x
image
intermedia.ge
Mediator image
სახალისო სამედიცინო ტესტი - გაიგე პიროვნების ხასიათი ფეხის თითების მიხედვით
image


ხელებს მდგომარეობის მიხედვით ადამიანზე მსჯელობა რომ შეიძლება, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მაგრამ თურმე ტერფების მიხედვითაც შეიძლება ადამიანზე წარმოდგენა შეგვექმნას. დააკვირდით ტერფებს კარგად - ისინი პიროვნებაზე გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდიან.


ეს ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რას ამბობენ ფეხები, უფრო სწორად - ფეხის თითები თქვენს პიროვნებაზე. სხვათა შორის, ვინც კი გააკეთა, ყველა გაკვირვებული დარჩა, იმდენად სწორი პასუხი მიიღო. 100%-იანი დამთხვევაა! შენ შემთხვევაში?


რომაული ტერფი



image


რომაულია ტერფი, თუ დიდი და მეორე თითი ტოლი სიგრძისაა. ასეთი ფეხის თითების მქონე ადამიანები გამორჩეულად სოციალური და კომუნიკაბელურები არიან. მათ არ უყვართ დიდი ხნით ჯდომა. სამაგიეროდ გატაცებული არიან მოგზაურობით და ახალ-ახალი კულტურების გაცნობით. არიან ექსცენტრულები და უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ახასიათებთ ქარიზმატულობა და მათგან ხშირად კარგი ორატორები და ბიზნესმენები გამოდიან. რომაული ტერფის მქონე ადამიანებმა იციან მგზნებარე სიყვარული.


ფერმერის ტერფი


image


ფერმერის ტერფის შემთხვევაში ყველა თითი პრაქტიკულად ერთნაირი სიგრძისაა და ვიზუალურად კვადრატს ჰგავს. ტოლი ფეხის თითების მქონე ადამიანები თავშეკავებულობით გამოირჩევიან, ისინი ძალიან საიმედო და კეთილსინდისიერი ადამინები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია წესრიგი და სისუფთავე. ფერმერის თითების მქონე ადამიანები ხშირად რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ, გამოირჩევიან სიმშვიდით, მათი მოქმედება წინასწარაა გათვლილი და, აქედან გამომდინარე, საიმედო და პრაქტიკული ადამიანები არიან. ფერმერის ტერფიანი ადამიანები ძალიან იშვიათად აძლევენ თავს ემოციების მიხედვით მოქმედების უფლებას.


ბერძნული ტერფი


image


ბერძნულ ტერფის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მეორე თითი სხვებთან შედარებით გრძელია და მკვეთრადაა წინ გამოწეული. ასეთი ტერფის მქონე ადამიანები არიან ენთუზიასტები, მიზანდასახულები და კრეატიულები. შეუძლიათ სხვების მოტივირებაც. ბერძნული ტერფის მქონენი ოპტიმისტები და იმპულსურები არიან. თუმცა ეს ხალხი სტრესის მიმართ რეზისტენტულებით არ გამოირჩევიან და შეიძლება გაუჭირდეთ ისეთი ყოველდღიური წვრილმანის გადაწყვეტაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ფეხსაცმლის ყიდვა. აი, პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება კი მათი მოწოდებაა. საწოლში და სამსახურში დომინანტები არიან. ბერძნული ტერფი უფრო ხშირია არტისტებში, სპორტსმენებში, ორატორებსა და ნოვატორებში.


გრძელი ტერფი


image


განაგრძეთ კითხვა



3
1529
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1529
  
22 აპრილი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

21 აპრილი, 14:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

21 აპრილი, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3