x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ამერიკაში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კაცი,რომელსაც სჯეროდა,რომ კორონავირუსი საერთოდ არ არსებობს

image

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში COVID-19 -მა იმსხვერპლა 60 წლის ჯონ მაკდანიელი, (John W. McDaniel)რომელიც თვლიდა, რომ სინამდვილეში კორონავირუსი არ წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს და ეს იყო უბრალოდ პოლიტიკოსთა თამაში. იგი დაინფიცირდა მარტის ბოლოს და გარდაიცვალა 15 აპრილს.



მანამდე იგი აქტიურად აქვეყნებდა პოსტებს "ფეისბუქზე", სადაც ის კორონავირუსს უწოდებდა "უაზრობას" და "სისულელეს", მის აზრით ეს იყო "პოლიტიკოსთა თამაში". იგი წერდა, რომ "თუ ვიღაცას კოვიდის გამო პარანოია დაეწყო, იჯდეს სახლში, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს, სხვებს ვიცხოვროთ ჩვეულებრივი ცხოვრებით-ვიაროთ ბარებში და რესტორნებში"

image


"დამიმტკიცეთ, რომ მე მართალი არ ვარ" -წერდა ჯონი ფეისბუქზე.



მაკდანიელს დარჩა მეუღლე და ორი ზრდასრული შვილი.გარდაცვალების შემდეგ მაკდანიელის ოჯახმა ექიმებს მადლობა მოუხადეს, მისი გადარჩენის მცდელობისთვის.

image


image

0
701
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
701
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0