x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
24 აპრილის დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
image


ვერძი-დღევანდელი დღე არ იქნება მდიდარი მოვლენებით. პირველ პლანზე წამოიწევს პირადი ცხოვრება. თქვენ სერიოზულად დაგეგმავთ ცვლილებებს ოჯახში, რომლებიც რემონტთან ან ბინის შეცვლასთან იქნება დაკავშირებული.


კურო-თქვენი შეხედულებები ზოგიერთ საკითხებზე ძალზედ უცნაურია, კარგად დაფიქრდით ვიდრე პოლემიკაში ჩაებმებით. შეეცადეთ დღეს არ ჩაერიოთ კამათში და არც თვითონ წამოიწყოთ იგი. თუ დაოჯახებული ბრძანდებით, სწორედ დღეს შესძლებთ პარტნიორთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების გარკვევას ან უფრო გამყარებას. კარგი დღეა ხელოვნების სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის.


ტყუპები-თამამად შეგიძლიათ დღეს გრანდიოზული გეგმების განხორციელებაზე იფიქროთ-ნებისმიერი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. თქვენ თუ არაფერი გაწუხებთ, მაშინ ახლობლებს დაეხმარეთ-დღეს ყოვლისშემძლე იქნებით! შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.



კირჩხიბი-ნუ დაკარგავთ დროს ურთიერთობების გარკვევაზე. ეცადეთ, იყოთ ამთმობი-სიჯიუტემ შეიძლება, საყვარელი ადამიანი დაგაკარგვინოთ. კარგი იქნება, თუ მეგობრებთან სტუმრობისთვის გამონახავთ დროს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმის შეცვლა მოგიხდეთ, მაგრამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. დღის ბოლოს თქვენს მოსაზრებებს მეტი გულისყურით მოისმენენ.


ლომი- სრულიად შესაძლებელია, რომ დღე დაიწყება კონფლიქტით. სიცრუე და არაპირდაპირობა არ გიშველით – ამით მხოლოდ მეტად ავნებთ საკუთარ თავს. შეამოწმეთ იმ პრეპარატების ვარგისიანობის ვადა, რომლების გამოყენებასაც აპირებთ, არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დოზა. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისგან.


ქალწული-საინტერესო, ძლიერ ადამიანთან შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაში ცვლილებებს შეიტანს. ნუ იქნებით ინერტული, იაქტიურეთ სასურველი მიზნის მისაღწევად. გარკვეული პერიოდის შემდეგ დარწმუნდებით, რომ სწორად მოიქეცით. ნუ მისცემთ, მეგობრებს საბაბს, რომ გაგაკრიტიკონ.


სასწორი-ნუ იქნებით ზედმეტად თვითდაჯერებული, ნუ ფიქრობთ რომ თქვენ ყველაფერი იცით. დაფიქრდით საკუთარ ქცევაზე და შეეცადეთ უკეთესისკენ შეიცვალოთ, ამით ბევრს მოიგებთ. დღეს თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი, დიდ სამსახურს გაგიწევთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი საქმე იქნება და სავარაუდოდ ბევრი ოფლის ღვრაც მოგიხდებათ, რადგან ერთბაშად, რამოდენიმე ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლის გაჩაღება.


მორიელი-დღეს გეძლევათ შესაძლებლობა შეცვალოთ არა მხოლოდ თქვენი არამედ ახლობელი ადამიანების ბედიც. საკმაოდ პოზიტიური დღეა ყველანაირი წამოწყებისთვის. სამეცნიერო საქმიანობისთვის. აგრეთვე დადებითი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისათვის. სასურველია ბუნებაში გასეირნება.


მშვილდოსანი-დღეს ოჯახის წევრებს შორის მომრიგებლის როლს მშვენივრად ართმევთ თავს. თუმცა, ამან თქვენი პირადი გეგმები შეიძლება, შეცვალოს კიდეც. სასიყვარულო ფრონტზე ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რადგან დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვას ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია.


თხის რქა-გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ ისეთ რეჟიმში იმუშაოთ, რომ არ გადაიღალოთ. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. უარს ნუ იტყვით რომანტიკულ თავგადასავლებზე.


მერწყული-იყავით ყურადღებით, რომ დროულად შეამჩნიოთ საფრთხე, და გონიერი, რათა დროულად აირიდოთ იგი თავიდან. ნუ უგულვებელყოფთ ახლობელი ადამიანების რჩევებს.


თევზები-მუშაობა დაგელოდებათ, უმჯობესია დღეს დაისვენოთ და ძალები მოიკრიბოთ.


ყველა ზოდიაქოს წარმომადგენელს კარგ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:დიანა სხვედიანი
დიანა სხვედიანი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0