x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
საუკუნეების სიღრმეში დამარხული საიდუმლო - ლანჩანოს სასწაული
ეს ამბავი VIII საუკუნეში მოხდა. იტალიის ქალაქ ლანჩანოს ეკლესიაში წმინდა ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება მიმდინარეობდა, მაგრამ ლიტურგიაში მონაწილე ერთ-ერთი ღვთისმსახურის გულში ეჭვიანობას დაებუდებინა: სიმართლე იყო თუ არა, რომ ღვინო და პური მართლაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს წარმოადგენდა.




image




ისტორიამ არ შემოგვინახა ამ ბერის სახელი, მაგრამ მის სულში ჩასახლებული ეჭვი გახდა იმ სასწაულის მიზეზი, რომელმაც დღევანდელობამდე მოაღწია.
ბერი ცდილობდა განედევნა ეჭვები, მაგრამ ისინი მისდაუნებურად არა და არ ტოვებდნენ მის გონებას:"- რატომ უნდა დავიჯერო, რომ ღვინო სისხლად გადაიქცევა, ხოლო პური-ხორცად? ვინ დამიმტკიცებს, რომ ეს სიმართლეა? მით უმეტეს, რომ ისინი არასოდეს არ შეცვლილან მსახურების განმავლობაში....ალბათ, ისინი მხოლოდ სიმბოლოებია, რომ გაგვახსენონ საიდუმლო სერობის საღამო", -ფიქრობდა ბერი.




image





მღვდელმა შიშით წარმოთქვა ევქარისტული კანონი:"ესე არს სისხლი ჩემი....", რადგან ეჭვები ისევ ღრღნიდნენ მის სულს, .."-მართალია, თავად მან ეს მოახერხა თავისი ღვთაებრივი ძალის მეშვეობით, მას ხომ ყველაფერი შეეძლო, რადგან იგი იყო ძე ღვთისა, მაგრამ ის ხომ დიდი ხანია წავიდა, დატოვა ეს ცოდვილი სამყარო, დაგვიტოვა წმინდა სიტყვები და წმინდა ლოცვები. მაგრამ იქნებ მასთან ერთად წავიდა ზიარების წმინდა საიდუმლო და იქნებ ევქარისტია მხოლოდ და მხოლოდ რიტუალად გადაიქცა და სხვა არანაირი ძალა მას არა აქვს? "–ეს კითხვები ტანჯავდა ეჭვებში ჩავარდნილ მღვდელს, მაგრამ ის ინსტიქტურად ასრულებდა ღვთისმსახურებას.




image




ლოცვით გადატეხა ბერმა ევქარისტიული პური და უცებ მისმა ყვირილმა შეძრა პატარა ეკლესია. მღვდელს ხელში გადატეხილი პურის მაგივრად სულ სხვა რამ ეჭირა-მან უცებ ვერც კი გააცნობიერა, თუ რა იყო ეს.... ფიალაც გაწითლებულიყო და მასში ღვინის მაგივრად სისხლი კამკამებდა. ჭკუაზე ნახევრად შეშლილი მღვდელი თვალს ვერ აშორებდა საგანს, რომელიც მას ხელში ეჭირა-ეს იყო ხორცის ნაჭერი, რომელიც ადამიანის სხეულის კუნთოვან ქსოვილს წააგავდა. ბერები გარს შემოეხვივნენ მღვდელს, ისინი განცვიფრებული იყვნენ ამ სასწაულის ხილვით... და მან ყველას უამბო თავისი ეჭვების შესახებ, თუ როგორ გაორჭოფებული ასრულებდა ღვთისმსახურებას და რომ ეს სასწაული მისი ეჭვების გაქარწყლება იყო. დაასრულა რა ლიტურგია, მღვდელი მუხლებზე დაეცა და ღრმა ლოცვებში ჩაიძირა.

მაინც რაზე ლოცულობდა ის: მადლობას წირავდა ღმერთს ამ სასწაულისთვის? პატიებას თხოვდა თავისი ეჭვების გამო? - ამას ჩვენ ვერასოდეს შევიტყობთ, მაგრამ ერთი კი ნათელია: ამ ამბიდან მოყოლებული ლანჩანოს ეკლესიაში სასწაულებრივი სისხლი და ხორცი უკვე 12 საუკუნეა ინახება. სასწაულის შესახებ ხმა მაშინათვე შორს გავარდა და ლანჩანოში საუკუნეების განმავლობაში არ შეწყვეტილა მორწმუნეების და მომლოცველების ნაკადი.




image




მას შემდეგ საუკუნეები გავიდა და ეს ღვთის საჩუქარი მეცნიერების ინტერესების ობიექტი გახდა. 1574 წლიდან მოყოლებული, მიმდინარეობდა მათზე ცდები და დაკვირვებები, ხოლო 1970 წელს სრული სამეცნიერო გამოკვლევა აწარმოეს, თუმცა ერთი ჯგუფის მეცნიერების მიერ წარმოებულმა კვლევებმა სხვები არ დააკმაყოფილა, ამიტომ მათზე კვლევა ჩაატარა სიენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანატომიის და ჰისტოლოგიის მსოფლიოში ცნობილმა სპეციალისტმა ედოარდო ლინოლდიმ. ის მივიდა შემდეგ დასკვნამდე: '' წმინდა სისხლი და ხორცი, რომელიც ლანჩანოს ეკლესიაში მე-7 საუკუნიდან ინახება, წარმოადგენს ადამიანის სისხლსა და ხორცს. ხორცი წარმოადგენს გულის კუნთოვანი ქსოვილის ფრაგმენტს. სისხლიც და ხორციც ერთი ჯგუფის-A ჯგუფის სისხლს მიეკუთვნება. სისხლი შეიცავს პროტეინებს და მინერალებს ადამიანის სისხლისათვის ნორმალური პროცენტული თანაფარდობით. მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სისხლი და ხორცი 12 საუკუნეა ინახება ფიზიკური, ბიოლოგიური და ატმოსფერული აგენტების ზემოქმედების ქვეშ, კონსერვანტების გარეშე და მათ შენარჩუნებული აქვთ პირვანდელი სახე. გარდა ამისა, სისხლი დარჩენილია თხევად მდგომარეობაში და სავსებით გამოსადეგია გადასხმისათვის".




image




განმეორებითი ექსპერიმენტის დროს, რომელიც 1981 წელს ჩატარდა გაცილებით უფრო თანამედროვე მოწყობილობების საშუალებით, აბსოლუტურად იგივე შედეგები იქნა მიღებული.

ზოგიერთი მოწმის თქმით, უკანასკნელ წლებში ეს სისხლი ხუთ სხვადასხვა ფორმის ბურთულად შეიკრა და შემდეგ ეს ბურთულები გამყარდა. საოცარია, რომ თითოეული ეს ბურთულა ცალკე აღებული იწონის ზუსტად იმდენს, რამდენსაც ყველა ხუთი ბურთულა ერთად. ეს ელემენტარულ ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ფაქტია, რომლის ახსნა მეცნიერებს არ ხელეწიფებათ.




image




მთის ბროლის ანტიკურ ფიალაში მოთავსებული სასწაულებრივი სისხლი უკვე 12 საუკუნეა აგრძელებს მორწმუნეთა და მომლოცველთა გაოცებას.


p.s. ლანჩანოში მომხდარი შემთხვევა უნიკალური არ არის. მსგავსი სასწაული ეკლესიისთვის ნაცნობია, რაც კარგად ჩანს თავად სამღვდელო კონდაკშიც, რის მიხედვითაც მღვდელმსახურნი წირვას ასრულებენ: ''უკუეთუ შემდგომად განწმედისა (პურისა და ღვინის გარდასახვისა ხორცად და სისხლად) იქმნას, რომელ ხორცად და სისხლად შეიცვალოს, გინა ჩვილად იხილვოს, ანუ ბარძიმსა შინა სრულიად სისხლად ეჩვენოს, ესე ანუ საკვირველებით იქმნების ღმრთისაგან ურწმუნოებისათვის, ანუ სხვისა მიზეზისათვის. უკუეთუ კუალად სწრაფლადვე პურად და ღვინოდ ეჩვენოს, კვალად ჩვეულებისაებრ მღვდელი ეზიაროს, და მსახურებაჲ აღასრულოს. ხოლო უკუეთუ დაადგრეს ხორცად და სისხლად, გინა ჩვილად სახილველობასა შინა, ჯერ არს რათა აღიხვნეს იგინი და პატიოსან დაკრძალოს და არა ეზიაროს მათ, რამეთუ არიან საკვირველება ღვთისა'' (ნაწყვეტი სამღვდელო კონდაკიდან ).



4
1145
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1145
  
2020, 22 აპრილი, 20:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 22 აპრილი, 1:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 21 აპრილი, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 20 აპრილი, 3:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4