x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
3 შეკითხვა, რომელიც დაგანახებთ, აქვს თუ არა მომავალი თქვენს ურთიერთობას
image


დაუსვით თქვენს პარტნიორს ეს კითხვები და მოისმინეთ მისი პასუხი.
ფრანგი ფსიქოლოგი მარია ჯეიმსონი უკვე 15 წელია ოჯახურ წყვილებს უწევს კონსულტაციას. როგორც მან დაასკვნა, ერთმანეთთან მსგავსი წყვილები უფრო მყარი ურთიერთობებით გამოირჩევიან, ვიდრე განსხვავებული გემოვნებისა და აზროვნების მქონენი. იდეალური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ორივეს ფეხბურთი უნდა გიყვარდეთ, თევზაობა, შოპინგი, მზარეულობა, მაგრამ არსებობს საბაზისო რამ, რაშიც უნდა ემთხვეოდნენ პარტნიორები, მაგალითად, ტემპერამენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობები მარცხისთვის განწირულია.


დაკვირვების შედეგად ექიმმა ჯეიმსონმა გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი, სადაც გამოჰყო სამი ძირითადი შეკითხვა, რომელიც შეყვარებულმა წყვილმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, ერთობლივი ცხოვრების დაწყებამდე. რაც უფრო მეტი საერთო პასუხია, რა თქმა უნდა, უკეთესია. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იმ წამსვე დაშორდეთ ერთმანეთს. უბრალოდ, მოგიწევთ დიდი ძალისხმევის გამოჩენა ურთიერთობების შესანარჩუნებლად განსხვავებით მათგან, ვისიც დაემთხვევა. ასეთი იღბლიანებისთვის კი ერთობლივი თანაცხოვრება მსუბუქი, სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი იქნება, ისევ და ისევ ტემპერამენტის თანხვედრიდან გამომდინარე. თუკი უარყოფითი პასუხები მიიღეთ, არ იღელვოთ, ყველა წესს აქვს თავისი გამონაკლისი, ურთიერთობებში მით უმეტეს.


image



1. გინდათ მსოფლიო შემოიაროთ ბორბლებიანი სახლის მეშვეობით?


კითხვა-ტესტი, რომელიც თქვენს ხასიათს ავლენს. თუკი გეშინიათ ავტოფურგონით მოგზაურობის, დიდი ალბათობით, ჩაკეტილი პიროვნება ხართ. ადამიანებს, რომლებსაც ურთიერთობები უყვართ, ასეთი ვოიაჟი კოშმარულ სიზმარში თუ დაესიზმრებათ. ასე რომ, გამოთქმა "საყვარელი სამოთხე ოთხ ბორბალზეც კი", მათთვის, როგორც მუქარა ჟღერს. თუკი ასეთი ადამიანი მაინც ბედნიერია თქვენთან, მას სჭირდება ხალხთან კომუნიკაცია, თავისი წრე და პირადი სივრცე.


2. გიყვართ საშინელებათა ჟანრის ფილმები?

ამ კითხვაზე პასუხი მიგახვედრებთ, ჰყოფნის თუ არა ცხოვრებაში თქვენს პარტნიორს ადრენალინი. ზოგადად, ადამიანები, რომლებიც მუდამ მიდრეკილები არიან აფორიაქებისაკენ, ავანტიურებისა და რისკის შემცველი სპორტის სახეობებისადმი (ალპინისტები, დაივერები, სქაიდაივერები), არ უყვართ ამ ჟანრის ფილმები - ისინი ან დამოკიდებულნი არიან ადრენალინზე, რომელსაც ცხოვრებისგან იღებენ, ან იმდენად მშფოთვარე პიროვნებები არიან, რომ არ უნდათ განიცადონ სტრესი საშინელებების ყურების დროსაც. ჩვეულებრივ, ადამიანისთვის, რომელსაც ადრენალინის დოზის მიღება სურს, საკმარისია უყუროს "დისქავერის" ან "ეს უცნაური საქმეების". ასე რომ, თუკი ხმას დეტექტივებსა და ფანტასტიკას აძლევს, თქვენ კი საშინელებათა ჟანრის ფილმებს, ნამდვილად არ შეეფერებით ერთმანეთს.


განაგრძეთ კითხვა



0
184
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0