x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა
image


მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­აა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ამ მოვ­ლე­ნი­სად­მი არის მი­მარ­თუ­ლი. დღის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი COVID-19-ს უკავ­შირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბიც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და გვერ­დზე რჩე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც რომ არა პან­დე­მია, გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო და­ეთ­მო­ბო­და.


რე­ა­ლუ­რად მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გარ­და, სხვა რა­ღა­ცე­ბიც ხდე­ბა. ვნა­ხოთ 8 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი და მოვ­ლე­ნე­ბი COVID-19-ის მიღ­მა:


1. სი­რი­ელ ლტოლ­ვილ­თა კრი­ზი­სი



image


სი­რი­ელ ლტოლ­ვილ­თა კრი­ზი­სი ჩიხ­შია შე­სუ­ლი და მისი მოგ­ვა­რე­ბა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. სი­რი­ე­ლი მიგ­რან­ტე­ბი თურ­ქე­თი­დან ევ­რო­პის­კენ და­იძ­რნენ და სა­ბერ­ძნე­თის სა­ზღვარ­თან არი­ან. მათ სა­ბერ­ძნე­თი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს. მე­სა­ზღვრე­ებ­სა და მიგ­რან­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბიც მოხ­და. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უკი­დუ­რე­სად რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უსახლ-კა­როდ ცხოვ­რობს. თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბა ძი­რი­თა­დად კო­რო­ნა­ვირუ­სის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. რომ არა COVID-19 სა­კი­თხი უფრო აქ­ტი­უ­რად გა­შუქ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მა უფრო მარ­ტი­ვად მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო.


2. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უფ­ლე­ბა მი­ი­ღო, ქვე­ყა­ნა 2036 წლამ­დე მარ­თოს


image


10 მარტს რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ 382 ხმით, არც ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ი­ღო პრე­ზი­დენ­ტის კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პუ­ტინს, არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად, 2036 წლამ­დე შე­ეძ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტად დარ­ჩე­ნა.


3. ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი აბორ­ტის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ


image

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯა­სინ­და არ­დე­ნი


ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი აბორ­ტის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო იზ­რუ­ნებს და უმ­კურ­ნა­ლე­ბენ ყვე­ლა იმ ქალს, ვინც აბორ­ტის გა­კე­თე­ბას გა­და­წყვეტს. ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი დიდი ხა­ნია იბ­რძოდ­ნენ იმის­თვის, რომ აბორ­ტის გა­კე­თე­ბა უკა­ნო­ნოდ აღარ მიჩ­ნე­უ­ლი­ყო.


4. უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვა


image


კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­და, მსოფ­ლიო კი­დევ ერთი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლე­ბი საფრ­თხის­ შემ­ცვე­ლია - ეს კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვაა, ასო­ბით მი­ლი­არ­დი კა­ლია აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში მო­სა­ვალს ანად­გუ­რებს და კვე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს. პრობ­ლე­მა მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კას არ ეხე­ბა. კა­ლი­ე­ბის გუნ­დი სხვა ქვეყ­ნე­ბის­კენ მი­ი­წევს, ისი­ნი სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან და სწრა­ფად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. FAO (გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) უდი­დეს საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო მე­დია და ადა­მი­ა­ნე­ბი ამ საფრ­თხეს ვერ ხე­და­ვენ, ზი­ა­ნი კი, შე­საძ­ლოა კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი მი­ვი­ღოთ.


გა­ე­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კას უპ­რე­ცენ­დენ­ტო საფრ­თხეს უქ­მნის სურ­სა­თის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­არ­სე­ბო წყა­როს თვალ­საზ­რი­სით. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, კე­ნი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კა­ლი­ე­ბის გუნ­დი ნიუ იორკზე სამ­ჯერ უფრო დიდ ად­გილს იკა­ვებს და ისი­ნი დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სამ­ყოფ საკ­ვებს ჭა­მენ.


5. აშშ-მა და თა­ლი­ბან­მა სა­ზა­ვო შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს


image


29 თე­ბერ­ვალს აშშ-მა და თა­ლი­ბან­მა ის­ტო­რი­ულ ზავს მი­აღ­წი­ეს. 10 მარტს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, აშშ ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რის გაყ­ვა­ნას იწყებს. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა 135 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ღა­ნე­თი­დან 8 600 ჯა­რის­კა­ცი უნდა გა­იყ­ვა­ნოს, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თა­ლი­ბე­ბი ხელშკრუ­ლე­ბის პი­რო­ბებს შე­ას­რუ­ლე­ბენ, ქვე­ყა­ნას აშშ-iსა და ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის ყვე­ლა სამ­ხედ­რო 14 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ტო­ვებს.


6. ყი­ნულ­მა უფრო სწრა­ფად დნო­ბა და­ი­წყო... განაგრძეთ კითხვა



2
1512
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1512
  
2020, 24 აპრილი, 10:17
შვილმა მილიონი გადარიცხა, მამამ - ასი მილიონი... ტვერკი უმადურებმა შეასრულონ (ცნობისთვის, არც ერთი ხელისუფლების ადვოკატი არ ვარ, მჯერა, რომ ხალხი ყველა მთავრობის ოპოზიცია უნდა იყოს, რომელიც კარგად უნდა ხედავდეს ცუდსაც და კარგსაც)
2020, 23 აპრილი, 13:00
ივანიშვილებმა ტიკ-ტოკი იცეკვეს, კარანტინის დასრულებამდე ველოდებით ტვერკს როგორ შეასრულებენ
0 1 2