x
მისი კაბები ფქვილის ძველი ტომრებისგან იყო შეკერილი, არ ჰქონია ფეხსაცმელი რვა წლამდე... მოგვიანებით კი გახდა პირველი რეკორდსმენი ქალი ფრენაში
ჟაკლინ კოქრანი

ერთ დღეს 1953 წლის მაისში, პილოტი ჟაკლინ კოქრანი მიფრინავდა F-86 ტიპის გამანადგურებლით.უცბად მოისმა ხმა, მიწაზე ვარდნისა.ვერტმფრენი მთელი სისწრაფით მიემართებოდა დაბლა, თუმცა ჟაკლინმა მოახერხა, რომ შეენარჩუნებინა ვერტმფრენზე კონტროლი და უფრო მეტიც ის გაფრინდა ხმის გავრცელებაზე სწრაფი სიჩქარით.ეს წუთი ტრიუმფი იყო მისთვის.იგი პირველი ქალი გახდა ისტორიაში, ვინც ვერტმფრენით ასეთი სისწრაფე განავითრა.


ჟაკლინმა ბევრი რეკორდი მოხსნა თავის სიცოცხლეში.იგი ძალიან წარმატებული პილოტი და მთელს მსოფლიოში ცნობილი იყო.


მან არადროს იცოდა ზუსტად სად ან როდის დაიბადა, გარდა იმისა რომ იგი სავარაუდოდ 1910 წელს დაიბადა ფლორიდაში.თავისივე ქალაქში მაგრამ სხვა ოჯახში გაიზარდა.მისი ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ზოგჯერ საჭმელიც კი არ ჰქონდათ.ჟაკლინის კაბები ფქვილის ძველი ტომრებისგან იყო შეკერილი, არ ჰქონია ფეხსაცმელი რვა წლამდე.სამსახური ძალიან მცირე ასაკში დაიწყო, ამიტომ ვერ შეძლო რომ სკოლაში რეგულარულად ევლო.ადგილობრივი სკოლის მასწავლებელმა მას კითხვა ასწავლა.



პილოტი


ოდესაც ჟაკლინი მხოლოდ რვა წლის იყო, მუშაობა დაიწყო ბამბის ქარხანაში და საბოლოოდ მან შეძლო რომ ეყიდა ერთ წყვილი ფეხსაცმელი.ორი წლის შემდეგ სამსახური დაკარგა, მაშინ როცა მუშები სამი თვით გაიფიცნენ.ამ ერთი შეხედვით საშინელმა მომენტმა მისი ცხოვრება შეცვალა, ჟაკლინმა მოძებნა სამსახური სილამაზის სალონში, კოლუმბუსში, ჯორჯიაში.მოგვიანებით მუშაობდა სხვა სილამაზის სალონში მონტგომერიში, ალაბამაშ.იგი თავს არ ზოგავდა და გახდა ძალიან წარმატებული სილამაზის სფეროში.


კოქრანი ყოველთვის ფიქრობდა ახალ გზებზე, რომ თავის საქმეს დახმარებოდა.მან გადაწყვიტა, რომ თვითმფრინავის მართვა კარგი რეკლამა იქნებოდა იმ სალონისთვის, სადაც მუშაობდა.ასე რომ, 1932 წელს მან დაიწყო ფრენის შესწავლა.კოქრანი არ იყო ჩვეულებრივი მოსწავლე.პირველივე დღიდან ნათელი გახდა, რომ ის ბუნებით გახლდათ პილოტი.სამ დღეში მან პირველი დამოუკიდებელი ფრენა განახორციელა, სამ კვირაში კი აიღო ვერტმფრენის მართის მოწმობა.მეტი გამოცდილება რომ მიეღო ის ანაზღაურების გარეშე მუშაობდა ბორტგამცილებლად.ყველაფერი რაც სურდა იყო შანსი, რომ მოეპოვებინა კონტროლი და ესწავლა პილოტებისგან.ჟაკლინი მალე მზად იყო, რომ კაცს შეჯიბრებოდა ფრენაში.


კოქრანი ასევე შესანიშნავი ბიზნესვუმენი იყო.1934 წელს, მან დაიწყო თავისი საკუთარი კოსმეტიკის ბიზნესი.მაგრამ მას მეტი სურდა და ეს მეტი იყო ფრენა.მას ასევე უნდოდა რომ ფული გაეკეთებინა ამით.ამავე წელს შედგა მისი პირველი რეისი-ინგლისი ავსრტალიის მიმართლებით.იგი ამ რეისიდან 10000$-ს მოელოდა.კოქრანი და მისი პარტნიორი ძალიან მაღალი სიჩქარით მიფრინავდნენ.სამწუხაროდ, თვითმფრინავს მექანიკური პრობლემები შეექმნა და იძულებით მოუხდათ რუმინეთში დაშვება.

სტატიები ჟაკლინის შესახებ


ალე კოქრანმა შეასრულა ტრანსკონტინენტური რეისი ამერიკის შეერთებულ შტატებში.როდესაც აფრინდა თვითმფრინავმა ძალის დაკარგვა დაიწყო.ძალიან ნისლიანი დილა იყო და წინ არაფრის დანახვა არ შეეძლო, თუმცა როგორღაც მაინც მოახერხა თვითმფრინავის აწევა.ძალიან ნელა მიფრინავდა და საბოლოოდ კიდევ ერთხელ მოუწია რეისის დატოვება.


1938 წელს მან გაიმარჯვა ბენდიქს ტროფის შეჯიბრებაში.საჩუქრის მიღების შემდეგ ავიდა ვერტმფრენზე და ახალი სიჩქარის რეკორდი დაამყარა.წლების მანძილზე ერთმანეთის მიყოლებით ამყარებდა ჟაკი რეკორდებს.მან ერთდროულად ორასი ეროვნული რეკორდი მოხსნა. თავისი სიცოცხლის მანძილზე მოხსნა ყველაზე მეტი რეკორდი ვიდრე სხვა პილოტებმა მსიფლიო ისტორიაში.


1940-იან წლებში II მსოფლიო ომის განმავლობაში კოქრანმა გააანალიზა, რომ ქალ პილოტებს შეეძლოთ ქვეყნისთვის დახმარების გაწევა.მას სურდა რომ ქალი მფრინავებისთვის პროგრამა შეექმნა.მაგრამ აშშ-ს მთავრობამ უარყო, რადგან ფიქრობდნენ რომ ქალს ამის გაკეთება არ შეეძლო.ორი წლის შემდეგ კოქრანი დანებდა.იმის მაგივრად რომ 25 პილოტ ქალთან ერთად ინგლისში გაფრენილიყო, ისინი ვერტმფრენთა საწარმოებიდან სადაც იწყობოდა მაშინდელი გამანადგურებლები, გაფრინდნენ სამხედრო დანაყოფებში.ეს პროგრამა იმდენად წარმატებული გამოდგა რომ აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა კოქრანის იდეა გამოეცადათ.


ჟაკლინ კოქრანი


ოქრანმა დაიწყო ამერიკელი ქალი პილოტების წვრთნა.ჯგუფს დაერქვაქალ პილოტთა საჰაერო ძალები”.წვრთნა ძალიან რთული იყო.როდესაც მათ დაამთავრეს კურსი, დატესტეს ახალი თვითმფრინავები და ისინიც რომელიც რეაბილიტირებული იყო.”ქალ პილოტთა საჰაერო ძალებიორი წელი ემსახურებოდა წვეყანას.მათ მიიღეს ისეთივე რთულილ ტრენინგები, როგორც მამაკაცმა პილოტებმა და თავიანთი ცხოვრების წლები სამშობლოს დახმარებას შესწირეს ომში, მაგრამ აშშ-ს მთავრობამ უასრი განაცხადა მათთვის სამხედრო სტატუსის მინიჭებაზე.აგრეთვე მათ არ ჰქონდათ თანაბარი უფლებები და სარგებლები.პენსიაზე გასვლის შემდეგ, მათ არანაირი გარანტია არ გააჩნდათ.საკუთარი სახსრებით იხდიდნენ წვრთნებისთვის საჭირო გასასახადების გადახდას.თვითონვე ზრუნავდნენ ჩაცმულობაზე.38 ქალი პილოტი გარდაიცვალა და არცერთი მათგანის დაკრძალვის ხარჯები არ აანაზღაურა, არც ცხედრების ოჯახებში გადასვენებაზე იზრუნა.ომის დასრულების შემდეგ ქალებს, რომლებმაც ამხელა შრომა გასწიეს და გარისკე საკუთარი სიცოცხლე არ მიუღიათ მადლობა მთავრობისგან.30 წლის შემდეგ პრეზიდენტმა ჯიმ კარტერმა, საბოლოოდ მიანიჭა ქალ პილოტებს ოფიციალური სამხედრო სტატუსი.


ომის შემდეგ ჟაკლინმა განაგრძო რეკორდების დამყარება ფრენაში, მედლებისა და პრიზების მიღება.1954 წელს მან დაწერა წიგნი თავისი ცხოვრების შესახებ, სახელად, ”ვარსკვლავები შუადღისას”.კოქრანი ხვდებოდა პრეზიდენტებს, მეფეებსა და სხვა მსოფლიო ლიდერებს.მას უწოდებდნენ ამერიკის მხარდამჭერ ბიზნესვუმენს და გახდააერონავტიკის საერთაშორისო ფედერაცციისპრეზიდენტი.მას არასდროს შეუწყვეტია მუშაობა, სწავლება და სწავლა.ჟაკლინ კოქრანი 198პ წელს გარდაიცვალა.მისმა თავდაუზოგავმა შრომამ მოიტანა წარმატება და დიდებულება მისი ცხოვრების.

4
160
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
160
  
2020, 21 აპრილი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურაბ ლუხავა-ის კომენტარზე
2020, 20 აპრილი, 23:39
ჩემო მეგობარო,სამჭოს წევრი არც მე გახლავართ.თვითმფრინავი და ვერტმფრენი სხვადასხვა აპარატებია,ეს მეორეკლასელმა ბავშვმაც კი იცის.მომავალში,გთხოვთ სწორად თარგმნოთ.თქვენს ნათარგმნს სხვადასხვა განათლების მქონე ხალხი კითხულობს.
2020, 20 აპრილი, 23:26
მოგესალმებით,პირველ რიგში გეტყვით რომ მე მთარგმნელი ვარ და არა უშუალო ავტორი აღნიშნული სტატიის,არ ვარ ასევე საფრენი აპარატების შემსწავლელი საბჭოს წევრი,რომ აღნიშნულ ციფრებში რაიმე ცდომილება შემემჩნია თუ ასეთი არსებობს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას"ტუმინეთთან"(რუმინეთი) დაკავშირებით,ეს მექანიკური ხარვეზია და
გამოვასწორებ,მადლობთ შენიშვნისთვის!
2020, 20 აპრილი, 22:56
ორი შეკითხვა მაქვს ამ სტატიის ავტორთან.პირველი-ტუმინეთი ქვეყანაა? სად მდებარეობს? ხომ არ გეშლებათ სახელი? მეორე შეკითხვა-ბგერის გავრცელების სიჩქარეზე მეტი ანუ ზებგერითი სიჩქარე წარმოიშობა მაშინ,როცა საფრენი აპარატი განავითარებს 1224 კმ/სთ-ზე მეტს.თქვენ საუბრობთ ვერტმფრენზე,ანუ პილოტმა ზებგერითი სიჩქარე განავითარაო ვერტმფრენითო.არათუ 1954 წელს,თანამედროვე ვერტმფრენებში არ მეგულება არც ართი დასახელების და მარკის ვერტმფრენი,რომელიც ამგვარ სიჩქარეს განავითარებს.რეაქტიულ თვითმფრინავში ხომ არ გეშლებათ? ვერტმფრენი იგივე ვერტალიოტია თქვენებურად.ეს ისე,განმარტებისთვის.
0 1 4