x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100965
  • ვიდეო:346190
  • სურათი:464461
თავისუფლების ცნება ორ ეპოქას შორის.
მარქსი
***


წერის სურვილსა და ფანტაზიას საზღვრები არ გააჩნია და მისი მოქცევა რაიმე ჩარჩოებში იმდენად აცდენილია საღ აზრს, რამდენაც სურვილი იმისა, რომ ადამიანს აუკრძალო თავისუფლებისკენ სწრაფვა/განვითარება, რაც ეს უკანასკნელი არა ერთხელ გცეულა რეალურ მოცემულობად. სწრაფვა თავისუფლებისკენ და მისი ცნება არის ამოუხსნელი ფორმულა კაცობრიობისთვის და „კოდი“, რომელიც დასაბამიდან დღემდე ადამიანში ღრმად გამდგარი ფესვებივითაა. მისი ხელყოფა არა ერთხელ უცდიათ და სწორედ ამ თემას მინდა, რომ შევეხო და ავღწერო, ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული აზრით თუ სადამდე მიიყვანა თავისუფლების შეზღუდვამ მსოფლიო. თემა იმდენად ფუნდამენტურია და იმდენად მოითხოვს ფართოდ გაშლას, რომ ამის აღსაქმელად ერთი წიგნიც კი არ კმარა, ამიტომ წინა საუკუნეეში განვითარებულ მოვლენებს მოვიშველიებ მის განსავრცობად უშუალოდ საბჭოთა კავშირის იდეოლოგიებიდან დაწყებულს სწორ ხაზოვნად მოვყვები ჩვენს დღევანდელობამდე, ხოლო მწერლის მოხერხებულობითა და პირადი მოსაზრებებით შევეცდები ზუსტი პარალელები გავავლო ბოლო საუკუნების ავ-კარგიანობაზე.

ლოგიკურად ქრონლოგიური საწყისი იქნება თუ საუბარს დავიწყებთ წარმოშობით გერმანელი მოაზროვნით კარლ ჰაინრიხ მარქსით, რომელიც იყო ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე და რევოლუციონერი. აქვე დავამატებ იმას, რომ მისმა იდეებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ჰპოვა აღიარება, რადგან სიცოცხლეში მის მოსაზრებებს ცალსახად ემიჯნებოდნენ მე-19-ე საუკუნის მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. ახლანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ უკეთესიც კი იქნებოდა მის იდეოლოგიები არც არასდროს გაჟღერებულიყო, რადგან წლების შემდგომ ამ თეორიებმა განიცადა საკმაო დეფორმაცია და იმდენად უხეშად მოარგეს წინა საუკუნეების პოლიტიკურ მოვლენებს, რომ მარტივად, რომ ავხნა ადოლფ ჰიტლერმა გერმანიის ფიურერმა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთმა ინიციატორმა საკუთარ ისტერიაზე დააფუძნა მარქსის იდეოლოგია, რასაც საერთო ჯამში 100 000 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სწორედ კომუნიზმის იდეებზე ააშენეს: ლენინმა, სტალინმა, მაომ, კიმმა და ფიდელ კასტრომ თავიანთი რეპრესიული სახელმწიფოები და მილიარდამდე ადამიანები მონობაში ამყოფეს ანუ შეუზღუდეს თავისუფლება. მარტივად, რომ ვთქვათ კარლ მარქსის მოსაზრებით სახელმწიფო უნდა მართავდეს ყველაფერს. აქვე ჩნდენა მეტად ყურადსაღები რამ. ერთია ზუსტად რა იდეოლოგიებს მატარებელი იყო კარლ მარქსი, რომელსაც არ შეუქმნია კომუნიზმი, ხოლო მეორე, როგორ გაიგეს და მიიღეს მისი მოსაზრებები მაშინდელმა მხედარმთავრებმა?! ამ ანალიზის გარდამავალ პერიოდში ხდება კომუნიზმის დეფორმაცია. ლენინის თქმით ეკონომიკური ჰარმონია გარკვეული კლასების განადგურებით იქნებოდა შესაძლებელი. ამას ალბათ ისინი საზოგადოების რესტრუქტურიზაციის იდეას მიაკერებდნენ. დიახ, აი ასე მარტივად. არანაირი თავისუფლებისა და სიცოცხლის მოსპობა, დასაწყისისთვის ეს მხოლოდ საზოგადოების 10% შეადგენდა. თითქოს საკმაოდ პატარა ციფრებთან გვქონებოდა საქმე და განგაშის სიგნალი დანარჩენი საზოგადოებისგან უსაფუძვლო აღმოჩნდებოდა. საბჭოური ირონია!!!

და ვინ იყო კარლ მარქსი?! ადამიანი, რომელიც პირდაპირ, რომ ვთქვათ ხელის მოთბობას მისი მეგობრის, ფრიდრიხ ენგელსის მატერიალური სიმყარითა და მუდმივი თანადგომით ცდილობდა. სწორედ ასეთი, საზოგადოებაში ვერ შედგარმა ადამიანის იდეებმა მიიყვანა მსოფლიო ფატალურ შედეგამდე, რასაც გზადაგზა უფრო განვავრცობ.
მეორე მსოფლიო ომი, ლენინგრადის ბლოკადა, ებრაელების გენოციდი, უკრაინელების გენოციდი, გადასახლებები, დახვერეტები და ეს იმდენად ჩვეულ მოცემულობად აქცია კომუნიზმმა, რომ, როგორც მაგალითად ღამით წყვდიადის დადგომა აუცილებლად იქნება. თავად ჩე გევარას სიტყვების ციტირებას მოვახდენ „ მე არ მჭირდება მტკიცებულება, რათა კაცი მოვკლა. მე მხოლოდ იმის დამტკიცება მჭირდება, რომ იგი მოვკლა“ - ამბობდა ის. მარქსიზმი რეალობად აქციეს და უწოდებდნენ კიდეც საკუთარ თავს მარქსისტებს. რელიგიისა და საზოგადო მოღვაწეების მოსპობით ისინი ადამიანებს მარტივად სამართავ ცხვრებად აქცევდნენ.

დღევანდელ რეალობაშიც შეიძლება შევეჩეხოთ დრამატულად უწიგნურ ადამიანებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ თავისუფლებასთან, რადგან თავისუფლება მხოლოდ დამოუკიდებლად ბიზნესის წარმოებას ან ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებას არ აღნიშნავს. წიგნებს კი რეალურ თავისუფლებასთან მივყავართ რისი ფუნდამენტური საწყისი მის საღ აზრსა და ფილოსოფიაში მდგომარეობს. ფილოსოფიის ზუსტი განმარტება ხომ მსოფლმხედველობას, იდეების და შეხედულებების სისტემას სამყაროში და მასში ადამიანის ადგილზე მიგვითითებს და არა მარქსის მიერ ჩამოწერილი და ბედნიერ რეალობას საკმაოდ აცდენილი ფუჭი მოსაზრება. ისევ ჩემი სუბიქტური აზრით, რასაც ხაზგასმით ვამბობ, ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია თვით შეგნება და ნებისმიერი მდგომარეობის, ვითარების და ამბის მიმართ სწორი ანალიზის გამოტანა არ ძალუძს, მას განვითარების ფაზებთან აქვს აცდენა და დამატებით მეტ საჭირო ინფორმაციასთან გათვითცნობიერება მართებს. ნუ იფიქრებთ, რომ ნებისმიერი მოსაზრება მართებული ან ჭეშმარიტია. ან ჩვენამდე მოსული ისტორიული ცნობები უტყუარი. ამის ნათელი მაგალითისთვის კი 1986 წელს ქალაქ პრიპიატში მომხდარ ტრაგედიას დავიხმარ, სადაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე ავარია მოხდა და სადაც რადიაციამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავარიის შემდგომ იქ გაგზავნილი ლიკვიდატორები არავის გაუფრთხიალებია რადიაციასთან სიახლოვისას თუ რაოდენ დიდი იქნებოდა სიკვდილიანობის რისკი. ამ დროს კი ავერსი/რევერსის პრინციპით კომუნისტები საჯარო მიმართვებით, გაზეთებითა და რადიოსიხშირეებით ბედნიერებასა და თავისუფლებაზე ქადაგებდნენ. ეს პარადოქსი არა ერთხელ გამოუწვევიათ მათ. აფსურდული რეალობა, რომელიც ხალხის მენტალობაში ღრმად დაილექა... და სად არის ამ დროს თავისუფლება? არსად. ალოგიკურიც კი იქნებოდა მარქსიზმის მიმდევრების ეპოქაში თავისუფლების ილუზიით ეცხოვრათ ადამიანებს, თუმცა ზოგიერთისთვის თავისუფლების ფორმულა სასიცოცხლოდ ნორმალურ ანაზღაურებასა და ხელმისაწვდომ საკვებში მდგომარეობდა, თუმცა ამ ერთი შეხედვით ბედნიერების ლამაზი კომბინაციის უკან რა ხდებოდა ან რამდენი ადამიანის სიცოცხლის ფასად ეს არავის ანაღვლებდა ან ხმის ამოღების ეშინოდათ, რადგან პიროვნება, რომელიც რაიმე ანტისაბჭოურ თემაზე დაიწყებდა სკანდირებას, ის უბრალოდ ლიკვიდირებული იქნებოდა. ალბათ მორალი ამ ყველაფრისა ის იქნება, რომ სურდა ადამიანს თავისუფლება თუ არა, ეს სურვილი შიშზე უფრო დაბლა იდგა. ზღვარი მოგონებად ქცეულ თავისუფლებასა და მომავლის თავისუფლებაზე სწორედაც, რომ შიშის ფაქტორზე გადიოდა.



საბოლოოდ 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა რეჟიმი თავისი იდეოლოგიებით დაემხო. ყველაფერი, რასაც კომუნიზმი მოიცავდა სიღრმისეულად განიცადა დესტრუქცია, თუმცა სანამ ამ თემას ამოვწურავ მინდა თავისუფლების ნამდვილ სიმბოლოზე ვისაუბრო. სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ჭრილში მიწევს 1989 წლის მომხდარ 9 აპრილის ამბებზე საუბარი, თუმცა თემა ხომ თავისუფლებაა?! ამ ყველაფრის ფსიქოანალიზი, ფილოსოფია და იდეაც, მდგომარეობს და ეხება იმ თავისუფლებას, რომელზეც არა ერთი წიგნი, ისტორია თუ ხელოვნების ნიმუში შექმნილა. თავისუფლება აღიბეჭდება ყველგან, რათა ნათელი მოჰფინოს თუ რის ფასად უჯდებოდათ ადამიანებს იმის დაბრუნება, რაც ისედაც მათი იყო ღმერთის მიერ ბოძებული (თავისუფალი ნება). 1989 წლის 9 აპრილს სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა საბჭოთა არმიის/ჯალათების მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის (თავისუფლების უნდა აღინიშნოს) მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონასტრაციის დარბევა. რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაიჭრა.

თავისუფლება სისხლის ფასად? მე უფრო ვიტყოდი, რომ ეს სწორედ იმ არასწორი იდეოლოგიების შედეგია, რომელზეც აიგო ის მმართველობა, რაც უმოკლეს ხანში აუცილებლად განიცდიდა რეგრესსა და კრახს. ახლა კი მინდა პარალელი გავავლო იმ ეპოქასა და ჩვენს დამოუკიდებელ ყოფას შორის. შევეცდები მიხაილ ზოშჩენკოს ფრაზის ციტირება მოვახდინო, რომელიც ამბობდა, რომ თუ მხატვარს აუცილებლად კარგად უნდა სცოდნოდა ანატომია, რათა ადამიანის ყოველი ნაკვთი უნაკლოდ გადაეტანა ტილოზე მაშინ მწერალიც მეცნიერულ დონეზე უნდა იყოს დაინტერესებული ადამიანის აზროვნებითა და ფსიქოლოგიით. აქვე ჩნდება კითხვა: „და რა იყო კომუნიზმის დამაარსებლების ზუსტი იდეოლოგია?“ აქ კი ისევ ჩემს სუბიექტურ აზრს დავიხმარ და სხვა არავისზე და არაფერზე დაყრდნობით არ შემოგთავაზებთ ამას. ვფიქრობ, რომ ისინი ბავშვობაში ცხოვრებისეული ტრამვებითა და კომპლექსებით სავსე მოზარდები იყვნენ, რომლებთაც არასრულფასოვნების კომპლექსი ტანჯავდათ, ხოლო როცა ასეთ პიროვნებებს ხელში უვარდებათ ძალაუფლების სადავეები ისინი ხორცშესხმულ დემონემად გარდაიქმნებიან და თითქოს უბრალო ბავშვობიდან - დიდი ბოროტებისკენ განიცდიან მუტაციას. ჩემდა სამწუხაროდ კი უფროსი თაობის გარკვეული ნაწილი კვლავ შეუპოვრად განაგრძობს საბჭოთა პერიოდის გაკერპებასა და მათ კულტად ქცევას. რა სურთ მათ? უზრუნველყოფილი ცხოვრება მათი თქმით, რაც უკვე მოგახსენეთ თუ რაში გამოიხატებოდა უზრუნველყოფილი ცხოვრება, თუნდა თავისუფლების შეზღუდვით და მის ბრუტალურ ფორმეზე თვალის დახუჭვით, ხოლო რას მსურს მე? მოდით ასე განგიმარტავთ. მათ სურთ იმ ყოფაში არსებობა, ხოლო მე ვხედავ უტოპიურ საზოგადოებას თავისუფლებისგან ლიმონივით გამოწურულს, თუმცა დავძენ, რომ სურვილსა და რეალური აღქმის უნართან უდიდესი სხვაობაა. მე თავისუფლებას ვირჩევ, მშვიდობიან სამყაროში, გონებრივ სინათლეს და არა წინა საუკუნის უკუნით სიბნელეს, რომელ სიბნელასაც მოვიაზრებ ნებიესმიერ ასპექტში.


-დასასრული-

გიორგი ყელბერაშვილი



6
296
1-ს არ მოსწონს
ავტორი:გი2გი
გი2გი
296
  
18 აპრილი, 19:14
ამ თემაზე ყველასთან არ ვლაპარაკობ და მითუმეტეს დისკუსიაში არ შევდივარ. ძალიან ღრმა და ძნელად გასაშიფრი თემაა და იმსათვის რო გაიგო თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, კიდე ძალიან ბევრის წაკითხვა და მოსმენა მოგიწევს და დამიჯერე რადიკალურად შეგეცვლება წარმოდგენა.
პასუხზე გეტყობა კარგი ახალგაზრდა ჩანხარ. ქართველებში სამწუხაროდ იშვიათია ადამიანი ვინც შენიშვნებს ღებულობს. დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში წინ წახვალ. გისურვებ წარმატებებს.
17 აპრილი, 13:18
ანტისემიტიზმს სტალინს რა თქმა უნდა არ მივაწერთ და ზოგადადაც ვეთანხმები თქვეს შენიშვნებს. ანტისემიტიზმის თემაც უნდა ყოფილიყო ამ სტატიაში. მადლობა რჩევისთვის.
ამ უაღრესად "ანალიტიკურ" სტატიას ჩემს მოკრძალებულ შეხედულებას დავუმატებ.

მოვიდნენ ჩეკისტები დახვრიტეს მამა შემდეგ დახვრიტეს დედა მერე დავიბადე მე. მოკლედ რაც უფრო ახალგაზრდაა ავტორი მით მეტად დაზარალდა, ციტატა სტატიიდან: "წინა საუკუნის უკუნით სიბნელისგან"
ისე ცნობისათვის ფიდელ კასტრო იმ დროისთვის კუბაში უმდიდრესი ადამიანი იყო რომელმაც მოახდინა საკუთარი ქონების ნციონალიზაცია. ანტისემიტიზმს ავტორი იმედია სტალინს არ მაწერს? აქაც, ცნობისათვის სახელწიფო ისრაელი სტალინის შექმნილია. ისე ჩვენში დარჩეს და კომუნისტების დედაც, მაგრამ თავისუფლება მშვიდობიან სამყაროში ესეც უტოპიაა.
17 აპრილი, 4:42
საქმე იმაშია რომ ,მოცემულ მომენტში ბანალური ერუდიცის თვალსაზრისით, ცალკეულ ლოკალურ ინდივიდს კრიტიკულად მეტაფიზირებულს აბსტრაქციაში შესწევს და გააჩნია უნარი თავიდან აიცილოს პარადოქსალური სუბიექტივიზმის ტენდენციები.

სტატიის დიდი ნაწილი ზემოთ მოყვანილი აბზაცის მაგვარი ბლა ბლა ბლა და კიდევ ბლაა. ავტორს წარმოდგენა არ აქვს: ისტორიაზე, ანტისემიტიზმზე, ნაციზმზე, მარქსიზმზე და თავისუფლებაზე. ჰო კარგი იქნება უშეცდომოდ წერასაც თუ ისწავლის.
16 აპრილი, 21:42
სატანების ბუდე
0 1 6