x
საფრთხე რეალურია, მათ შორის აღდგომის ღამეს

მიდით ეკლესიებში, თქვენი მიტანილი ფულით დააინფიცირეთ მესანთლეები, მერე ის უხილავი ბაქტერიები, რომლებიც შეიძლება არც იცოდეთ თქვენზე რომ ცხოვრობს, ამბორის დროს დატოვეთ ეკლესიის კარზე, ხატებზე, მეგობრებზე, მრევლზე, რომელიც სულიერ და-ძმად აღიქმება და დილის 6 საათზე სახლში წამოსვლამდე პირჯვარი მხურვალედ გადაიწერეთ, თქვენ ხომ უბრალოდ სალოცავად იყავით ეკლესიაში, სადაც ღმერთს ეძებდით და სინამდვილეში ის თქვენს სახლშიც ზუსტად იმ დოზით გელით, რა დოზითაც ეკლესიაში დაგელოდებოდათ.

ლაშა ბოდაველი CICD lasha bodaveli
ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

დღეს საჯარო მოხელე არ ვარ და თავს უფლებას ვაძლევ ასე ვისაუბრო, ნუ ელოდებით ხელისუფლებისგან ან სასულიერო პირებისგან უხეშ მოწოდებებს, მათ შეუძლიათ მოგცეთ რეკომენდაცია ან კურთხევა სახლში დარჩენაზე და ამას ლამის მუდარით აკეთებენ უკვე.


საფრთხე რეალურია, მათ შორის აღდგომის ღამეს და ამიტომ, როგორც რიგირთი ქრისტიანი, ვერ ვხვდები რატომ ვიბრძვით ტაძარში ფიზიკურ ყოფნაზე მაშინ, როცა რელიგია სრულად სულიერ ყოფაზეა დაფუძნებული. სულიერად ღმერთთან ან ტაძარში ყოფნა არავის დაუშლია. საღამოს 21:00 საათიდან დილის 6-მდე ტაძრის ეზოში მრევლის დაყოვნება გამოსავალი ვერ იქნება სამწუხაროდ და მგონია, რომ ბოლო წუთს ეს წესი გამონაკლისის სახით შეიცვლება, მაგრამ ყველაზე გონივრული, ყველაზე ქრისტიანული დღეს სახლში დარჩენაა. იმედი მაქვს ძალიან ბევრი მოქალაქე გამოაღებს ღამის 12 საათზე სახლის სარკმელს და სანთლით ხელში ერთად ვიგალობებთ:

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)

0
175
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0