x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
დიდი შაბათი - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ
image


დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა იესო ქრის­ტეს ხორ­ცით საფ­ლავ­ში, სუ­ლით კი ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩას­ვლას და, ბო­ლოს, მა­ცხოვ­რის მკცდ­რე­თით აღ­დგო­მას ეძღვნე­ბა. ცის­კარ­ზე მღვდელმსა­ხუ­რე­ბი "წმინ­დაო ღმერ­თოს" გა­ლო­ბით გარ­და­მოხ­სნას ტაძ­რი­დან გა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ და ნიშ­ნად იესო ქრის­ტეს ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩას­ვლი­სა და სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბი­სა, ხალ­ხის თან­ხლე­ბით ტაძ­რის ირ­გვლივ შე­მო­ა­ტა­რე­ბენ. შემ­დეგ ისევ ტა­ძარ­ში შე­აბ­რძა­ნე­ბენ და ღია აღ­სავ­ლის კარ­თან მი­ი­ტა­ნენ. ეს იმის ნი­შა­ნია, რომ მა­ცხო­ვა­რი გა­ნუ­ყოფ­ლას იმ­ყო­ფე­ბა მამა ღმერ­თთან და რომ თა­ვი­სი ვნე­ბი­თა და სიკ­ვდი­ლით კვლავ გაგ­ვი­ღო სა­მო­თხის კარი. ამ დროს იგა­ლო­ბე­ბა "მშვე­ნი­ერ­მან იო­სებ..."


იმ დროს, როცა გარ­და­მოხ­სნას ისევ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ, ით­ქმე­ბა ეკტე­ნია და იკი­თხე­ბა სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო ეზე­კი­ელ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის წიგ­ნი­დან გარ­დაც­ვლილ­თა მკვდრე­თით აღ­დგო­მის შე­სა­ხებ; სა­მო­ცი­ქუ­ლო, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის, რომ იესო ქრის­ტე ჭეშ­მა­რი­ტი აღ­დგო­მაა ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის სუ­ლის­თვის; სა­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ და­ა­ყე­ნეს მცვე­ლე­ბი პი­ლა­ტეს თან­ხმო­ბით მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­თან, შე­სას­ვლე­ლი ლო­დით ჩა­რა­ზეს და ზედ ბე­ჭე­დი და­ას­ვეს.


დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ლი­ტურ­გი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის მწვერ­ვა­ლია. ეს არაა იესო ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი­სა და და­საფ­ლა­ვე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა ან სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლუ­რი დად­გმა. ეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ღრმა სუ­ლი­ე­რი წვდო­მაა მა­ცხოვ­რის იმ ქმე­დე­ბის მა­რა­დი­ულ არსში, რომ­ლი­თაც მან კა­ცობ­რი­ო­ბა იხ­სნა.



ბა­სი­ლი დი­დის საღვთო ლი­ტურ­გია ანუ წირ­ვა ამ დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე გვი­ან იწყე­ბა და მწუხრს უერ­თდე­ბა. მღვდე­ლი სა­კურ­თხე­ველ­ში ტრა­პეზ­თან კი არ მსა­ხუ­რობს, არა­მედ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, გარ­და­მოხ­სნას­თან.


მცი­რე შე­სავ­ლი­სა და "ნა­თე­ლი მხი­ა­რუ­ლის" გა­ლო­ბის შემ­დეგ იკი­თხე­ბა 15 სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო სა­კი­თხა­ვი ძვე­ლი აღ­თქმი­დან. ყო­ველ მათ­გან­ში ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ვია ღვთის მიერ სამ­ყა­როს ხსნა, რაც აღ­თქმუ­ლი მე­სი­ის მოს­ვლით აღ­სრულ­და.


სამ­ყა­როს შექ­მნი­სა (შე­საქ­მე­თა წიგ­ნი­დან) და ეგ­ვიპ­ტი­დან ის­რა­ე­ლის გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ (გა­მოს­ვლა­თა წიგ­ნი­დან) სა­კი­თხა­ვებ­თან ერ­თად იკი­თხე­ბა ნა­წყვე­ტი ესა­ია, ეზე­კი­ელ, იე­რე­მია, და­ნი­ელ და სო­ფო­ნია წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა წიგ­ნე­ბი­დან მე­სი­ის ვნე­ბის, აღ­დგო­მი­სა და ამ გზით კა­ცობ­რი­ო­ბის ხსნის შე­სა­ხებ.


სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო­სა და სა­მო­ცი­ქუ­ლოს წა­კი­თხვი­დან იწყე­ბა მზა­დე­ბა მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის. ამ დროს სამ­ღვდე­ლო­ე­ბის სამ­გლო­ვი­ა­რო შე­სა­მო­სე­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო­თი იც­ვლე­ბა.


ასე­ვე იც­ვლე­ბა მთელ ტა­ძარ­ში შავი ფე­რე­ბი ნა­თე­ლით. ეს იმის ნიშ­ნად ხდე­ბა, რომ მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დებ­მა ად­რი­ა­ნი დი­ლით, ჯერ კი­დევ სიბ­ნე­ლე­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე იხი­ლეს ნათ­ლით მო­სი­ლი ან­გე­ლო­ზი და მის­გან ის­მი­ნეს ხა­რებს იესო ქრის­ტეს აღ­დგო­მის შე­სა­ხებ.


სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ შე­მო­სი­ლი დი­აკ­ვა­ნი, რო­გორც ან­გე­ლო­ზი, გა­მო­დის ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, გარ­და­მოხ­სნის წინ, და სა­ხა­რე­ბის კი­თხვით ხალ­ხს მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მას ამ­ცნობს. ამის შემ­დეგ წირ­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ გრძელ­დე­ბა, ოღონდ "ღირს არ­სის" ნაც­ვლად იგა­ლო­ბე­ბა "ნუ მტირ მე, დე­დაო...".


განაგრძეთ კითხვა



0
143
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0