x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დაეხმარეთ ჩვენს ქვეყანას ერთხელ თქვენს ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ!!!-ეკო ფანგანის ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში

image

ექს-მოდელი და ტელეწამყვანი ეკატერინე ფანგანი სოციალურ ქსელში.საზოგადოებას მიმართავს და საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.


"იცით, ჩემს გარშემო ბევრ ადამიანს შვილი ჰყავს მკვდარი.. ერთადერთი შვება მათთვის სასაფლაოზე მისვლა და შვილის სულის სალოცავად ეკლესიაში სიარულია. ეს ხალხი ახლა, ამ პერიოდში სახლშია . გგონიათ, დაავადების ეშინიათ? შვილმკვდარ ადამიანს ყველაზე ნაკლებად სიკვდილის ეშინია, პირიქით, ნატრობს კიდეც თავისი მიწიერი ჯოჯოხეთის აღსასრულს... მაგრამ ახლა, ამ პანდემიის დროს ჩვენ გვიფრთხილდებიან, თითოეულ ჩვენგანს, ყველა ადამიანს, ვისაც იცნობენ და არ იცნობენ. ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს; ყველას, ვინც დედამიწაზე დადის... ისინი სახლში ლოცულობენ და საფლავებზეც გავლენ მერე, როცა ამის დრო მოვაა... მარიამ კალომლეწავი ულამაზესი 19 წლის გოგონა, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო ვიბრძოდით, ხომ გახსოვთ? რამდენიმე კვირის წინ ამერიკაში გარდაიცვალა. მშობლებმა და ბებიამ (რომელსაც ერთი შვილი მკვდარი ყავს) ჩამოასვენეს საქართველოში, სამძიმარზე არავინ არ მიუშვეს და ისე დაკრძალეს მარიამი. თვითონ კი, იზოლაციაში სხედან ამ უბედურების პირისპირ, მათ ბოლო 2 თვეა მართლა ლოცვის გარდა არაფერი დარჩენიათ... ღმერმა დაიფაროს ყველა ასეთი უბედურებისგან, მაგრამ მე გეკითხებით თქვენ, უფრო დიდია თქვენი რწმენა ვიდრე ამ ხალხის? უფრო დიდია თქვენი სიყვარული? უფრო დიდია თქვენი სატანჯველი? უფრო დიდია თქვენი განცდები? აიღეთ მაგალითი იმ ხალხისგან, ვინც ჩვენს გამო არ მიდის შვილის, ქმრის, ცოლის, ძმის, დის, მშობლის საფლავზე! აიღეთ მაგალითი იმ ხალხისგან ვინც, ჩვენს გამო არ მიდის ტაძარში სალოცავად თავისი საყვარელი ადამიანის სულისისთვის! ისწავლეთ მათგან ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი ერთგულება, ნამდვილი რწმენა და ნამდვილი ადამიანობა! ჭეშმარიტი მართმადიდებელი კეთილია, სიყვარულით სავსეა, მორჩილია და ადამიანები უყვარს! მოითმინეთ ერთხელ თქვენს ცხოვრებაში! ნუ იქნებით ეგოისტები, სხვებზეც იფიქრეთ და ღმერთიც, ქრისტეც და კაცობრიობაც უფრო შეგიყვარებთ... ვინც ჩვენი ქვეყნის გაჭირვებას, ვინც ჩვენი ქვეყნის კანონებს, ვინც წინა ხაზზე მებრძოლებს, ვინც დაინფიცირებულებს და უკვე გარდაცვლილებს არაფრად აგდებს, ფარისეველია! სახლში ილოცეთ, სახლში შეხვით აღდგომას, სახლში აანთეთ სანთლები, ტვ-დან უყურეთ ლიტურგიას, დაეხმარეთ ჩვენს ქვეყანას ერთხელ თქვენს ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ!!"

image

1
286
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
286
  
2020, 16 აპრილი, 17:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1