x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ტიტანი - სატურნის უდიდესი თანამგზავრი
ავტორი: დიმა ნაჭყებია

ტიტანი არის პლანეტა სატურნის უდიდესი თანამგზავრი, ასევე მეორე უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრი მზის სისტემაში. ტიტანის ატმოსფეროს შემადგენლობაში შედის:აზოტი(95%), მეთანი(4, 9%), წყალბადი(0.1%). ტიტანს 15 დღე და 22 საათი სჭირდება, რომ სატურნს შემოუაროს. დაახლოებით იმდენივე დრო, რამდენიც სჭირდება გიგანტი პლანეტების ბუნებრივ თანამგზავრებს.ტიტანი მზიდან ძალიან შორსაა და მისი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით –179.2 ცელსიუსიატიტანი

სატურნის უდიდესი თანამგზავრი 1655 წელის 25 მარტს, ჰოლანდიელმა მეცნიერმა, ქრისტიან ჰიუგენსმა აღმოაჩინა. ასტრონომი ვარაუდობდა, რომ სატურნის მახლობლად მოციმციმე ობიექტი, შეიძლებოდა პლანეტა სატურნის ბუნებრივი თანამგზავრი ყოფილიყო. რამდენიმე დღის მერე მან ეს მოსაზრება დაამტკიცა.

image


კასინი-ჰიუგენსი არის პირველი უპილოტო კოსმოსური ხომალდი, რომელიც სატურნის ორბიტაზე გავიდა და 2004 წლიდან აქტიურად სწავლობს სატურნს და მის ბუნებრივ თანამგზავრებს. ხომალდებს, სახელი ორი მეცნიერის, ჯოვანი კასინისა და ქრისტიან ჰიუგენსის საპატივსაცემოდ ეწოდა.

image რაც შეეხება მითოლოგიასთან კავშირს, ტიტანები იყვნენ ურანოსისა და გეას შვილები, რომლებიც მამამ შეიძულა და დედამიწის წიაღში დამალა. ამ ყველაფერმა გეა გააღიზიანა და განიზრახა ბოლო მოეღო ამ ბოროტებისთვის. მან შექმნა ლითონი- ადამანტი, მისგან ნამგალი დაამზადა და შვილებს მამაზე შურის საძიებლად მოუწოდა.ყველა ტიტანი შეშინდა გარდა ერთისა, ეს იყო კრონოსი, რომელმაც აღასრულა დედის მოწოდება და დაამხო ურანოსის მეფობა. სამყაროს ახალი მმართველი მოევლინა ტიტან კრონოსის სახით.

ტიტანები




1
508
შეფასება არ არის
ავტორი:დიმა ნაჭყებია
დიმა ნაჭყებია
508
  
2020, 22 აპრილი, 20:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1