x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
ტუტანჰამონის სკარაბეს საიდუმლო ამოხსნილია
image


დაახლოებით 29 მილიონი წლის წინ დასავლეთ ეგვიპტის უდაბნოში ქვიშა რაღაც კატასტროფულმა მოვლენამ გაადნო და ხასხასა ყვითელი ფერის მინის მარცვლებად აქცია. ეგვიპტის სამეფოში კი ამ მინის ნაწილი ფარაონ ტუტანჰამონის პექტორალური სკარაბეს (სამკერდე ორნამენტი) მორთულობად იქცა.


რამ გააჩინა ეს მინა?! მეცნიერები აქამდე ორ შესაძლო სცენარზე ფიქრობდნენ: ეს ან მეტეორიტის დაცემა უნდა ყოფილიყო უდაბნოში ან ეგრეთ წოდებული საჰაერო აფეთქება (airburst), როცა ატმოსფეროში შემოსული მეტეორი დედამიწის ზედაპირს ვერ აღწევს და ჰაერში ფეთქდება.


ჟურნალ "Geology"–ის მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მისმა ავსტრიელმა და ავტრალიელმა ავტორებმა საკმაოდ დამაჯერებლად აჩვენეს რომ ეს პირველი ვარიანტი – მეტეორიტის დაცემა – უნდა ყოფილიყო.



image


საქმე იმაშია, რომ ტუტანჰამონის პექტორალური მორთულობის ყვითელი მინის შემადგენლობაში მათ აღმოაჩინეს იშვიათი მინერალის, რეიდიტის (reidite) კვალი, რომელიც მხოლოდ ანომალურად მაღალი წნევისას ყალიბდება და დედამიწაზე იგი მხოლოდ მეტეორიტების დაცემის ადგილებში წამოიქმნება. ჰაერში აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღებში წნევა ათასი პასკალის რიგისაა, მეტეორიტის დაცემისას კი წნევა რამდენიმე მილიარდ პაკალს შეიძლება აღწევდეს, ამდენად მილიონჯერ უფრო მეტია.


სწორედ ასეთ ანომალურ წნევისას წარმოიქმნება რეიდიტი. მისი შემცველობა აღმოჩენილი იყო მინაში მყოფი ცირკონის მარცვლებში, რომლებიც მეტეორიტული იმპაქტის შედეგად წარმოიქმნენ. ეს ნაშრომი მულტიდისციპლინარული (გეოლოგია + არქეოლოგია) კვლევის შესანიშნავ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს.


image


წყარო: Archeochronics - არქეოქრონიკა

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0