x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რას მოგიტანთ "დაუმორჩილებელი" ახალმთვარეობა - როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება 23 აპრილის შემდეგ
image


23 აპ­რილს ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით კუ­როს ზო­დი­ა­ქოს მე­ხუ­თე გრა­დუს­ში. რო­გორც წესი, კურო დინ­ჯი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ეს ახალმთვა­რე­ო­ბა შეგ­ვიძ­ლია კო­რი­დას შე­ვა­და­როთ. რად­გან ამ მო­სიყ­ვა­რუ­ლე და აუჩ­ქა­რე­ბელ კუ­როს, ახალმთვა­რე­ო­ბა ელ­ვა­სა­ვით და­ა­ცხრე­ბა თავ­ზე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბას აი­ძუ­ლებს.


20 აპ­რი­ლი­დან მზე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­შია. კურო ეს არის კომ­ფორ­ტი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი. ამი­ტომ, სა­ნამ მზე ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, ეს თე­მე­ბი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ახალმთვა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა 23 აპ­რილს, 6:25-ზე მა­ნამ­დე (და­ი­წყე­ბა 22 აპ­რილს 6:36-ზე) გვექ­ნე­ბა მთვა­რის ოც­და­მე­ცხრე დღე. უსი­ა­მოვ­ნო დღეა, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნდა გან­ვლოთ. მთვა­რის მე­ო­რე დღე კი და­ი­წყე­ბა 23 აპ­რილს, 6:49-ზე. რო­გორც ხე­დავთ, მთვა­რის პირ­ვე­ლი დღე სულ რამ­დე­ნი­მე წუთს გას­ტანს. ამი­ტომ, თუ სა­მო­მავ­ლო სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა გსურთ, სწრა­ფად უნდა იმოქ­მე­დოთ. სურ­ვი­ლი კი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს ფი­ნან­სებ­თან, მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან.


კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ერთ-ერთი თე­მაა ფული, თა­ნაც კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში მდე­ბა­რე­ობს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნიც (ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მზეს­თან და მთვა­რეს­თან აქვს შე­ერ­თე­ბა, რაც კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს ამ ას­პექტს). ამი­ტომ, უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბი, რაში იხ­დით ფულს და სა­ი­დან გსურთ ფუ­ლის მი­ღე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი გზე­ბი გა­მო­გიჩ­ნდეთ ან ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ნა­ხოთ სიმ­დიდ­რის და­საგ­რო­ვებ­ლად. ან მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს, ურა­ნის გავ­ლე­ნით მო­უ­ლოდ­ნე­ლოდ და­კარ­გოთ დიდი თან­ხა. ამი­ტომ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, არას­ტა­ბი­ლურ ენერ­გი­ას ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით რომ შეხ­ვდეთ.



გარ­და ამი­სა, ურა­ნი მოგ­ვი­წო­დებს, რომ გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ყვე­ლა­ფერ იმის­გან, რაც ხელს გვიშ­ლის, ზედ­მე­ტი ტვირ­თი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გა­ნაც. მას სი­ახ­ლე­ე­ბი სურს და ეს სი­ახ­ლე­ე­ბი რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის პო­ზი­ტი­უ­რი უც­ნო­ბია. ნუ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ცვლი­ლე­ბებს. მთვა­რის ეს თვე მო­ი­თხოვს ჩვენ­გან, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ ჩვენს ოჯახს. ჩვენს მშობ­ლებს. რო­გორც იცით, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ემო­ცი­უ­რო­ბა იმა­ტებს ამი­ტომ, ეცა­დეთ, არ იყოთ კონ­ფლიქ­ტუ­რი, კრი­ტი­კუ­ლი, არ გა­მო­ე­კი­დოთ სი­ტყვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ ახალმთვა­რე­ო­ბის წინა დღეს (თუმ­ცა, და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მთელ კვი­რას, 29 აპ­რი­ლამ­დე გას­ტანს). პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ახლა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­შია, რაც გვაძ­ლევს და­უ­ფიქ­რებ­ლად ნათ­ქვამ ფრა­ზებს, საკ­მა­ოდ უხეშ ფორ­მა­ში. მერ­კურს კი ცუდი ას­პექ­ტი აქვს პლა­ნე­ტა პლუ­ტონ­თან, რო­მე­ლიც ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებს გა­ნა­გებს. ამი­ტომ, ფრთხი­ლად რო­გორც ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ასე­ვე ძა­ლო­ვა­ნებ­თან და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, ზო­გა­დად.


გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა გა­მოვ­ყოთ 26 აპ­რი­ლი, ეს არის დღე, როცა მთვა­რე და მზე თა­ვი­სი ეგ­ზალ­ტა­ცი­ის ნიშ­ნებ­ში ხვდე­ბა. ამ დღეს სა­სურ­ვე­ლია, ფუ­ლის რი­ტუ­ა­ლი გა­ა­კე­თოთ. ან იმ თე­მა­ზე მი­მარ­თოთ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, სამ­კა­უ­ლე­ბის შე­ძე­ნა, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა, ფუ­ლის და­ბან­დე­ბა (ოღონდ სან­დო საქ­მე­ებ­ში) სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი, ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­წყე­ბა, ბავ­შვის ჩა­სახ­ვა, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა.


ვის რა ელის მთვა­რის ამ პე­რი­ოდ­ში კუ­რო­ში ახალმთვა­რე­ო­ბის შემ­დეგ?


რო­გორც უკვე იცით, კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში მზე­სა და მთვა­რეს უერ­თდე­ბა პლან­ტე­ბა ურა­ნიც (ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილ თე­მებს, რა­საც ურა­ნი გა­ნა­გებს, უნდა და­ვუ­მა­ტოთ ას­ტრო­ლო­გი­აც, ინ­ტერ­ნე­ტიც, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც, მე­გო­ბარ-თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბიც), რაც იწ­ვევს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს, ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას, და­უ­გეგ­მავ მოვ­ლე­ნებს, რაც ჩვენ­გან ითხოვს დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბას და გა­აზ­რე­ბუ­ლო­ბას. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა კუ­როს თე­მებს, ცვლი­ლე­ბე­ბი აქაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.


ვერ­ძი


ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გმარ­თებთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ინ­ტერ­ნე­ტით მო­ი­ძი­ეთ შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო. აქ­ტუ­ა­ლუ­რია ელექტრო­ფუ­ლი­სა და კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის თე­მე­ბი. სა­სარ­გებ­ლოა ამ თვე­ში ელექტრო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი შე­მო­იკ­რი­ბოს ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.


კურო


შე­საძ­ლოა, სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი ძალა, ნიჭი (შე­მოქ­მე­დე­ბი­თიც) აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, აღ­მაფ­რე­ნას იგ­რძნობთ. მის წარ­მო­სა­ჩე­ნად კი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ იმ კუ­რო­ებს, ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც ახალმთვა­რე­ო­ბას­თან ახ­ლო­საა, ეხე­ბა: 22-25 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. უნდა გა­მოხ­ვი­დეთ ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან, გა­მო­ავ­ლი­ნოთ ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი. თუმ­ცა, ისეთ გა­და­წყვე­ტო­ლე­ბებ­საც ნუ მი­ი­ღებთ, რომ მერე ინა­ნოთ. ვი­ცით, რომ თქვენ ხართ დახ­ვე­წი­ლი ნი­შა­ნი, ელე­გან­ტუ­რო­ბის უმაღ­ლე­სი შეგ­რძნე­ბით, მაგ­რამ ახალ მო­გი­წო­დებთ, რომ ურა­ნის უჩ­ვე­უ­ლო­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნოთ: ჩა­იც­ვით ჩვე­უ­ლო სა­მო­სი, გა­ი­კე­თეთ უჩ­ვე­უ­ლო მა­კი­ა­ჟი და გა­და­ი­ღეთ ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­საც მერე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თავთ. მეტი ეპა­ტა­ჟი, მეტი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ. ხოლო თუ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ახალ პრო­ექტს და­ი­წყე­ბეთ, ესეც ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. აქაც გირ­ჩევთ, რომ ძა­ლე­ბი თქვენ­თვის აქამ­დე უჩ­ვე­უ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­სინ­ჯოთ.


ტყუ­პი


23 აპ­რი­ლი­დან მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­კუ­თარ ში­ნა­გან სამ­ყა­როს. რისი მიღ­წე­ვა გსურთ მო­მა­ვალ­ში? თავს უფ­ლე­ბა მი­ე­ცით, რომ ცოტა და­ის­ვე­ნოთ, გა­მო­ნა­ხეთ დრო მე­დი­ტა­ცი­ი­სა და ლოც­ვის­თვის. ახ­ლან­დე­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცია კარ­გია გან­მარ­ტო­ე­ბის­თვის, ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბის­თვის. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს, შე­იძ­ლე­ბა მათ­ში შეხ­ვდეთ იმ კი­თხვებ­ზე პა­სუხს, რაც გა­წუ­ხებთ. აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებთ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ებ­ში, სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მო­ხა­ლი­სე გახ­დე­ბით.


კირჩხი­ბი


მთვა­რის ამ თვე­ში ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე უნდა გა­დახ­ვი­დეთ, უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე უნდა გახ­დეთ. მე­ტად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ. ვირ­ტუ­ა­ლუ­რად იკონ­ტაქ­ტეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბა ინ­ტერ­ნე­ტით და­ი­წყოს ან პრო­ექ­ტე­ბი ონ­ლა­ინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.


ლომი


ურა­ნი მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბას შე­მო­ი­ტანს თქვენს კა­რი­ე­რა­ში, ან და­წი­ნა­ურ­დე­ბით, ან შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლოთ საქ­მი­ა­ნო­ბის, ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა. აით­ვი­სეთ ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, გა­ჯე­ტე­ბი. იყა­ვით მზად ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის!


ქალ­წუ­ლი


გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბის­გან, მე­ტად და­ა­ფა­სებთ სა­კუ­თარ თავს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი, იყა­ვით ორი­გი­ნა­ლუ­რი. შე­იძ­ლე­ბა გე­ნი­ა­ლუ­რი მიგ­ნე­ბა გა­ა­კე­თოთ. ზო­გი­ერ­თი ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტს. თქვენ სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ გახ­დეთ ცნო­ბი­ლი, თუნ­დაც ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო­ში.



განაგრძეთ კითხვა




0
597
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0