x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6 ხრიკი, რომელიც უფრო მაღალს გამოგაჩენთ

მინიატურული სიმაღლის გოგონებს გარკვეული პრივილეგიები გააჩნიათ. მაგ., ისინი, ხშირად, ასაკით ბევრად უფრო პატარებად გამოიყურებიან, ვიდრე რეალურად არიან. მაგრამ, არის მინუსებიც: სამოს და აქსესუარებს სულ მარტივად შეუძლია გარეგნობის გაფუჭება, თუ გოგონამ ან ქალბატონმა გარკვეული ხრიკები არ იცის.

დაიმახსოვრეთ ეს 6 წესი, რომ ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეთ და იმაზე მაღალი გამოჩნდეთ, ვიდრე სინამდვილეში ბრძანდებით.


image



1. მაისური და ქვედაბოლო. თუ გინდათ, რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდეთ, არ დაივიწყოთ პროპორციების შესახებ. გრძელი პერანგები, მაისურები და სხვა ზედა სამოსი, სილუეტს «ამცირებს». უმჯობესი იქნება, თუ მაგ., მაისურს ქვედაბოლოში ჩაიტანთ. ასე ფეხები, ვიზუალურად, უფრო გრძელი გამოჩნდება.


image



2. ქამარი და ფეხსაცმელი. ნუ გაიკეთებთ განიერ ქამრებს, რადგან ეს სხეულს უფრო სრულად აჩენს და შესაბამისად, – «ადაბლებს». გრძელ კაბას წვრილი ქამარი უფრო მოუხდება ან საერთოდაც, არ უნდა. ხოლო, ფეხსაცმელი კაბის ფერის ტონებში უნდა იყოს.


image



3. ქურთუკი. მინიატურული გარეგნობის ქალბატონებმა უარი უნდა თქვან გრძელ, მოცულობით ქურთუკებზე, რადგან მეტისმეტად ფართე და თავისუფალი სამოსი, ფეხებს «ამოკლებს». უპირატესობა იმ სამოსს მიანიჭოთ, რომლის სიგრძე თეძოზე ან წელზე მთავრდება.


image



4. კაბა. აქ იდეალური ვარიანტი თეძოზე მომდგარი, ე. წ. კაბა ფუტლარია. ხოლო, თავისუფალი კაბის ჩაცმის შემთხვევაში, წელის გამოსაკვეთად, წვრილი ქამარი აუცილებელია.



image



5. კონტრასტი. სამოსის კონტრასტული ფერები (მუქი ქვედა და ღია ზედატანი) სხეულს ორ ნაწილად ყოფს და ხაზს უსვამს ადამიანის ტანმორჩილებას. ამიტომ, უმჯობესია, თუ ნაკლებად კონტრასტული ფერის სამოსს ატარებთ.


image



6. ჯინსი. ჯინსი მაღალ წელზე, იდეალური ვარიანტია მინიატურული გოგონებისთვის. ასეთი შარვალი, ფეხებს, ვიზუალურად აგრძელებს. ხოლო ზედატანი, – ტოპი უნდა იყოს. მაგრამ, თუ მასში თავს არაკომფოტულად გრძნობთ, შეგიძლიათ, მაისური ჩაიცვათ და შარვალში ჩაიტანოთ.


image

imageimageimage

* ჩაცმის სტილი 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის

* 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები
* 2020 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის მოდური ფერები და ტენდენციები

*10 კაბა (პატარა შავი, წითელი, ფუტლიარი...), რომელიც ყოველთვის მოდაშია

*14 რჩევა, დაბალი ბიუჯეტით, მდიდრული და დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად

image

0
405
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0