x
image
intermedia.ge
Mediator image
"გა­ხა­რია მოს­კო­ვის კა­ცია... თუ ზე­მოთ წინსვლა და­ი­წყო, ჩა­მო­ვაგ­დებ" - რას ამბობდა პრემიერზე სკანდალურად ცნობილი მეუფე იაკობი და როგორია მისი ცხოვრების გზა ბერობამდე
image


სკან­და­ლუ­რი მე­უ­ფე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ბე­რო­ბის გზას 41 წლის ასაკ­ში და­ად­გა. 1962 წლის 1 მარტს თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის სა­ე­რო ცხოვ­რე­ბი­დან ძა­ლი­ან ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი.


ცნო­ბი­ლია, რომ 1973 წელს და­ამ­თავ­რდა კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლა და სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე.


ამის შემ­დეგ ია­კო­ბის სა­ე­რო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ფო­რუ­მებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა დროს ვრცელ­დე­ბო­და და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მისი "მხედ­რი­ონ­ში" მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ქო­რე­პის­კო­პოსს არა­სო­დეს უსა­უბ­რია.



2003 წლის 15 მარტს კონ­სტან­ტი­ნე ია­კო­ბაშ­ვი­ლი ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­ხე­ლად ია­კო­ბი ეწო­და. შემ­დეგ იყო არ­ქი­მან­დრი­ტი, ქო­რე­პის­კო­პო­სი, 2013 წლი­დან კი ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სია.


image

2019 წლის 9 ივ­ნისს ია­კობს მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სო­პა უბო­ძეს.


სა­პატ­რი­არ­ქოს კარ­ზე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან მე­უ­ფეს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჰყავს. ამ­ბო­ბენ, რომ ის მე­გობ­რობს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და ე.წ. "კა­ხურ კლან­თან". ია­კობს ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებს სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის სოსო გო­გაშ­ვი­ლის ოჯახ­თან. ის მისი ერთ-ერთი შვი­ლის ნათ­ლი­აა. რო­გორც მე­დი­ა­ში იწე­რე­ბო­და, სწო­რედ გო­გაშ­ვი­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შემ­დეგ ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი დ არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა.


ცნო­ბი­ლია, რომ მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ უყ­ვარს ახ­ლან­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია.


"გი­ორ­გი გა­ხა­რია ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­კო­ვის კა­ცია, თუ ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, ეკ­ლე­სი­ას­თან მთავ­რო­ბას დიდი პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბა, მე არ მაქვს მას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. არ არის ისე­თი რა­ღაც, რომ მე ვი­ღა­ცას რა­ღაც ვა­პა­ტიო, რაც სა­პა­ტი­ე­ბე­ლი არ არის. ვერ გახ­დე­ბა პრე­მი­ე­რი..."- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა ჯერ კი­დევ 2018 წელს "ტვ-პირ­ველ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.


გა­ხა­რია პრე­მი­ე­რი გახ­და, მაგ­რამ რო­გორც ია­კობ­მა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკ­ლე­სი­ას­თან არც ისე და­ლა­გე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ეს ბოლო დღე­ებ­მაც გვაჩ­ვე­ნა.


სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს მე­უ­ფე ია­კო­ბი­სა და მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვას და­პი­რის­პი­რე­ბა "ცი­ა­ნი­დის სკან­და­ლის" დროს. თუმ­ცა წლებს წინ ორი მე­უ­ფე საკ­მა­ოდ ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ია­კო­ბი ჭყონ­დი­დის ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე პეტ­რეს ხელ­დას­მუ­ლი მე­უ­ფეა.


image


მე­უ­ფე ია­კობს ეკუთ­ვნის კი­დევ ერთი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კვი­რი­კაშ­ვილ­თან, გა­ხა­რი­ას­თან და გო­მე­ლა­ურ­თან შეხ­ვედ­რის დროს მას "ეჩა­ლი­ჩე­ბოდ­ნენ" პატ­რი­არ­ქის გა­და­ყე­ნე­ბა­ზე და მის ნაც­ვლად მე­უ­ფე შიოს ტახ­ტზე ას­ვლა­ზე.


"მე­უ­ფე ია­კო­ბი ცე­მით ემუქ­რე­ბო­და ერთ-ერთ ბიზ­ნეს­მენს" - ეს გან­ცხა­დე­ბა თა­ვის დრო­ზე მე­უ­ფე პეტ­რეს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ია­კობ­მა ასე ახ­სნა:


"მე ვფიქ­რობ, არის ერთი ადა­მი­ა­ნი, ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც მერე უწ­მინ­დეს­თან მიბ­რძან­და, ადრე ვთქვი, იმა­საც ვი­ტყვი რო­მე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. მან უთხრა- და­ის­ვე­ნეთ, თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, თქვენ ნუ იქ­ნე­ბით, ის იქ­ნე­ბაო, კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბა­ზე უთხრა. მე ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დიდი ფუ­ლიც აქვს გა­დახ­დი­ლი, არა­ვის არ ვა­პა­ტი­ებ ამას. მა­შინ რომ ვი­ყა­ვი კვი­რი­კაშ­ვილ­თან და იმათ­თან, ზუს­ტად ეს ვუ­თხა­რი, არა­ვის არ ვა­პა­ტი­ებ ამას-მეთ­ქი. უწ­მინ­დე­სი სა­ნამ არ მომ­ცემს ნე­ბას, რომ ვცე­მო, მაგ­რად ვცე­მო, მთე­ლი ერის წი­ნა­შე ცუდ დღე­ში ჩა­ვაგ­დებ მას", - გა­ნა­ცხა­და მან.


მე­უ­ფე ია­კო­ბი არ სწყა­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­საც, წინა სა­არჩვე­ნოდ მას "კა­ნა­ფის დე­დო­ფა­ლიც" კი უწო­და.

განაგრძეთ კითხვა



6
1970
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1970
  
23 აპრილი, 2:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

22 აპრილი, 20:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

21 აპრილი, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

ამ კაცს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ასეთებისთვის საპატრიარქო ბირჟაა და მეტი არაფერი(
19 აპრილი, 13:30
ლანჩავას დროს შინაგანი ჯარების სარდლის მოადგილე იყო...
18 აპრილი, 23:12
გახარიას ჭიპამდეც ვერ მისწვდები.
0 1 6