x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა უნდა გავაკეთოთ, რომ მრავალჯერადი გამოყენების პირბადე უსაფრთხო იყოს (გარეცხვა საკმარისი არ არის)

კორონავირუსი 92 გრადუსზე, 15 წუთში, სრულად იღუპება — ინფორმაციას ამის შესახებ პროვანსის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მეცნიერები ავრცელებენ. მათ საკუთარი კვლევის შედეგები bioRxiv პორტალზე გამოაქვეყნეს.


image


ექსპერიმენტის მსვლელობის დროს გაირკვა, რომ ერთი საათის მანძილზე, კორონავირუსის 60 გრადუსით გაცხელების შემთხვევაში (ასეთი გაცხელება, ვირუსის დეზაქტივაციის სტანდარტული პროტოკოლია იმ ლაბორატორიებში, სადაც ინფიცირებული ადამიანების ანალიზებს იკვლევენ), მის ზოგიერთ შტამს ისევ შესწევს გამრავლების უნარი.

ფრანგმა მეცნიერებმა ექიმებს მოუწოდეს, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ COVID-19–ის ანალიზების დეზიმფექციას და ბიომასალის სტერილიზაცია, კომბინირებული მეთოდით, — გაცხელებით და ქიმიური საშუალებების კომბინირებით მოახდინონ.


image


როგორც ცნობილია, ვირუსი ქსოვილზე 2 დღის მანძილზე რჩება და თუ ის პირბადეზე მოხვდა, მისი მოცილება გარეცხვით, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნება! იმისთვის, რომ გარეცხვის შემდეგ, პირბადე სრულიად უსაფრთხო იყოს, საჭიროა მისი დაუთავება ჯერ ორთქლის რეჟიმით, ხოლო შემდეგ, ჩვეულებრივი, ცხელი უთოთი, ვიდრე ის სრულად არ გაშრება. ასეთი მანიპულაციებით, ვირუსი მოკვდება, მაგრამ ამ ნიღბით სუნთქვა, თითქმის შეუძლებელი გახდება, რადგან მისი ჰაერის გამტარობა 50% შემცირდება. ამიტომ, სახლში მისვლისთანავე, პირბადე უნდა მოვიხსნათ და 2–3 დღით გარეთ გავკიდოთ და უკვე ამის შემდეგ გავრეცხოთ — რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც ყოველ დღე გარეთ გადის, მინიმუმ, 3 პირბადე მაინც უნდა ჰქონდეს.


და ვიდრე მთელი პლანეტის მეცნიერები COVID-19–ის კვლევით და ვაქცინის შექმნით არიან დაკავებულნი, ვირუსი მუტაციას განაგრძობს და ახალ–ახალი სიმპტომებით ვლინდება: როგორც იტალიელი და ესპანელი ვირუსოლოგები ამბობენ, მათ აღნიშნული ვირუსის აქამდე უცნობი სიმპტომი — გამონაყარი აღმოაჩინეს, რომელიც ფეხებზე ჩნდება.

გარდა ამისა, ჩინელმა მეცნიერებმა შეისწავლეს კორონავირუსის ინფექციის აეროზოლური გავრცელების შესაძლებლობ და გაირკვა, რომ წვეთის ნაწილაკები ჰაერშიც ვრცელდება, იქ რამდენიმე საათის მანძილზე რჩება და შემდეგ, იატაკზე, ფეხსაცმელზე და ახლოს მდებარე საგნებზე ილექება. ხოლო, ინფიცირებულისგან ვირუსის გავრცელების დისტანცია 4 მეტრს შეადგენს და არა 2–ს, როგორც აქამდე იყო ცნობილი.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. დასახელდა ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსის გადადების ყველაზე სახიფათო პერიოდი

3. COVID-19 და შინაური ცხოველები

4. რას წარმოადგენს ვირუსი, საიდან «მოვიდა» და როგორ «მუშაობს» ის

5. შავი ჭირის 4 გამოცანა
6. ამერიკელმა ექსტრასენსმა დღევანდელი პანდემია 2008 წელს იწინასწარმეტყველა


0
1232
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0