x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
დილის 5 ჩვევა, რომელიც გახდომაში გეხმარება
image


გახდომას ვიწყებთ ორშაბათის ნაცვლად ხვალიდან! თუკი გახდომა გადაწყვიტე, უმჯობესია, დაიწყო დილიდან: სწორედ დილის ჩვევები გვაძლევს ბიძგს მთელ დღეზე დასამუხტად და გვიქმნის კარგ განწყობას. თუკი გადაწყვიტეთ, მიხედოთ საკუთარ სხეულს, დაიწყეთ სასარგებლო დილის ჩვევებით.


როგორ უნდა ვისაუზმოთ

ყველაზე სასარგებლო კვების რეჟიმი არის ის, რომელშიც ძირითადი კალორიების ნორმას დილიდან იღებთ. ამ დასკვნამდე მივიდნენ თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები. ნივთიერებათა ცვლა დღის განმავლობაში ცვლილებას განიცდის: რაც უფრო გვიან იკვებებით, უფრო ნელა მიმდინარეობს ეს პროცესი. ამიტომ დილით შეგიძლიათ მიირთვათ ის, რაც გაგიხარდებათ. ხოლო თუკი საუზმეს ივიწყებთ, ორგანიზმი დღის განმავლობაში მიღებულ კალორიებს ინახავს მარაგის სახით და წონაში მოიმატებთ.



გაისეირნეთ დილის მზეზე


დილის მზე ცხიმებს წვავს პირდაპირი გაგებით: ეს დადასტურდა ალბერტას (კანადა) უნივერსიტეტის მკვლევარების დაკვირვების შედეგად. როგორც ჩანს, ლიპიდების ნაწილაკები მოცულობაში პატარავდებიან პირდაპირი მზის სხივების მოხვედრის შედეგად და ტოვებენ უჯრედებს, რაც წონაში კლებაში აისახება.


გაღვიძებისთანავე დალიეთ წყალი

ღამით ვკარგავთ ნახევარი ლიტრის ოდენობით წყალს. ამიტომ დილით მიღებული ერთი ჭიქა წყალი გვეხმარება ორგანიზმში თხევადი ბალანსის აღდგენაში. წყალი საკვების გადამუშავებას ხელს უწყობს და ამცირებს ზედმეტი ულუფის მიღების რისკს.


განაგრძეთ კითხვა



0
666
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0