x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იაპონიაში გამოვიდა პოპულარული საბჭოთა მულტფილმის 3D ვერსია(ვიდეო)

image

იაპონიაში გამოვიდა პირველი 3D მულტფილმი ჩებურაშკას შესახებ.

იაპონელმა ანიმატორებმა წარმოადგინეს პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჩებურაშკასა და ნიანგი გენას შესახებ, რომელიც დამზადებულია 3D ანიმაციით. ამავე დროს, თავად გმირები, მუსიკა, პეიზაჟები, ზუსტად გადმოცემენ ორიგინალური საბჭოთა მულტფილმის სულისკვეთებას, რომელიც საკმაოდ უყვართ იაპონიაში.



მულტფილმის სიუჟეტის მიხედვით, ნიანგი გენა ცხოვრობს ზოოპარკში, მაგრამ აქ არც თუ ისე პოპულარულია, მაგალითად, პინგვინის და პანდასგან განსხვავებით. ერთხელაც ნიანგს ფორთოხალი მოუტანეს, რა დროსაც გენა ერთ-ერთ ყუთში უჩვეულო ყურებიან ცხოველს აღმოაჩენს.



გენა და ჩებურაშკა ერთმანეთს გაეცნობიან(ორიგინალი გმირების სახელები შენარჩუნებულია) და დამეგობრდებიან. ისინი ერთად სხვადასხვა როლებს ირგებენ, რათა პოპულარობა მოიპოვონ მნახველებში - ისინი ცდილობენ პინგვინივით ჩაყვინთონ, კურდღლებივით იხტუნაონ, ან პანდას მსგავსად ბამბუკი გამოღრღნან, მაგრამ არაფერი გამოსდით.


მაგრამ როდესაც ზოოპარკის ერთ – ერთი პატარა ვიზიტორი ატირდება, ახალი მეგობრები ახერხებენ მის გამხიარულებას - ნიანგი გენა გარმონზე უკრავს, ჩებურაშკა კი ცეკვავს.


0
88
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0