x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
„აფრიკის რომის" მეტსახელით ცნობილი ლეგენდარული ქალაქი ლეპტის მაგნა
image

„აფრიკის რომის" მეტსახელით ცნობილი ლეგენდარული ქალაქი ლეპტის მაგნა დაარსდა ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნეში ფინიკიელთა მიერ. შედიოდა კართაგენის შემადგენლობაში. დიდ ქალაქად იქცა რომაელთა დროს. აქ იდგა განთქმული, რომის არმიის მესამე „აუგუსტა" ლეგიონი, რომელიც რომაელთა აფრიკულ სამფლობელოებს აკონტროლებდა.

image

145 წლის 11 აპრილს აქ დაიბადა რომის ერთ ერთი ყველაზე განთქმული „მეომარი" იმპერატორი სეპტიმუს სევერუსი. ის, რომელმაც ერთხელ თქვა „მე ვფლობ ყველაფერს და არ მახარებს არაფერი" და რომლის გარდაცვალების შემდეგ სენატმა გამოაცხადა „სეპტიმუსი ან არ უნდა დაბადებულიყო ან არასდროს არ უნდა მომკვდარიყო". მშობლიური ქალაქი მან რომის იმპერიის ერთ-ერთ უდიდეს მეგაპოლისად აქცია. შემდეგ საუკუნეებში ქალაქი თანდათან დაკნინდა, გახდა ბერბერთა ტომების, ვანდალების შემოსევების მსხვერპლი. აქ საინტერესო არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული. 2011-ში კინაღამ განადგურდა, როცა ლიბიის სამოქალაქო ომის ბრძოლებს და ავიაციის დაბომბვას გადაურჩა. ეს სეპტიმუს სევერუსის აშენებული ტრიუმფალური თაღის, თეატრის და ბაზილიკის ნანგრევების ფოტოებია.


imageimage


წყარო: Archeochronics - არქეოქრონიკა


0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0