x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
COVID-19–ის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ძირითადი მექანიზმი  უკვე ცნობილია

ვერონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19–ით ინფიცირებული პაციენტების სისხლის ანალიზები შეისწავლეს. ხოლო, კვლევის შედეგები გამომცემლობა Hematology, Transfusion and Cell Therapy–მა გამოაქვეყნა.


image


ისინი დაკვირვებას 1210 პაციენტზე აწარმოებდნენ. მათ შორის 224 ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და როგორც აღმოჩნდა, არსებობს პირდაპირი კორელაცია (კავშირი) ერითროციტებში ჰემოგლობინის მდგომარეობას და დაავადების მიმდინარეობას შორის. ჰემოგლობინის დონე მნიშვნელოვნად შეუმცირდათ იმ პაციენტებს, რომლებსაც სხვებთან შედარებით, დაავადების უფრო რთული ფორმები ჰქონდათ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი კვლევების ფონზე, COVID-19–ის კლინიკური სურათი ძირეულად იცვლება: თუ აქამდე, ვირუსით დაავადების დროს, ყველაზე სერიოზული გართულება — მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი იითვლებოდა, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმი ანთებით პროცესთან ბრძოლისას, ფილტვებში დიდი რაოდენობით სითხეს, ე. წ. ექსუდატს გამოყოფს, რაც თავის მხრივ, პაციენტებში სუნთქვის უკმარისობას იწვევს და ფილტვებიდან სისხლში საჭირო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ გადადის.

ახლა კი, გამოდის, რომ ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობას და ამით გამოწვეული პოლეორგანული უკმარისობის მიზეზი, ფილტვების ანთება კი არა, კორონავირუსის მიერ ერითროციტებზე მიტანილი შეტევა და ჰემოგლობინის დონის შემცირება არის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური კვლევა ჩინელმა ბიოლოგებმაც ჩაატარეს და ისინიც იგივე დასკვნამდე მივიდნენ:

კორონავირუსის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ძირითადი მექანიზმი — ერითროციტებში ჰემოგლობინზე შეტევის განხორციელება და სისხლისთვის ჟანგბადის ტრანსპორტირების ფუნქციის დაქვეითება არის.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageრა უნდა გავაკეთოთ, რომ მრავალჯერადი გამოყენების პირბადე უსაფრთხო იყოს (გარეცხვა საკმარისი არ არის)


image

დასახელდა ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსის გადადების ყველაზე სახიფათო პერიოდი

image



«შეიძლება, ვირუსი უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე გვეგონა» — აცხადებენ მეცნიერები


image

2
646
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
646
  
2020, 22 აპრილი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 21 აპრილი, 14:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2