x
დომენიკ მანგო კვლავ უპირისპირდება პატრიარქს.

სოცილაური ქსელებში დღეს კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გავრცელდა, რასაც საზოგადოების მხრიდან აგრესია მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო იგივე კუკური ბარამიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:დომენიკ
"ველოდები როდის დაემართება პატრიარქს კორონა, იქნებ კორონამ მაინც გაისტუმროს ჯანდაბაში ეს საბჭოელი ღორები", - რასაც შემდეგში ისევ შლის. ახლა მინდა ყველა იმ ადამიანს მოვუწოდო, რომლებიც აგრესიით განეწყვნენ ამ სტატუსის ავტორის მიმართ, რომ ნუ აყვებიან მსგავს რეალობას აშკარად აცდენილ ადამიანს და აქვე განგიმარტავთ თუ რაში მდგომარეობს მისი რეალური არსი და საერთოდ რა სურს დომენიკ მანგოს საზოგადოებისგან?!

დომენიკ მანგო იგივე კუკური ბარამიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2016 წლიდან ექცევა, როდესაც მსგავსი ბინძური ტაქტიკით უმოკლეს დროში მოაგროვა მაყურებელთა და მკითხველთა ათასობით გამომწერი საკუთარ სოციალურ გვერდზე. მისი ფუნდამენტური პრობლემაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში აბულინგებდნენ თავისი სახელის გამო, ახლა მიეცა შანსი სულიერი ტრამვების ფონზე, რამაც არასრულფასოვნების კომპლექსიც გამოიწვია, ხალხის ბულინგსა და დამცირებას ახლა აქეთ მიჰყოს ხელი, რასაც ყველაზე გაუნათლებელი ადამიანიც კი არ გააკეთებდა. გგონიათ დომენიკ მანგო საღად მოაზროვნე ინტელექტუალია?! რა თქმა უნდა არა, რაც ერთი შეხედვითაც ყველაფერს ცხადყოფს. ერთ-ერთ გადაცემაში მან აღნიშნა, რომ დომენიკო სახელი აიღო გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველიდან, თუმცა, როდესაც მას ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი ჰკითხეს ამ წიგნიდან მან უბრალოდ ვერ უპასუხა. იდეა იმისა, რომ დომენიკ მანგო დრამატულად უწიგნური ადამიანი გახლავთ, ეჭვგარეშეა. მისი ჯგუფი, რომელსაც ეწოდება "აზრთა ომი" ხოლო დევიზათ აქვთ: "სისხლის ღვრა აღარ არის გმირობა, ახლა გმირობა აზროვნებაა" იმდენად აფსურდულია მის გონებრივ აპოგეასთან, რომ ლაპარაკიც კი არ ღირს. კიდევ ერთი დეტალი მინდა მოგახსენოთ. თქვენი აზრით ადამიანს, როდესაც შეუძლია სწორი ანალიზი გააკეთოს ნებისმიერ საკითხზე, ის თავს სკანდალეებით გააცნობს საზოგადოებას?! რა თქმა უნდა არა. ის უბრალოდ ფსევდო პატრიოტიზმის მიჯნას ადგას, რასაც თვითონაც კარგად ხვდება, ხოლო ფსევდო პატრიოტიზმთან ერთად ის ფსევდო ინტელექტუალიცაა.

ბოლოს კი დავამატებ, რომ ბრბოს უყვარს ვიღაცის გაფეტიშება, რადგან ამით თავის არარაობას ამართლებს. სკანდალებით მოხვეჭილი სახელი დროებითია, რადგან დრონი მეფობენ და არა მეფენი. დანარჩენი თავად განსაჯეთ.

1
286
1-ს მოსწონს
ავტორი:გი2გი
გი2გი
286
  
2020, 22 აპრილი, 9:05
ე.ი. ამ ,,დომენიკოს,, პრობლემები ღრმა ბავშვობიდან მოდის, როცა გულგრილი მშობელი შვილს კუკურის არქმევს, როცა კლასში მასზე თამამი და ძლიერი ბიჭების ჩაგვრის ობიექტი ხდება, როცა დაგროვილი აგრესია ,,ტონას იწონის,, და ახლა თავად ცდილობს სიტყვით სხვების გამწარებას, დამცირებას... მეცოდება(
0 1 1