x
ფსევდო პატრიოტიზმის აპოგეა
აპოგეა
***

დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში თითქმის ყველა დისციპლინა ( ბიოლოგია, ფიზიკა, მედიცინა და ა.შ) განიცდის პროგრესს. განვითარების სურვილით შეპყრობილნი არიან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, ხოლო ამბიცია იმ მოცემულობით, რომ ისინი პროგრესულნი არიან ნებისმიერ ასპექტში წინამორბედთან შედარებით, რა თქმა უნდა მცდარია და საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. მაგალითისთვის გეტყვით იმასაც, რომ თუ გარკვეული სფეროები მართლაც განიცდიან წარმოუდგენელ აღმასვლას ამის საპირისპიროდ, თითქოს ერთი შეხედვით ისეთი ელენეტარული ადამიანური სულიერი მდგომარეობები, როგორიცაა რწმენა და პატრიოტიზმი აშკარად რეგრესირდებიან და საერთოდაც ბუნებრივ მოვლენად იქცნენ. რატომ გავაკეთე ასეთი შედარება? თუ ადამიანი ურწმუნოა, არ გააჩნია პირადი ფილოსოფია და აზრი ან საკუთარი ქვეყნის მიერ ემპათიური დამოკიდებულება, შექმნის კი ის, რაიმე სასარგებლოს საკუთარი ხალხისთვის?! რამდენაც ეს მოცემულობა აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, იმდენად შევეცდები მხოლოდ პირადი მოსაზრებებით გამოვხატო ფსევდო პატრიოტიზმის მანკიერ მხარეები და ამით გავანეიტრალო აფსურდული აზრები ჩემს არაობიექტურობაზე.

საქართველოს ძველი და ახალი ისტორია უშუალოდ პატრიოტიზმის ცნებით ნამდვილ ენციკლოპედიად შეგვიძლია გამოვიყენოთ, რადგან ქვეყნის სიყვარულით გულ-ანთებული არა ერთი: წმინდანი, მეფე, დედოფალი, მებრძოლი, საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკური ფიგურა ყოფილან. სწორედ ამ ნიშან-თვისებებმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ რეალობამდე, როდესაც მის პარალელურად აღარ არსებობს ისეთი სახელმოხვეჭილი იმპერია, როგორიც იყო რომი. სიამაყესა და აღტაცებაში მოვყავართ უთოდ პატრიოტიზმის ამ ნათელ მაგალითებს. პატრიოტიზმი საკუთარი ერის მიმართ ადამიანის ემოციური, ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა გახლავთ, რაც სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს. ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე ეროვნული ჯგუფი ყოველგვარი პატრიოტული სულისკვეთების და ეროვნული ცნობიერების გარეშე მოითხოვდეს, ვთქვათ, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, თუმცა პატრიოტიზმი ახლებურმა ინტერპრეტაციამ საკმაო დეფორმაცია განიცადა და მის დამახინჯებულ არსზე შესაძლოა მომავალი თაობები აღიზარდოს. სწორედ ამ ფსევდო პატრიოტიზმის კრისტალიზაცია მინდა, რომ მოვახდინო, რაც შემდგომში განაპირობებს იმ ყველა მანკიერი თვისებების გამორიყვას, რომელიც ჩვენს ასევე ფსევდო იდეოლოგიებში ღრმად არის გამჯდარი.

ფსევდო პატრიოტიზმი არსებულ რეალობაში კულტურის ნაწილი ხდება, რაც ქართულ გენს განვითარებაში უხეშად უშლის ხელს. საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ქართული კულტურა მსოფლიო მასშტაბით ცნობილია, როგორც ბუნებითა და ღვინით, ასევე ქართული სამზარეულოთი და თქვენ წარმოიდგინეთ სადღეგრძელოებითაც კი. ეს უკანასკნელი განაპირობებს არსებული ცოდნის დამახინჯებულ ვარიანტის მასიურად გავრცელებას. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ქართული სუფრზე არა ერთი სადღეგრძელოთი იწონებს თავს და ამ პროცესებში აქტუალურ თემად რელიგია და ვაჟკაცობა დომინირიებს, თუმცა ჩემი მოსაზრებით სიტყვით გამოხატული პატივისცემა ისეთივე ნულოვანი მოძღვრების ჩარჩოებში ექცევა, რამდენადაც თავად იქმნიან აფსურდულ ცხოვრებას. ერთია სიტყვით გამოხატული და მეორე რამდენად მოქმედებაში გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას რელიგიასა და პატრიოტიზმის მიმართ, თუმცა ტაძარში სიარულის სიმწირითა და ქუჩებში ნაგვად ქცეული რეალობა, სწორედაც რომ ზუსტად ასახავს ამ სიტყვების უკუპროპორციულ ჭეშმარიტებებს. ნებისმიერ აზრს მოკლებულია ისეთი სიტყვით გამოხატული პატივისცემა, რომლის რეალობად ქცევა არ შეგვიძლია, როდესაც მოყვასის მიმართ თანაგრძნობა ან საკუთარი ქალაქის მოფრთხილება ნამდვილად არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება აყენებს პირდაპირ ზიანს ქვეყნის იმიჯსა და ამახინჯებს მისი კუტურული ცნებების საწყისებს, თუმცა ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ეს საკითხები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს მიეკუთვნება.

ბოლოს კი პატრიოტიზმის კიდევ ერთ ცუდ ინტერპრეტაციას მინდა შევეხო. რუსეთის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილოთა ტალღამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ კიდევ უფრო მოიმატა. მის მცოცავ ოკუპაციასა და აგრესიულ რეჟიმს მეც ცალსახად ვემიჯნები, თუმცა ამ პროტეტსის გამოხატულობის არასწორ დეტალებზე, რომელიც ბიზნესად ან სახელის მოსახვეჭად აქცია ბევრმა ურცხვა ადამიანმა, მსურს საკუთარი მოსაზრება გავუზიარო. რუსეთი, რომ ოკუპანტია ამაზე ერთხმად ვთანხმდებით, თუმცა რეკლამები მანქანებზე, პროპაგანდა ბიზნესის მესვეურებმა ნამდვილ გამდიდრების წყაროდ აქცია, ხოლო ადამიანებს, რომელთაც შინაგანი პროტესტის გამოხატვა სურთ, სწორედ ამ პროპაგანდის ნაწილნი ხდებიან ამ სარეკლამო ფრაზების ტირაჟირებას უმოკლეს დროში ახდენენ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის გამდიდრებას ემსახურება. "რუსეთი ოკუპანტია" ყველაზე გაყიდვად ფრაზად იქცა საქართველოში და საკმარისა ამ სიტყვების დატანება ნებისმიერ ნივთზე, რომ მარაგი უკვე ამოწურულია. ბიზნესის მართვის იდეოლოგია კი ადამიანთა სოციუმზეა გათვლილი, ამისთვის კი ზუსტი ანალიზის გარდა, კარგად გაყიდვადი სლოგანიც აუცილებელია, თუმცა ამ მესვეურების ავთენტურობა არსებულ სამწუხარო რეალობასთან უთუოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ახლა კი თავად განსაჯეთ, რამდენად პატრიოტული ქმედებათ შეიძლება ჩაითვალოს თქვენი პროტესტი ამ თემასთან დაკავშირებით თუ მანქანის უკანა ხედვის მინაზე აუცილებლად მიაწერთ, რომ "რუსეთი ოკუპანტია". იქნებ გაანალიზოთ პატრიოტიზმიდან, რამდენად ადგახართ ფსევდო პატრიოტიზმის მიჯნას. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მსგავს ფრაზებს სოციალურ ქსელებშიც ხშირად სკანდირებენ რა დროსაც მიჩნდება კითხვა: ... რეკლამების აფიშირებასთან ერთად, ამის სოციალურ ქსელში გავრცელება არის კი პატრიოტიზმი?". არა! ეს მხოლოდ და მხოლოდ ფსევდო პოტრიოტიზმის აშკარა ნიშნები და დემონსტრირებაა. ფსევდო პატრიოტიზმის ნამდვილი აპოგეა.



-დასასრული-

გიორგი ყელბერაშვილი

17.04.2020


1
148
შეფასება არ არის
ავტორი:გი2გი
გი2გი
148
  
2020, 18 აპრილი, 12:45
ავტორმა სწორად დასვა საკითხი და სრულიად ვეთანხმები.უკანასკნელი 200 წელია(შეიძლება მეტიც),საქართველოში ხდება პატრიოტიძმის არსის დეგრადაცია და არასწორად აღქმა.ეს განსაკუთრებით გაძლიერდა 1988 წლიდან,როცა ფსევდო ეროვნული მოძრაობა იყო ზეობაში.ბევრი გულანთებული ახალგაზრდა გაჰყვა პატრიოტიზმის ამ ტალღას,მაგრამ ცხოვრებამ აჩვენა,რომ ამ ტალღას უფრო მეტი ნაგავი მოჰყვებოდა,ვიდრე სუფთა ნაწილი.ამის შედეგებს დღესაც ვიმკით.
0 1 1