x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
,, Covid19 "- ის სადეზინფექციო კორიდორები
კოვიდი

“ Covid 19 "- ის დღევანდელი გლობალური პანდემია ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევა არის, არა მხოლოდ საერთაშორისო ჯანდაცვისათვის, არამედ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხითაც.ეს არის კრიზისი, რასთანაც გამკლავება ზესახელმწიფოებსაც უჭირთ და არათუ ამ პატარა სახელმწიფოს, საქართველოს სახით.და ამიტომ ამ ეტაპზე აუცილებელია სწორი დასკვნების გაკეთება, დაფიქრება და ეფექტური ზომების მიღება სასწრაფოდ, რათა თუნდაც მომავალში ქვეყანა ბევრად უფრო მომზადებული შეხვდეს ნებისმიერი სახის მსგავს გლობალურ კრიზისს და მყისიერად ამოიქაჩოს ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ხალხშია გაბნეული.ქვეყნისა და ეკონომიკის გადარჩენა მხოლოდ ტურიზმით ვერ მოხერხდება, რაც პანდემიამ სამწუხაროდ დაადასტურა, არადა მის განვითარებაში მილიონობით ინვესტიცია შეჩერდა, რაშიც არის ჩადებული მსხვილი ფული.შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა და დაგვარწმუნა იმაში, თუ რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ეროვნული წარმოება.ეს იქნება სამრეწველო, მანუფაქტურული ინდუსტრია თუ განვითარებული სოფლის მეურნეობა, რისი კომბინაციაც და ერთობლიობაც უზრუნველჰყოფს ეროვნულ უსაფრთხოებას ეკონომიკურ-აღმშენებლობის დარგში.

ფარდაგი

ჩვენის მხრივ გთავაზობთ ახალ ინოვაციურ მიგნებას მრავალფუნქციური ქვა-ფარდისა და ქვა-ფარდაგის სახით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, არა მარტო ვირუსთან ბრძოლის პრევენციისათვის, არამედ სოფლის მეურნეობაში- სასათბურე სექტორის განსავითარებლად. ვფიქრობთ, რომ ეს არის ის პრევენციული მექანიზმი, რაც ქვეყანას და მთლიან მოსახლეობას აარიდებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და გამართული ფუნქციონირების საშუალებას ეტაპობრივად მოგვცემს, როგორც საჯარო სტრუქტურებს, ასევე კერძო და ბიზნეს სექტორს. გთავაზობთ ქვა- ფარდისა და ქვა-ფარდაგის შესაძლებლობების მოკლე აღწერას: გამჭირვალე მანათობელი ქვა-სარკე-ფარდა სინათლის ახალი დიზაინით, რომლის წარმოების მეთოდი მოიცავს გამჭირვალე-მანათობელ სამშენებლო ელემენტში ჩაშებებულ, მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებულ, კრისტალურ-ლაზერულ-სენსონურ მოწყობილობებს, რაშიც სინათლე გაივლის არამხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ სხვადასხვა გზით, მიუხედავად სამშენებლო მასალის სისქისა, რისი გამოყენებაც ასევე მიზანშეწონილია პიქსელურ მონიტორად ნაირგვარი სახის ღია სივრცეებში, რომლის მართვაც კომპიუტერულ-მობილური აპლიკაციებითაც არის დასაშვები და კონტროლირებადია 3დ-ს და სხვა ვირტუალური გამოსახულებებით, რომელიც ლანდფშატისა და ინტერიერის დიზაინერებს თავიანთ პროფესიაში მეტ შემოქმედებით თავისუფლებას მისცემს.


ფარდა

ახალი სინათლის დიზაინით უნივერსალური, გამჭირვალე, მანათობელი ქვა-ფარდაგი არ საჭიროებს დაგებას და მისი დაფენაც ნებისმიერ ვაკურ-რელიეფზე რეკომენდირებულია.როგორც აღვნიშნეთ გამოგონება არ ზღუდავს სამშენებლო ელემენტის ფორმებსა და ზომებს და ქვაში ჩაშენებული სარწყავი სისტემა დასაშვებია სოფლის მეურნეობაში, სასათბურე მეუნეობისთვის გათბობა-გაგრილებისა და მორწყვა-შეწამვლის ფუნქციით.რაც შეეხება შემაკავებელი სადეზინფექციო ფლიგელების დამონტაჟებას საბაჟოებზე, სასაზღვრო პუნქტებში, აეროპორტებში, საავადმყოფოების, სამინისტროების, მუნიციპალური სამსახურების შესსვლელებში, აგრეთვე სხვადასხვა სტრატეგიულ და ხალხმრავალ ობიექტებზე, რომლის სისტემის მეშვეობით სადეზინფექციო საშუალებების ამოფრქვევა შესახლებელია მშრალი ორთქლით, ჭავლითა და ულტრაიისფერი ნათების დასხივებით. ტექნოლოგიის უპირატესობა ასევე გამოიხატება ელექტროენერგიის გამომუშავებაში და ტექნოლოგიებთან სიმბიოზი აგრეთვე გულისხმობს ქვაში სენსონურ-დეტექტორების და მრავალფეროვანი დანიშნულების ინტეგრალური სქემების ჩაშენებას, რომელსაც პროდუქცია სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს და ნებისმიერი სახის ვირუსთან საბრძოლველად ეს ინოვაცია ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს პრევენციის სახით, დასძენს ბ-ნი კონსტანტინე რამიშვილი, რომლის აზრითაც მიმდინარე კრიზისი, ჩვენი, როგორც საზოგადოების კიდევ ერთი შესაძლებლობა არის, რომ მისგან თავის დასაღწევად კიდევ უფრო ძლიერები და კონკურენტუნარიანები გავხდეთ.


ჯორჯიანა

მოქალაქე ჟურნალისტი

19.04.2020 თბილისი/საქართველო

2
102
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
102
  
მოხარული ვარ,რომ მოგეწონათ და ამოქმედების შემთხვევაში,როცა კი გაამართლებს ეს შემოთავაზება, უფრო აქტუალური იქნება ისიც,ჩვენი დროის მოდერნიზებულ ერაში.
2020, 19 აპრილი, 21:34
რა საინტერესოააა
0 1 2