x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134472
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
იგი მოჯადოებული იყო სიკვდილით”-სამყაროს აღიარებული მსახიობი
იგი მოჯდოებული იყო სიკვდილით

არა ბერნარდტი

ევრ ადამიანს სჯერა, რომ სარა ბერნარდტი იყო უდიდესი მსახიობი თაეტრის ისტორიაში.აუდიტორია მთელი მსოფლიოს ირგვლივ მოჯადოებული იყო მისით.ხალხი ეთაყვანებოდა დაღვთიურ სარასეძახდნენ.მისი წარმოდგენები ისეთივე დრამატული იყო, როგორც მისი ცხოვრება.

არა 1844 წელს, პარიზის ღარიბ უბანში დაიბადა.დედამისი ჯული ბერდნარდტი მშვენიერი ქალი იყო, რომელსაც ბევრი საყვარელი ჰყავდა.სარა არ იცნობდა მამამისს.ჯულის მოგზაურობა უყვარდა და სარას ადგილი მის ცხოვრებაში არ იყო.იგი გაიზარდა განცდით, რომ არავის სურდა.


მეგობრები და ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ ჯულის სარას გაზრდაში.უმეტესწილად იგი თავის ძიძასთან ერთად, პატარა ბნელ ოთახში ცხოვრობდა, გაჭირვებასა და სიბინძურეში.ის გამხდარი და ფერწასული იყო, ასევე ძალიან უბედური.როდესაც სარა ხუთი წლის იყო, ფანჯრიდან გადახტა იმის გამო რომ დეიდაამისა უარი უთხრა თავის სახლში წაყვანაზე.სარა ძლიერ დაშავდა და აღარ შეეძლო სიარული.დედამისი იძულებული გახდა თან წაეყვანა, სანამ სრულად მზას იქნებოდა პანსიონში მისაბარებლად.

არას ცუდი ჩვევები ჰქონდა და უყვარდა წესების დარღვევა.პანსიონს აე სურდა მისი მიღება, ამიტომ დედამისმა სარა კათოლიკურ მონასტერში გაგზავნა, სადაც პედაგოგდები მონაზვნები იყვნენ.სარას სჭირდებოდა დისციპლინა და განათლლება.ეს ადვილი არ იყო, რადგან მას დიდი ენერგია და მისწრაფებები ჰქონდა.სარა ცდილობდა რომ ენერგია კარგ რამეებში დაეხარჯა.მან დაიწყო სწავლა, რომ გამხდარიყო მონაზონი, მაგრამ ეს არ მუშაობდა რადგან იგი მაინც ძალიან მეამბოხე იყო.მონასტერს ამის ატანა აღარ შეეძლო და სარას სასწავლებელი დაატოვებინეს.მის ოჯახს მოუწია ეფიქრა, სხვა რისი გაკეთება შეეძლოთ თავიანთი ველური ბავშვისთვის.

სარა ბერნარდტი

როდესაც სარა 16 წლის იყო დედამისის მეგობარმა ურჩია, რომ იქნებ მსახიობობას დაუფლებოდა.სარა არ იყო დარწმუნებული, მაგრამ ყველა დანარჩენი ფიქრობდა, რომ ეს შესანიშნავი იდეა იყო.მან შეარჩია სცენა, რასაც წარადგენდა გამოცდაზე, საფრანგეთის ეროვნულ თეატრალურ უნივერსიტეტში შესასვლელად, პარიზის კონსერვატორიაში.იგი ბეჯითად სწავლობდა.როცა სცენის შესრულება დაიწყო ჟიურიმ ის შეაჩერა და მოსთხოვა რომ ვინმე ბიჭთან ერთდ გაეგრძელებინა წარმოდგენა, მაგრამ სარას მარტო ჰქონდა პრაქტიკა ამიტომ მან უარი განაცხადა.ჟიური შოკირებული იყო, მაგრამ შესთავაზეს რაიმე სხვა წარედგინა.მან ამბის მოყოლა გადაწყვიტა, ეს უჩვეულო იყო რადგან კომისიას სურდა რომ მას რაიმე თეატრალური ნომერი შეესრულებინა.სარამ დაიჟინა და საბოლოოდ ისე ბრწყინვალედ მოჰყვა ამბავი, რომ მას ბოლომდე არც ჰქონდა დამთავრებული თხრობა, ისე დათანხმდნენ მიღებაზე.

არა კონსერვატორიაში რამდენიმე წელი სწავლობდა და მისი პირველი გამოჩენა სცენაზე ეროვნულ თეატრშიკომედი ფრონკესში” მოხდა.17 წლის ასაკში ეს იყო ყველაზე პრესტიჟული თეატრი ევროპაში.თუმცა სარას დებიუტი ჩავარდა, როცა მან გაიგო თუ რას ფიქრობდა ხალხი მის შესახებ, საწამლავი დალია და თითქმის დაიღუპა.”ცხოვრება უაზროაუთხრა თავის მეგობრებს.”მე მინდოდა მენახა, რას ნიშნვას სიკვდილი”.სარამ განაგრძო მსახიობობა, დიდი წარმატების გარეშე.

არას საშინელი ბუნება ჰქონდა, მაგტამ ასევე გამოირჩეოდა მისწრაფებებითა და ძლიერი პიროვნულობით.მას ყავდა მეგობრები და საყვარლები მთელს ევროპაში.ამ დროისათვის მან გააჩიინნა თავისი ერთადერთი შვილი, მავრიკი.მაგრამ როგორც დედამისი, ასევე თვითონ არ დაქორწინებულა ბაშვის მამაზე, რომელიც პრინცი იყო.ბერნარდტს თავისუფლება სურდა, რომ ეკეთებინა ის რასაც მოინდომებდა.იგი 22 წლის იყო, მაშინ როცა გადაწყვიტა რომ წარმატებისთვის უნდა მიეღწია.იგი შეუერთდა ოდეონის თეატრს და სწავლობდა შემდეგი ექვსი წლის მანძილზე.იგი როლებს ასრულებდა მთელი ენერგიით და ვნებით და პატივსაცემი მსახიობი.

1869 წელს ბერნარდტს ჰქონდა მისი პირველი დიდი წარმატება.მან ითამაშა პიესაშიგამვლელი”, რომელიც შემდეგ 100-ჯერ შეასრულა.იგი იდგა გზაზე, ბრწყინვალე კარიერისა.მაგრამ საფრანგეთი-გერმანიის ომმა, ცოტა ხნით შეაჩერა მისი ცხოვრება.როდესაც პარიზი შემოტევების ქვეშ იყო 1870 წელს ბერნარდტმა, თეატრში სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო.მას შემდეგ რაც 1871 წელს ომი დამთავრდა, ოდეონმა კვლავ განაგრძო წარმოდგენების გამართვა.აუდიტორიას უყვარდა ის.

კომედი ფრონკესმასთხოვა დაბრუნებულიყო.

ალხმა დაიწყო ამბების მოყოლა ბერნარდტის შესახებ.ზოგი სიმმართლე იყო, ზოგიც არა.ისინი ამბობდნენ რომ სარა სიგარას ეწეოდა და კაცივით თამაშობდა როლებს, ზოგი იძახდა რომ ის ბიჭია ქალის ტანსაცმელში.სარას უყვარდა ხალხი.ისევე ველურად და ამაღელვებკად ცხოვრობდა, როგორ ამბებსაც ყვებოდა მასზე საზოგადოება.

არა ბევრს მუშაობდა და არ ისვენებდა.მისი ექიმები ეუბნებოდნენ რომ თუ არ დაისვენებდა ის ახალგაზრდა ასაკში დაიღუპებოდა.იგი ყოველთვის მოჯადოებული იყო სიკვდილით.ვერავინ თამაშობდა გარდაცვალების როლებს ისე, როგორც ბერნარდტი.მას უყვარდა სასაფლაოებზე სიარული, იგი მუდამ ინახავდა განსაკუთრებულ კუბოს თავისი საწოლის გვერდით, გაღვიძებისას პირველი ის რომ დაენახა.ზოგჯერ შიგნით იძინებდა, ხანდახან მეგობრებს ჩაითაც უმასპინძლდებოდა კუბოში.მას ყველგან დაჰქონდა კუბო, სადაც დადიოდა.ბერნარდტი ველური იყო, ასე რომ გასაკვირი არაა რამდენიმე ველური ცხოველი ჰყავდა, ესენია:ველური კატა, ორი პატარა ლომი და ასევე პატარა ვეფხვი.მას ისინი თავისთან ერთად დაჰყავდა თეატრში და მაგოსაცვლელ ოთახშ ტოვებადა, სანამ თვითონ მუშაობდა.

სარა ბერნარდტი

არა ბერნარდტი წამყვანი მსახიობი გახდაკომედი ფრონკესი”.როდესაც თეატრი ლონდონში გაემგზავრა ათასობით ადამიანი მოვიდა რომ ენახათ არა თეატრი, არამედ სარა.მისი ბოლო წარმოდგენის შემდეგ შეერთებულ შტატებში 50 000 ადამიანი მივიდა სცენასთან რომ გამომშვიდობებოდნენ.მაგრამ ხელმძღვანელობას არ მოსწონდა მისი ხასიათი.მენეჯერმა გამოუცხადა, რომ ცხოვრების სტილი უნდა შეეცვალა.როცა ეს გაიგო, მან კომპანია დატოვა და ჩამოაყალიბა საკუთარისარა ბერნარდტის თეატრი”.მან ბევრი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.ფაქტობრივად პირველი ქალი იყო, ვინც ჰამლეტი შეასრულა.ამ დროს იგი 36 წლის იყო, მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და გახდა საერთაშორისო სელებრითი.სამყაროში არ არსებობს სარასნაირი მსახიობი ქალი ან კაცი.

ერნარდტს არ მოსწონდა სხვა ქალი მსახიობები.ასაკმა ვერაფერი დააკლო მის კარიერას.სარა კიდევ უფრო ბრწყინვალე გახდა, ასაკში შესვლის შემდეგ.ჩანდა რომ ვერაფერი შეაჩერებდა.ის დღეში 14-15 საათს თამაშობდა და ასრულებდა ურთულეს როლებს.საზოგადოება განაცვიფრა, როცა 64 წლისამ, 19 წლის ჯოან მშვილდის როლი შეასრულა.ამ დროს ბერნარდტმა სცენაზე ფეხი დაიზიანა, იტანჯებოა ტკივილით წლების მანძილზე.1915 წელს ჩაუტარდა ამპუტაცია, ასე რომ სარამ ახლა თამაში სავარძელში მჯდომიარემ განაგრძო.მომდევნო წელს, I მსოფლიო ომისას ჯარისკაცებს ართობდა.79 წლის ასაკში დაიწყო ამერიკელი პროდიუსერის ფილმზე მუშაობა, მაგრამ იმდენად ცუდად იყო რომ ვერ დატოვა სახლი, ამიტომ ფილმი თავის მისაღებ ოთახში გადაიღეს.როცა ჯდომა აღარ შეეძლო მან თქვაგადამიღეთ საწოლშიდა სარა ბერნარდტი გარდაიცვალა.ის იმ კუბოში ჩაასვენეს, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა.

1
416
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
416
  
2020, 22 აპრილი, 20:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1