x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
თანამედროვე მონობის 7 ყველაზე პოპულარული ფორმა
ვიცით, რომ მონათმფლობელობა არის სოციალური წყობა, რომლის დროსაც დაშვებულია ზოგიერთი ხალხის (რომელთაც მონებს, ყმებს უწოდებენ) სხვა ხალხის მფლობელობაში ყოფნა. პატრონი სრულიად ფლობს საკუთარი მონის (ყმა) პირადობას საკუთრების უფლებით. სხვის საკუთრებაში მყოფი მონა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, უუფლებოა და, შესაბამისად, ვერ განკარგავს თავს.


დღეს, მონობა წარსულის ტკივილად ითვლება. მაგრამ, არის თუ არა ეს ასე? არა, რადგან ჩვენ დროშიც უამრავი მონაა, რასაც ზოგი ვერც კი ამჩნევს, ზოგს კი სულაც არ მოწონს და ცდილობს გაექცეს მას.


image



თანამედროვე მონობის 7 ყველაზე გავრცელებული ფორმა




1. ეკონომიკური აუცილებლობის მოტივით გამოწვეული მონობა სამსახურში. თანამედროვე მონა ვალდებულია იმუშაოს სიცოცხლის ბოლომდე, რადგან ერთი თვის ანაზღაურება მას მხოლოდ ერთი თვის საკვებისა და ხარჯებისთვის ყოფნის, სხვა არანაირი დანაზოგი და ფუფუნება. ამიტომ, ის ვერცერთ თვეს ვერ დაისვენებს, ხარჯები არ მოიცდის, ვალდებულია თავდაუზოგავად იმუშაოს თვიდან-თვემდე... შემდეგ კი პენსია, რომელიც ასევე საკვებზეა მხოლოდ საკმარისი, არანაირი ზედმეტი სხვა თანხა.





2. მეორე მექანიზმი თანამედროვე მონობის, არის პიარი საკუთარი თავის ან პროდუქციის, რომელ სფეროშიც მუშაობს ან აწარმოებს მას. ის ვალდებულია გააპიაროს საქმიანობა რეალიზაციის შედეგად მიღებული ანაზღაურის სანაცვლოდ. იმიჯს და რეკლამას კი მუდმივი განახლება სჭირდება, ჰოდა, თანამედროვე მონის სამსახურიც მუდმივია ამ კუთხით.




3. თანამედროვე მონობის მესამე ფარული მექანიზმი იძულებითი ეკონომიკური სისტემაა - კრედიტი. ისინი იღებენ საკრედიტო ვალდებულებებს "სესხის პროცენტის" მექანიზმის საშუალებით. "ყოველდღიურ მონას", სულ უფრო და უფრო სჭირდება ფინანსები საპროცენტო სესხის დასაფარად და სხვა დამატებითი ხარჯებისთვის, ამიტომ ის იღებს ახალ სესხს ძველის დაფარვის გარეშე და ამით ქმნის დავალიანების პირამიდას. ამიტომ, სესხი მონას აიძულებს მუდმივად იმუშაოს თუნდაც მცირე ანაზღაურებაზე.



image



4. მეოთხე ფარული მექანიზმი თანამედროვე მონობის არის სახელმწიფოზე მუშაობა. სინამდვილეში, თანამედროვე მონა მუშაობს ფსევდო სახელმწიფოსთვის, რომლის მიზანია მონების ფული ჩაიჯიბოს, ხოლო სახელმწიფოს კონცეფცია გამოიყენება მონების ტვინის დასახშობად, რათა მათ არ დასვან კითხვები: "რატომ მუშაობენ მონები მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად და არიან მაინც ღარიბები? რატომ არ აქვთ მონებს მოგების წილი? და, რეალურად სად მიდის მონების მიერ საგადასახადო იარლიყით გადახდილი თანხები?"




5. მონების ფარული იძულების მეხუთე მექანიზმი არის ინფლაციის მექანიზმი ან პერიოდულად ხელოვნურად მოწყობილი ნაგულისხმევი პირობები, რომლებიც არ აძლევენ მოქალაქეებს ეკონომიკურად განვითარების საშუალებას (უფლებას). ფასების ზრდა მონის ხელფასის გაზრდის არარსებობის პირობებში, მონების ფარული, უხილავი ძარცვის ტოლფასია. ამრიგად, თანამედროვე მონა უფრო მეტად ღატაკდება.




image


6. მეექვსე ფარული მექანიზმი, რომელიც თანამედროვე მონის ცხოვრებაში ხდება, არის მონისთვის თანხის ჩამორთმევა, როდესაც ის საკუთარი ქონებიდან (ფინანსებიდან) გარკვეულ ნაწილს რიცხავს სხვა ქვეყანაში ან ქალაქში. ეს მექანიზმი აიძულებს თანამედროვე მონებს იმუშაონ ამ ქსელში და დაემორჩილონ ამ კაბალურ პირობებს, მას ხომ სხვა გზა არც აქვს.




7. მეშვიდე მექანიზმი თანამედროვე მონის ცხოვრებაში მისი მონობის გამომხატველი, მისი ხელფასია. სისტემა აიძულებს მისგან დაფარული იყოს მისი შრომის რეალური ღირებულება და ხელფასის ნაწილს, რომელსაც მონები იღებენ სააღრიცხვო მექანიზმით, მონის პატრონი ითვისებს.



image

1
575
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
575
  
2020, 21 აპრილი, 14:19
მეხუთე პუნქტი მომეწონა,რეალურია.
0 1 1