x
მეტი
  • 11.08.2020
  • სტატია:102429
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466321
9 უმნიშვნელოვანესი რჩევა სახლის დალაგებასთან დაკავშირებით – რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად გაზაფხულზე
image


ბევრ ჩვენგანს ყოველდღიურად სახლის დასალაგებლად დაახლოებით ერთი საათი ჭირდება. რა თქმა უნდა, ეს საჭირო პროცედურაა და სახლის სისუფთავეს და სიმყუდროვეს უზრუნველყოს, თუმცა უმჯობესია ამ პროცედურას უფრო ცოტა დრო დავუთმოთ და თავისუფალი დრო უფრო სასიამოვნიდ გავატაროთ. ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სახლის დალაგების დროს, რათა ჩვენი შრომა უფრო ნაყოფიერი და ეფექტური იყოს.


1. სუფთა ნიჟარა


ნიჟარა, იქნება ეს აბაზანის თუ სამზარეულოსი, ნებისმერი სახლის ყველაზე დაბინძურებული ადგილია, რომელიც მუდმივად საჭიროებს დასუფთავებას, იმისათვის, რომ თქვენი ნიჟარა სულ ბზინავდეს და ახალივით გამოიყურებოდეს გირჩევთ ცვილის ქაღალდი მოიშველიოთ ის ძალიან კარგად გააპრიალებს თქვენი ნიჟარის ზედაპირს.



2. უსაფრთხო და მოხერხებული იატაკის საწმენდი


თანამედროვე იატაკის ჯოხები ისეა მოწყობილი, რომ ძალიან მოხერხებული და კომფორტულია. მსგავსი ტიპის იატაკის საწმენდი ძალიან ეფექტურია და ყველაზე მოსახერხებლი გახლავთ ის მომენტი, რომ მას ეხსნება თავი, რომელიც მარტივად ირცხება სარეცხის მანქანში.


3. სუფთა ქვაბები


მოგეცემათ თუ არა საშუალება გირჩევთ მაშინვე გააპრიალოთ თქვენი ქვაბები და საამისოდ გამოიყენოთ დღესდღეობით არსებული უამრავი სახეხი საშუალება. სუფთა ჭურჭელი სუფთა სამზრეულოს განუყრელი ატრიბუტია.


4. სუფთა მატრასი


ყველამ კარგად ვიცით, რომ ლოგინის თეთრეული ხშირად უნდა ვცვალოთ, მაგრამ მატრასის შესახებ ხშირად გვავიწყდება ხოლმე. იმისათვის, რომ მატრასი სუფთა გვქონდეს, თვეში ერთხელ მაინც უნდა გავასფთავოთ შემდეგი წესით: დაყარეთ მატრასზე საჭმელი სოდა, დეზინფექციისთვის ცოტა ხანი გააჩერეთ და შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ.


5. ფანჯრები და სარკეები


იმისათვის, რომ თქვენი ფანჯრები და სარკეები სისუფთავით ბზინავდეს, მას შემდეგ, რაც საწმენდი საშუალებით გაწმენდთ გადაუსვით ჩვეულებრივი გაზეთი, ნახავთ როგორ იპრიალებს სარკე თუ მინა.


განაგრძეთ კითხვა



0
268
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0