x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"ექიმი 8 საათი ვერ ჯდება, ამ დროს ატარებს ჯოჯოხეთურ პირობებში" - რა ნახა ირაკლი იმნაიშვილმა რეანიმაციაში, სადაც კორონავირუსიან უმძიმეს პაციენტებს მკურნალობენ
image


კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ზო­ნის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ვი­და, პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ­ხის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვილ­მა და ოპე­რა­ტორ­მა ლე­ვან აბუ­ლა­ძემ გა­და­ი­ღეს.


ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 12 წელი BBC-ში მუ­შა­ობ­და, ამ­ბობს რომ ეს ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი გა­და­ღე­ბა იყო. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ის იხ­სე­ნებს, რა ნახა სა­კუ­თა­რი თვა­ლით რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.


- გვი­ამ­ბეთ, რო­გორ და რა მიზ­ნით მი­ი­ღეთ საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო ზო­ნა­ში შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?



- უპირ­ვე­ლე­სად და­ვი­წყოთ იმით, რომ მე რო­გორც არ­ხის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ვერ გა­ვუშ­ვებ­დი ვერც ერთ ჟურ­ნა­ლისტს ამ რის­კზე! სა­ქარ­თვე­ლო­ში ამა­ზე მა­ღა­ლი რის­კის გა­რე­მო ახლა არ არ­სე­ბობს. კო­ვიდ­თან ბრძო­ლის წინა ხა­ზია. თა­ნამ­შრო­მე­ლი არ უნდა გა­უშ­ვა ისეთ და­ვა­ლე­ბა­ზე, რა­ზეც შენ თა­ვად არ წახ­ვი­დო­დი.


მე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი, 12-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, რო­დე­საც BBC-ში ვმუ­შა­ობ­დი. შე­სა­ბა­მი­სად ჩავ­თვა­ლეთ, რომ ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, ასეთ და­ვა­ლე­ბა­ზე არ გაგ­ვეშ­ვა ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ისე­დაც ორ ჯგუ­ფად არი­ან და­ყო­ფი­ლე­ბი, კვი­რა­ში 7 დღე მუ­შა­ო­ბენ და შემ­დეგ 7 დღე ის­ვე­ნე­ბენ, რათა შევ­ქმნათ ორი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გუნ­დი.


მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ ბოქ­სი­რე­ბულ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შეს­ვლა, იყო ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად არ ეკი­დე­ბო­და კა­რან­ტი­ნის რე­გუ­ლა­ცი­ებს და იქ­მნე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბა მსუ­ბუ­ქია და გან­სხვავ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის­გან.


მა­შინ რო­დე­საც უცხო­უ­რი მე­დი­ე­ბი აჩ­ვე­ნებ­დნენ კად­რებს, სა­დაც ჩან­და თუ რა მძი­მე შრო­მას ეწე­ვი­ან ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევ­სუ­ლი­ყა­ვით ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის­თვის, თუ რო­გორ იბ­რძვი­ან ჩვე­ნი ექი­მე­ბი სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბლოკ­ში.


- რო­გო­რია თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი? ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა თქვენ­ზე რამ იქო­ნია?

- ეს არის ორი პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ყა­რო. ერ­თში ცხოვ­რო­ბენ ექი­მე­ბი, რომ­ლებ­საც თვე­ო­ბით არ უნა­ხავთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­ო­რე რე­ლო­ბა­ში ვართ ჩვენ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი. ექი­მე­ბი მთელ დღე­ებს იქ ატა­რე­ბენ, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, მი­დი­ან ცა­რი­ელ ბი­ნებ­ში და იქე­და­ნაც მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, ვი­დე­ოთ­ვა­ლე­ბით ხე­და­ვენ სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რებს.


24 სა­ა­თი­დან 8 სა­ათს ატა­რე­ბენ სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, რაც არის ადა­მი­ა­ნის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.


მე ახლა მო­გიყ­ვე­ბით რას ნიშ­ნავს სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბა, რომ შეგ­ვექ­მნას წარ­მოდ­გე­ნა რა პი­რო­ბებ­ში უწევთ მათ მუ­შა­ო­ბა. დამ­ცა­ვი კოს­ტი­უ­მი წარ­მო­ად­გენს ოთხ შრეს, პირ­ვე­ლი - რე­ზი­ნის ჩექ­მა, თხე­ლი შარ­ვა­ლი და მა­ი­სუ­რი, მას კი­დევ სამი შრე ემა­ტე­ბა და ჩაც­მის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან გცხე­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩექ­მა წყალ­გა­უმ­ტა­რია და რე­ზი­ნი­საა, მას­ზე იც­მე­ბა ცე­ლოფ­ნის პარ­კი, რო­მელ­საც ამაგ­რე­ბენ და შემ­დეგ მე­ო­რე ფენა.


imageფოტო: იმ­ნა­იშ­ვილს სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ ხელ­ზე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია და­ე­წყო

შემ­დეგ იც­ვამ ქი­რურ­გი­ულ ხა­ლათს და ზე­მო­დან კომ­ბი­ზი­ნონს კა­პი­უ­შო­ნით, შემ­დეგ კი­დევ ერთი ქი­რურ­გი­უ­ლი ხა­ლა­თი, ქი­რურ­გი­უ­ლი ქუდი, კა­პი­უ­შო­ნი და კი­დევ მე­ო­რე ქი­რურ­გი­უ­ლი ქუდი. სათ­ვა­ლე, რო­მე­ლიც მყვინ­თა­ვე­ბის სათ­ვა­ლეს ჰგავს და ძა­ლი­ან მაგ­რად გი­ჭერს სა­ხე­ზე და ამის ზე­მო­დან ე.წ. ფარი. ოთხი წყვი­ლი ხელ­თათ­მა­ნი, რისი ჩაც­მის შემ­დეგ გგო­ნია, რომ ხე­ლე­ბი გა­გი­ხევ­და, მოძ­რა­ო­ბა გიძ­ნელ­დე­ბა და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა.


ჩვენ ბლოკ­ში ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გა­ვა­ტა­რეთ და ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. ხე­ლე­ბი და­მი­ბუჟ­და, სათ­ვა­ლე ძა­ლი­ან მი­ჭირ­და და მე­გო­ნა შუბლს ჩა­მიმ­ტვრევ­და. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გა­მი­ჭირ­და გაძ­ლე­ბა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ექი­მე­ბი რვა სა­ათს ატა­რე­ბენ ასე! ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერც ჭამ, ვერც სვამ და სა­პირ­ფა­რე­შო­თიც ვერ ისარ­გებ­ლებ. ამას ემა­ტე­ბა ის რომ პა­ლა­ტა სავ­სეა პა­ცი­ენ­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ წამს დამ­ძიმ­დნენ.


სა­ნამ ჩვენ ვი­ყა­ვით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ერთი პა­ცი­ენ­ტი დამ­ძიმ­და და სპე­ცი­ა­ლურ ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც უფრო კარ­გი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაა ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის მხრივ, ჩა­ა­ტა­რეს რთუ­ლი სა­რე­ა­ნი­მა­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი და გა­ა­და­არ­ჩი­ნეს პა­ცი­ენ­ტი - ისევ და­ი­წყო სუნ­თქვა.


- რო­გო­რი იყო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი? ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გიშ­ლი­დათ ხელს?


- საკ­მა­ოდ რთუ­ლია მუ­შა­ო­ბა იმ გა­რე­მო­ში რაც აღ­გი­წე­რეთ. ჩვენს ოპე­რა­ტორს, ლე­ვან აბუ­ლა­ძეს და­ე­ორ­თქლა სათ­ვა­ლე და ვე­ღარ ხე­დავ­და კა­მე­რა­ში გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ გა­ვარ­კვევ­დით რა მოგ­ვე­მოქ­მე­დე­ბი­ნა, მე ვი­ღებ­დი კად­რებს, სათ­ვა­ლის მოხ­სნა აკ­რძა­ლუ­ლია, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ე­ღო. სათ­ვა­ლის ძა­ლი­ან პა­ტა­რა კუ­თხი­დან, რო­მე­ლიც არ იყო და­ორ­თქლი­ლი, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ღო წარ­მო­უდ­გენ­ლად ძვირ­ფა­სი კად­რე­ბი!


ასე­თი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან კარ­გი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა შევ­ძე­ლით. გა­და­ღე­ბა რომ მორ­ჩა ჯერ მე გა­მო­ვე­დი კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ბლო­კი­დან და ლე­ვა­ნი იღებ­და გა­მოს­ვლის კად­რებს, რად­გან გა­მოს­ვლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კი სწო­რედ მა­ში­ნაა, რო­დე­საც ისი­ნი სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბლოკს ტო­ვე­ბენ და იხ­დი­ან ამ დამ­ცავ ეკი­პი­რე­ბას, ტან­საც­მე­ლი ატა­რებს კო­რო­ნა­ვირუსს და თუ სწო­რად არ ჩა­ტარ­და ეს პრო­ცე­დუ­რა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დეს.


რო­დე­საც ოპა­რა­ტო­რის გა­მოს­ვლის ჯერი დად­გა, კა­მე­რის გა­მო­ტა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. გვი­თხრეს, რომ რისკს შე­ი­ცავ­და მისი წა­მო­ღე­ბა, რად­გან ვირუს­მა შე­იძ­ლე­ბა 28 დღემ­დე იცხოვ­როს ნივ­თე­ბის ზე­და­პირ­ზე. ამი­ტომ ერთი თვით დავ­ტო­ვეთ იქ. და­ი­ლუ­ქე­ბა და და­მუ­შავ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. მხო­ლოდ ჩიპი ამო­ვი­ღეთ, გავ­წმინ­დეთ შე­სა­ბა­მი­სი ხსნა­რე­ბით და წა­მო­ვი­ღეთ.


image


- რო­გო­რია სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რა სი­ტუ­ა­ცი­აა შიგ­ნით?


- სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბლო­კი შედ­გე­ბა ორი დიდი პა­ლა­ტის­გან, მათ შუ­ა­ში ჰქონ­დათ მცი­რე გა­მიჯ­ნუ­ლი ად­გი­ლე­ბი. ორი დიდი ფან­ჯა­რა უყუ­რებს სა­რე­ა­ნი­მა­ციო პა­ლა­ტას, ფან­ჯრი­დან პერ­სო­ნა­ლი აკ­ვირ­დე­ბა, თუ რა ხდე­ბა ბლოკ­ში, კონ­ტროლ­დე­ბა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რი, მაგ­რამ ისი­ნი უშუ­ა­ლოდ პა­ცი­ენ­ტებ­თან არ შე­დი­ან. გა­რე­დან აწარ­მო­ე­ბენ მო­ნი­ტო­რინგს.


შიგ­ნით კი, უშუ­ა­ლოდ პა­ცი­ენ­ტებ­თან მუდ­მი­ვად არის ორი ან სამი ექი­მი სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბით. რად­გან მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს საკ­მა­ოდ რთულ სა­რე­ა­ნი­მა­ციო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს... განაგრძეთ კითხვა



0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0