x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100965
  • ვიდეო:346190
  • სურათი:464461
ვიტამინები სჭირდება არა მხოლოდ ორგანიზმს, არამედ სულსაც
თქვენ, მკითხველო, შესანიშნავი ადამიანი ხართ, ვინც არ უნდა იყოთ! მაგრამ ზოგიერთები შესაძლოა, ასე არ ფიქრობენ. თუ ამ ყველაფერზე პასუხად, რასაც ამბობთ და აკეთებთ, სხვების მხრიდან გრძნობთ უმიზეზო არაკეთილგანწყობილებას, მაშასადამე, აქ საჭიროა რაღაც მოიმოქმედოთ და ეს თქვენ შეგიძლიათ. სხვა ადამიანებიც ხომ ისეთივენი არიან, რგორიც თქვენ ხართ.

არაკეთილგანწყობილება შეიძლება გამოიწვიოს სიტყვებმა, რომელთაც ადამიანი წარმოთქვამს, იმ ტონმა, რომლითაც ამ სიტყვებს ამბობს. ადამიანისადმი ცუდი დამოკიდებულება შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიურმა რეაქციამ მისი მხრიდან. ძალიან ძნელია საკუთარი დანაშაულის აღიარება, კიდევ უფრო რთულია აღიარების შემდეგ დანაშაულის გამოსყიდვა, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება და საჭიროცაა.

როცა თქვენ გულში გხვდებათ, გწყინთ, რასაც ადამიანები გეუბნებიან ან როგორ გეუბნებიან, მაშინ სავსებით შესაძლებელია რომ აქ ნაწილობრივ თქვენცა ხართ დამნაშავე, რაც გამოიხატება ტქვენს ინტონაციაში, თქვენს მიერ სხვების მისამართით თქმულ სიტყვებში. ეცადეთ განსაზღვროთ რა იწვევს თქვენს გაღიზიანებას, შემდეგ კი ეს თქვენის მხრივ გამორიცხეთ სხვებთან ურთიერთობისას. თუ თქვენ გულს გტკენთ ჭორები, ნუ გაიმეორებთ მითქმა–მოთქმებს, რომელთაც შეუძლია შელახოს სხვების თავმოყვარეობა. თუ გარკვეულ სიტყვებს და ქმედებებს მიუღებლად თვლით თქვენი მისამართით, ნუ დაუშვებთ მათ სხვებთან მიმართებაში. თუ არ მოგწონთ, რომ გიყვირიან, მაშინ ხმას ნუ აუწევთ სხვების მისამართით, სულერთია ვინ იქნება, ხუთი წლის ბავშვი თუ ყველაზე ახლო მეგობარი. თუ გეწყინებათ, რომ თქვენს წინადადებას უარყოფენ ან დამახინჯებულად ხსნიან, ეცადეთ ყოველთვის გამოხვიდეთ მხარდაჭერით, გინდაც ეჭვებს გამოთქვამდნენ სხვები. თუ არსასიამოვნოა თქვენი მისამართით გამოთქმული შენიშვნები, ხუმრობები და სარკაზმი, თუ კრიტიკა მეგობრებისა და ნათესავების მხრიდან გულში გხვდებათ, იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის სხვების მისამართით გამოყენება გამოიწვევს მათში უკმაყოფილებას და წყენას. დაბოლოს, თუ კომპლიმენტები გსიამოვნებთ, თუ გინდათ, რო ახსოვდეთ, თუ გახარებთ რომ ვიღაც ფიქრობს თქვენზე, თამამად შეიძლება დაუშვათ, რომ თქვენი კომპლიმენტებიც მიანიჭებს სხვებს სიამოვნებას, რომ თქვენ ვიღაცას სიხარულს მოგვრით, შეახსენებთ რა საკუთარ თავს ან წერილს დაუწერთ.

როცა ადამიანები ერტმანეთს წერილებს წერენ, მათი გულწრფელი ურთიერთობა უმჯობესდება. ყოველ ადამიან წერილში შეუძლია გამოხატოს აზრები, რომელთა გამოსახვა საუბარში შეუძლებელია. ქორწინების შემდეგაცაა საჭირო სასიყვარულო წერილების წერა (არ უნდა შეწყვიტოთ!).


წერილის წერის პროცესი –ეს აზროვნებაა. როცა ადამიანი წერს, ის ქაღალდის დახმარებით აფორმებს თავის აზრებს. წარსულის მოგონებები, აწმყოს ანალიზი და წარმოდგენა მომავლის შესახებ ადამიანს წარმოსახვას უვითარებს. რაც უფრო მეტ წერილს წერს ადამიანი მით უფრო ანიჭებს ისინი მას სიამოვნებას.

თუ შეუძლია წერილს ბედნიერების მოტანოს? რასაკვირველია შეუძლია, თუ ის იწერება დგფ–ს (დადებითი ფსიქოლოგიური განწყობის) მოზიდვით! დფგ მოიცავს ისეთ დადებით თვისებებს, როგორებიცაა რწმენა, იმედი, მოწყალება, ოპტიმიზმი, სიმხნევე, დიდსულოვნება, მომთმენლობა, ტაქტი, თავაზიანობა, კეთილმოსურნეობა, ინიციატივიანობა, გულმართალობა და საღი აზრი.

. ადამიანები ბედნიერები არიან იმ ზომით, რა ზომითაც სურთ იყვნენ ბედნიერები.

. როცა აბედნიერებ სხვა ადამიანს, ბედნიერება თვითონ მოდის თქვენთან.

. როცა სხვებს უზიარებთ თქვენს სიხარულს, იგი მრავლდება.

. წუხილსა და გასაჭირის გაზიარებისას, პასუხად ახალ წუხილსა და გასაჭირს მიიღებთ. ნუ თრგუნავთ სხვებს თქვენივე ქმედებით მოწყობილ ცხოვრებაზე! დიახ, ძირსაც მიფოფხავს დარდისგან, მაგრამ სხვებს იუმორით ვუყვებოდი საკუთარ ბედნავსობას. პასუხი ეძებეთ რატომ გემართებათ! გამოსავალი წუწუნში როდი მოიპოვება!

. ბედნიერება სახლში იწყება. ოჯახის წევრებიც ადამიანები არიან. ასიამოვნეთ ახლობლებს, მათი გული მოიგეთ. ეცადეთ მათ მიმართ იყოთ ყურადღებიანები, როგორც იგებენ მყიდველების გულს კარგი გამყიდველები.

. იგრძენით სხვების რეაქცია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. თუ ადამიანი ეწყობა თავის თავს, მაშინ ის მთელს სამყაროს შეეწყობა.

თქვენ, მკითხველო, ყველაფერი წესრიგში გაქვთ? თუ გაწუხებთ ღაღაც ეჭვი ან დანაშაულის რაღაც გრძნობა გიშლით ხელს მიაღწიოთ თქვენსას. რას ელოდები ჰე, ადექი და შეუდექი სულის ვიტამინების დამზადებას და იმუნიტეტის გაზლიერებას თქვენივე ქმედებებით!

ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს სახლის კედლებში ვატარებთ, მეტი დრო მოგვეცა ერთად გასატარებლად, სასაუბროდ, სამომავლო გეგმების ჯანსაღად დასაგეგმად.

მე თქვენ გისურვებთ თბილ და ჰარმონიულ ურთიერთობებს, სულიერ სიმდიდრეს და ჯანმრთელობას ჩემო საყვარელო ადამიანებოჰაფი დეი



0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:თათია ჯიჯიეშვილი
თათია ჯიჯიეშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0