x
მეტი
  • 13.07.2020
  • სტატია:101478
  • ვიდეო:346694
  • სურათი:465393
რა კავშირი აქვს თქვენს სამოსს თქვენს ხასიათთან? გააკეთეთ ტესტი და გაიგეთ
image


ფრანგი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სამოსითა და მისდამი დამოკიდებულებით შესაძლებელია პიროვნების შეფასება. გთავაზობთ ტესტს, რომელიც ქალბატონებს თავიანთი ხასიათის ზოგიერთი მხარის დანახვაში დაეხმარება.


1. ყოველ სეზონზე იძენთ ახალ ტანსაცმელს, თუნდაც ამის აუცილებლობა არ იყოს?


კი - 3 ქულა, არა - 0 ქულა



2. როგორ ქსოვილებს ამჯობინებთ?


სადას - 3 ქულა, ჭრელაჭრულას - 2 ქულა, ჩემთვის სულერთია - 0 ქულა


3. როგორი სტილი გაქვთ?


საქმიანი - 0 ქულა, სპორტული - 3 ქულა, შედარებით მოდური - 5 ქულა, ულტრამოდური - 7 ქულა


4. გყოფნით სითამამე, შეიმოსოთ ექსტრავაგანტულად ან პირველმა ჩაიცვათ ულტრამოდური ტანსაცმელი?


კი - 5 ქულა, ხშირად - 3 ქულა, არა - 0 ქულა


5. მოგწონთ ფერთა თამამი შეხამება?


კი - 5 ქულა, ზოგჯერ - 3 ქულა, არა - 0 ქულა


6. როგორ თავსაბურავს ამჯობინებთ?


ფართოფარფლიან შლაპას - 7 ქულა, ვუალიან შლაპას - 4 ქულა, პატარა შლაპას - 2 ქულა, საერთოდ ვერ წარმოგიდგენიათ თავი შლაპით - 0 ქულა


7. როგორი ჩანთა მოგწონთ?


საქმიანი სტილის დიდი ზომის ჩანთა - 4 ქულა, მკაცრი ტიპის ქალური ხელჩანთა - 3 ქულა, ძალიან პატარა ხელჩანთა - 2 ქულა, მომწონს ის, რაც მოდურია - 0 ქულა


8. გიყვართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი?


კი - 3 ქულა, არა - 0 ქულა


9. კარადაში მოგეპოვებათ თუნდაც ერთი რამ, თქვენი ნახელავი?


კი -3 ქულა, არა - 0 ქულა


10. შინ გაცვიათ?


კაბა - 5 ქულა, სპორტული კო­ს­ტიუმი - 3 ქულა, ხალათი - 0 ქულა


11. ქსოვილზე თქვენი საყვარელი მოხატულობაა?


ყვავილები - 7 ქულა, წრეები, წინწკლები - 5 ქულა, ზოლები - 3 ქულა, გეომეტრიული ფიგურები - 1 ქულა, სადა ქსოვილებს ამჯობინებთ - 0 ქულა


იხილეთ პასუხები



0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0