გარემოცვისას.


ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებია კუნთების, თავის, ყელის ტკივილი, ისეთივე, როგორიც ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპს ახასიათებს, შემდეგ კი იწყება გულისრევა, დიარეა, ღვიძლის და თირკმლის დაზიანება, ზოგიერთის შემთხვევაში კი შიდა და გარე სისიხლდენა.



მიმდინარე ეპიდემიებს შორის ებოლა უმსხვილესია მედიცინის ისტორიაში. 2014 წლის 6 აგვისტოს მონაცემებით 1779 ადამიანი იყო დაინფიცირებული ებოლას ვირუსით, რომელთაგან 961 დაიღუპა.








3. მალარია. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი — პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს — ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში. მალარიის დამახასიათებელი სიმპტომებია ანემია, ცხელება, ციება, კომა და სიკვდილიც კი. მისი გამავრცელებელი კი კოღოა, რომელმაც დაკბინა ჯერ ინფიცირებული და შემდეგ ჯანმრთელი ადამიანი. ყოველ წელს 400 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება მალარიის, რასაც დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მალარია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სერიოზული პრობლემები ახასიათებს. დღემდე არ არსებობს ვაქცინა, რომელიც პაციენტის სრულად გამოაჯანმრთელებს, თუმცა იმუნოლოგიის და მეცნიერების ჯგუფი მასზე მუშაობას უწყვეტად განაგრძობენ.


image


დაავადება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვს.







4. ქოლერა. ქოლერა ერთ-ერთი საშიში დაავადებაა, რომელსაც სერიოზული ეპიდემიის გამოწვევა შეუძლია. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია კანის სიმშრალე, შოკი, ფეხების კრუნჩხვა, ღებინება, ცხვირიდან სისხლდენა, დიარეა და სიკვდილიც კი. თუ დაავადების გამოვლინების შემთხვევაში სამი საათის მანძილზე არ ჩაუტარდა პაციენტს სამედიცინო დახმარება, ის იღუპება.


image


ქოლერა პირველად დაფიქსირდა ბენგალში, საიდანაც ის გავრცელდა ინდოეთში, ჩინეთში, მალაიზიასა და კასპიის ზღვის ქვეყნებში. 1826 წლისათვის მხოლოდ ინდოეთში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 15 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. დღეს კი მისი განკურნება შესაძლებელია რეჰიდრატაციული თერაპიისა და ანტიბიოტიკების მეშვეობით. (ორგანიზმის რეჰიდრატაცია სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის აღდგენასა და შენარჩუნებას სისხლის ან სხვა ფიზიოლოგიური სითხის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დანაკარგის დროს. ეს ყოველივე ინფუზიური თერაპიის საშუალებით ხორციელდება.)







5. ყვავილი. ყვავილი უძველესი დაავადებაა, რომლის ეპიდემია მე-18 საუკუნეში ინგლისის მოსახლეობას ყოველწლიურად ატყდებოდა თავს და ყოველ წელს ის 400 000 ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა და იწვევდა მრავალი ადამიანის სიბრმავეს. მისი მთავარი სიმპტომი კანზე წყლულების გამოყოფაა, თუმცა ასევე ახლავს ცხელება, ღებინება, ზურგისა და თავის ტკივილი.


image


ყველაზე ადრეული წყარო ამ დაავადების არსებობის, ეგვიპტის ძველი მუმიების სამარხებია. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს დაავადება ინდოეთში, რომელიც იქ 2000-ზე მეტ წელს დარჩა. მე-19 საუკუნიდან, თითქმის მე-20 საუკუნემდე ყვავილის ვაქცინის გამოგონება და დატესტვა მიმდინარეობდა და 1979 წლის დეკემბერში საბოლოოდ მიღწეული იყო მიზნისთვის. შეიქმნა ვაქცინა და იმ დრომდე, ყვავილი ერთადერთი დაავადება იყო, რომლის სრულებით განკურნება ვაქცინით შესაძლებელი იყო.







6. ესპანური გრიპი იგივე H1N1 ანუ ღორის გრიპი. 1918 წელს გრიპის პანდემია, რომელსაც მაშინ ესპანურ გრიპს უწოდებდნენ, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ეპიდემია გამოწვეული იყო უჩვეულოდ საშიში და მომაკვდინებელი H1N1 ქვეტიპის გრიპის ვირუსით. ისტორიული და ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ იძლევა ვირუსის გეოგრაფიული წარმოშობის დადგენის საშუალებას. მისი სმხვერპლის უმეტესობა ჯანმრთელი, საშუალო ასაკის და ახალგაზრდა ადამიანები იყო. გასაკვირი იყო ფაქტი, რომ ვირუსი თითქმის არ ხვდებოდა სხვადასხვა ტიპის დაავადების მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს.



image


1918 წლის მარტიდან, 1920 წლის ივნისამდე ეპიდემია არქტიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებსაც კი მოედო. ორ წელზე მეტი მძვინვარებდა ვირუსი მთელი მსოფლიოს გარშემო, რასაც ჯამში 20-დან 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ევროპის მოსახლეობის ერთი მესამედი დაიღუპა H1N1 გრიპის ვირუსით.







7. ყვითელი ცხელება. ყვითელი ცხელების სიმპტომებია ცხელება, შემცივნება, ნელი გულისცემა, გულისრევა, ღებინება და ყაბზობა. დადგენილია, რომ ეს დაავადება ყოველწლიურად იწვევდა დაახლოებით 30, 000 ადამიანის სიკვდილს იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არ იყო ვაქცინირებული.


image


წყაროების თანახმად ყვითელმა ცხელებამ პირველად იფეთქა ფილადელფიასა და პენისლვანიაში 1793 წელს. დაავადებამ, მხოლოდ ფილადელფიაში 10 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პრეზიდენტის ჩათვლით, ქალაქიდან გაიქცა. დარჩენილი მოსახლეობა არ მიუტოვებია ქალაქის მერს, მან შეიმუშავა "მასთან" გამკლავების გეგმები და ქალაქში ჩვეული ცხოვრება მალევე აღდგა.







8. ტუბერკულოზი. ტუბერკულოზმა, როგორც ირკვევა ყველაზე დიდი შეშფოთება გამოიწვია მოსახლეობაში მე-19 საუკუნის ადრეულ ეტაპსა და მე-20 საუკუნეებში. 1815 წელს ყოველი მეოთხე ფატალური შემთხვევა ინგლისში დაკავშირებული იყო ტუბერკულოზთან. 1918 წელს კი ყოველი მეექვსე ფატალური შემთხვევა სწორედ ტუბერკულოზის მიზეზით ხდებოდა საფრანგეთში. მე-20 საუკუნისთვის კი ამ მიზეზით 100 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჯამში.


image


ტუბერკულოზი დღესაც ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც მედიცინა კვლავ ებრძვის. ტუბერკულოზი როგორც მოგეხსენებათ ფილტვის დაავადებაა, რომელსაც ახლავს ხველა, წონის დაქვეითება (კლება), ოფლიანობა, სისხლიანი ნერწყვი.


ძვლის ნაშთები აჩვენებს, რომ ტუბის ჩხირი ჩვ.წ. აღ-მდე 7000 წლით ადრე გამოჩნდა. ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში, გარდა ამისა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში (თავის ტვინის გარსები, ძვლები, სახსრები, თირკმელები, შარდის ბუშტი და ა.შ. – ე.წ. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი). ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად.







9. პოლიომიელიტი. პოლიომიელიტი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ც.ნ.ს-სა (ცენტრალური ნერვული სისტემა) და ხერხემალზე. ამიტომ, ხშირად, პილიოთი დაავადებულები პარალიზებულნი რჩებიან. სიმპტომები - თავის ტკივილი, კისრის, ზურგის და მუცლის ტკივილი, ღებინება, ცხელება და გაღიზიანება. 1952 წელს ეპიდემიის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 000 ბავშვი დარჩა პარალიზებული, ხოლო 3000 დაიღუპა.


imageimage



მას შემდეგ კი, რაც ვაქცინა შეიქმნა, დაავადების განვითარების რისკი ნაკლებია. პოლიომიელიტი (პოლიოს - რუხი, მყელოს - ზურგის ტვინი; სინონიმები: ბავშვთა მწვავე თავ-ზურგტვინის დამბლა, ბავშვთა მწვავე სპინალური დამბლა, ჰეინე-მედინის დაავადება) მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის (უმეტესად - ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების) დაზიანება, ასევე - ნაწლავებისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებები.
პოლიომიელიტის გამომწვევი მიზეზები ენტეროვირუსების გვარია.






10. ბუბონის ჭირი. დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია- ლიმფური კვანძების გადიდება, კანის გაწითლება და შემდეგ გაშავება, გაძნელებული სუნთქვა, კიდურების ლპობა, სისხლის ღებინება და საშინელი ტკივილი, რომელიც გამოწვეულია კანის ლპობით. 1300-ნი წლების ბოლოს ის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პანდემია იყო ევროპაში, რასაც 200 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მას "შავი სიკვდილი" შეარქვეს. ბუბონის ჭირმა მთელი ვეროპის ნახევარი მოსახლეობა იმსხვერპლა.


image


დაავადების გამავრცელებელია რწყილი, რომელიც ადამიანს კბენით აინფიცირებს. თანამედროვე ეპოქაში არსებობს მისი ვაქცინა, თუმცა გასულ საუკუნეებში ის ერთ-ერთი ყველაზე საშიში იყო ეპიდემიურ დაავადებებს შორის.






11. ახალი კორონა ვირუსი COVID-19. ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2). 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული, ვირუსი გლობალურად გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის პანდემია 2019-2020. ზოგად სიმპტომებს შორის არის ტემპერატურის მომატება, ხველება და სუნთქვის უკმარისობა. შედარებით ნაკლებად წარმოჩენილი სიმპტომებია კუნთების ტკივილი, ნახველი და ყელის ტკივილი. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება პნევმონია და პოლიორგანული უკმარისობა. ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1-დან 5 %-მდეა, მაგრამ მერყეობს ასაკისა და სხვა თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.


image


ერთი ადამიანიდან მეორეზე ინფექცია გადადის რესპირატორული წვეთებით, რომლებიც ძირითადად ხველებისა და დაცემინების დროს წარმოიქმნება. სიმპტომები ინფიცირებიდან 2-14 დღეში ვლინდება, საშუალოდ კი 5 დღეში. დიაგნოზირების სტანდარტული მეთოდია ყელ-ცხვირის ნაცხის ან ნახველის ნიმუშის პოლიმერაზის ჯაჭვის რევერსულ-ტრანსკრიფციული რეაქცია (rRT-PCR). ასევე შესაძლებელია სისხლის შრატის იმუნოანალიზის გამოყენება. ინფექციის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია სიმპტომების კომბინაციით, რისკ-ფაქტორებითა და კომპიუტერული ტომოგრაფიისას პნევმონიის მახასიათებლების დაფიქსირებით.



image



დაავადების თავიდან აცილების რეკომენდებულ ზომებს შორის არის ხელების ხშირი ბანვა, სხვა ადამიანებისგან დისტანციის შენარჩუნება და საკუთარ სახეზე ხელების არშეხება. ამ დროისათვის, არ არსებობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ან კონკრეტული ანტივირუსული პრეპარატი. დაავადების მართვა მოიცავს სიმპტომების მკურნალობას, მზრუნველობით მოვლას და ექსპერიმენტულ ზომებს.



დღეს, მსოფლიო ამ პანდემიის გამოწვევის წინაშეა და რამდენიმე თვეა მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები ამ დარგში იბრძვიან, რომ დროულად მოახდინონ ვაქცინის შექმნა და დაავადების განკურნება. ბოლო მონაცემებით COVID-19-ით დაინფიცირდა 2 მილიონ 791 000 ადამიანი; გამოჯანმრთელდა 781 382 და გარდაიცვალა 196 000 ადამიანი.





P.S. გამძლეობას და ჯანმრთელობას გისურვებთ!

1
245
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
245
  
2020, 26 აპრილი, 0:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1