x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
გუშინ კორონასგან გარდაიცვალა ჩემი ახლაგაზრდობის კარგი ნაცნობი მოსკოველი დეკანოზი– ბასილ კობახიძე

ბასილ კობახიძე თეოლოგი ბასილ კობახიძე კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე აფიქსირებს თავის პოზიციას და თხოვნით მიმართავს ქართულ სამღვდელოებას:


"გუშინ კორონასგან გარდაიცვალა ჩემი ახლაგაზრდობის კარგი ნაცნობი მოსკოველი დეკანოზი ალექსანდრე აგეიკინი, მეორე ნაცნობი დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი, თავისი ტაძრის მთელ სამღვდელოებასთან ერთად იზოლაციაშია, კიდევ მთელი რიგი მღვდლები დაავადნენ რუსეთში, უკრაინაში, რამდენიმე მონასტრის ბერები არიან ინფიცირებულნი. ბელორუსში ორი ეპისკოპოსია საავადმყოფოში. მივმართავ ქართველ მეუფეებს და მღვდლებს: მრავალი თქვენგანი და მე ახლაგზრდობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, რკინის ჯანმრთელობა არ გაქვთ ხომ, ბევრ თქვენგანს ქრონიკული პრობლემები გაქვთ ჯანმრთელობის. ოპერაციები გაქვთ გაკეთებული, ასაკიც უკვე მომატებული გვაქვს. რატომ იკლავთ თავს, ოჯახის წევრები და ახლობლები მაინც შეიცოდეთ. ეს ხომ ვირუსია და არა სატანის ჯარები გესხმიან თავს. რამ გადაგრიათ ასე ყველა ერთად. გთხოვთ ნუ დაიხოცავთ თავებს. დაიცავით საკუთარი თავები, შვილები, შვილიშვილები გყავთ უკვე ბევრს, თქვენი მრევლი. კარანტინი დაიცავით ერთი თვე, თვენახევარი, რა იყო, რა მოგივიდათ" - აცხადებს ბასილი

1
791
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
791
  
2020, 22 აპრილი, 15:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1